Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

16 ივნისს 10:00 საათზე 51-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კალათბურთის საფინალო მატჩი ჩატარდება, სადაც დიმიტრი შაშკინიც მიიღებს მონაწილეობას.

 

16 ივნისს 11:00 საათზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური სამიტი დღეს გაიხსნება.

 

16 ივნისს 12:00 საათზე რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტს პაოლო დელ ბიანკოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკა

 

16 ივნისს 12:00 საათზე თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში საირმეზე აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სწავლების ახალი მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებით ქართველი პედაგოგებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. საკონტაქტო პირი: ზაზა გრიგალაშვილი: 879 71 15 82

 

16 ივნისს 12:00 საათზე პოლიტიკური მოძრაობა `სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” საზოგადოებრივი კამპანიის `ვაქციოთ ომი ისტორიად” ფარგლებში სასტუმრო “ძველ მეტეხში” საჯარო დისკუსიას გამართავს. მის: მეტეხის აღმართი #3 ტელ: 22 36 35

 

16 ივნისს 12:00 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრამდე ქუთაისის პროკურატურის ინციატივით პროკურორებისა და სტუდენტების ერთობლივი მსვლელობა მოეწყობა. მის: ქუთაისი, თამარ მეფის #59. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

16 ივნისს 12:30 საათზე პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს. მის: ა.ხორავას #9

 

16 ივნისს 13:00 საათზე “ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელსეწყობის პროგრამის” ვებ-გვერდის წწწ.ბოოკ.გოვ.გე პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართება გაიმართება. მის: სანაპიროს ქ. 4

 

16 ივნისს 13:00 საათზე სასტურმო რადისონში “ბილაინის” ახალი სატარიფო გეგმის “ფრეშის” პრეზენტაცია გაიმართება

 

16 ივნისს 15:00 საათზე ბუხაძის ქუჩაზე, მართლმადიდებლური მოძრაობის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

 

16 ივნისს 15:00 საათზე – „სახალხო სასამართლოში“ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ ზ. ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი საბოლოო ვერდიქტისა და სახალხო მოსამართლის მინდია უგრეხელიძის დასკვნა გამოქვეყნდება. მის: თბილისი, მ. კოსტავას №47. IV სართული. ოთახი 27

 

16 ივნისს 19 საათზე ამერიკული როკ ჯგუფი HORSE The Band კონცერტს ხორავას თეატრში გამართავს.

16 ივნისს 19:45 საათზე რუსთაველის თეატრში გიორგი თავაძისა და ირაკლი სამსონაძის სპექტაკლის „დაბოლილი მთვარე” პრემიერა გაიმართება. მის: რუსთაველის თეატრი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...