Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოზე უკეთესია”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/2/8/1265653881825/Jamie-Carragher-001.jpgინგლისისა და ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგა უკეთესია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი.

 

მისი თქმით ჩემპიონთა ლიგა უკეთესი “სპექტაკლია”, რადგანაც მასში მონაწილე დიდ კლუბებს, შეუძლიათ შეიძინონ ვარსკვლავები, ეროვნების განურჩევლად.

 

“ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა, რადგანაც კლუბებს შეუძლიათ იყიდონ ის, ვინც  უნდათ”

 

“მე ვფიქრობ, ბარსას და სხვა დიდ ევროპულ კლუბებს, შეუძლიათ დაამარცხონ  ბრაზილიის და ესპანეთის ნაკრებები”

 

ასევე ვეტერანი მცველი ფიქრობს, რომ კლუბში ფეხბურთელები უფრო თავისუფლად თამაშობენ.

 

“ზეწოლა რომელსაც განიცდი ნაკრებში თამაშის დროს, უფრო ინტენსიურია ვიდრე კლუბში, ბევრი ფეხბურთელი კლუბში უკეთ თამაშობს, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში, რადგანაც ისინი არ არიან მიჩვეულნი ზეწოლას. ამ უკანასკნელი მიზეზის გამო მე ვიტყოდი, რომ ჩემპიონთა ლიგა უკეთესია ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი.”

 

“ნაკრებში ზეწოლა მეტია, რადგან მოედანზე შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას.”

 

” შეხედეთ, თუ რა დაემართა რობერტ გრინს, ის იმყოფება დიდი კრიტიკის ქვეშ, თუ ესეთ შეცდომას კლუბში თამაშის დროს დაუშვებ, მაშინ ამხელა კრიტიკის ქვეშ ნამდვილად არ მოექცევი.”

 

წყარო:  Goal.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...