Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ არის ის იარა, რომლითაც მედვედევი მომავალში იამაყებს


Recommended Posts

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ არის ის იარა, რომლითაც მედვედევი მომავალში იამაყებს

 

აფხაზეთში ამჟამად არავინ ყიდულობს სახლებს და არც არავინ აპირებს იქ რუსი მოსახლეობის ჩასახლებას. ყოველივე ეს რუსული პროპაგანდაა და გთხოვთ ნუ წამოეგებით. განაცხადა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ დღეს თბილისში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

"რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც აქვს სურვილი აფხაზეთში სახლის ყიდვისა ძალიან კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან მისი დაცლა მოუწევს. ამიტომაც რუსულ პროპაგანდას ძალიანაც ნუ წამოეგებით", _ განაცხადა განაპოლსკიმ და დასძინა, რომ რაც უნდოდა რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში მან უკვე გააკეთა.

"მან ყველა კოზირი გაათამაშა. თუკი ადრე იგი საქართველოს აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით აშანტაჟებდა და ემუქრებოდა ახლა მას უკვე ხელში კოზირი აღარ დარჩა. ახლა უბრალოდ, საქართველო უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს ეს ტერიტორიები საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით", _ აცხადებს განაპოლსკი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებობს ასეთი ანდაზა, რომ ლიდერს იარები ამშვენებს.

"მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ არის ის იარა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ იამაყებს, იმის გამო, რომ იგი ახლა ამაყად აცხადებს რომ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო", _ აცხადებს მატვეი განაპოლსკი.

 

http://ghn.ge/news-16971.html

 

 

მატვეი განაპოლსკი: საჭიროა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს იდეოლოგია მოხლეჩილი ტერიტორიების დაბრუნებისა

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ოს რეგიონზე საუბრისას ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს იდეოლოგია ამ მოხლეჩილი ტერიტორიების დაბრუნებისა.

ეს განცხადება რუსმა ჟურნალისტმა დღეს თბილისში სააგენტო "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, როგორც კი საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე მეტად მიმზიდველი გახდება, ამ ორი რეგიონის დაბრუნების საკითხიც წინ წაიწევს და დაახლოებაზე საუბარიც დაიწყება.

ამავე დროს განაპოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ მისთვის ოდნავ ბუნდოვანია თუ რატომ მოითხოვა დამოუკიდებლობა აფხაზეთმა და მით უფრო ე.წ. სამხრეთ ოსეთმა.

"საერთოდ, როდესაც ადამიანი რამეს მოითხოვ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე გჭირდება თუ არა შენ ეს. ღმერთმა დამიფაროს არც აფხაზებს და არც ოსებს მე შეურაცხყოფას ვერ ვაყენებ. მე უბრალოდ ვმსჯელობ. აფხაზეთში ამჟამად არასტაბილურ სიტუაციაა, არის უმუშევრობა, მართალია მათ შეძლეს და ჩამოაყალიბეს თავიანთი პოლიტიკური ელიტა და ცდილობენ რაღაც გააკეთონ მაგრამ მაინც ადგილზე არიან გაყინულნი, იმიტომ რომ რაც მათ რეალურად სჭირდებათ, ეს არის სავსე პლაჟები ანუ აღორძინებული ეკონომიკა", _ აცხადებს განაპოლსკი და დასძენს, რომ რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს მისთვის საერთოდ გაუგებარია თუ რად უნდოდათ მათ დამოუკიდებლობა.

"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს მათ რად უნდოდათ დამოუკიდებლობა მე საერთოდ არ მესმის. მგონი ერთადერთი რაც იქ უნდათ არის ის, რომ იქ ირიცხებოდეს თანხები და თან არც არავინ არ კითხულობდეს სად მიდის ეს ფული", _ აცხადებს ჟურნალისტი.

 

http://ghn.ge/news-16970.html

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ არის ის იარა, რომლითაც მედვედევი მომავალში იამაყებს

 

 

მაგარი კაცია მატვეი,მაგრამ როგორც „რუსული გაკვეთილების“ ავტორები,ესაც რუსეთისთვის ჩალიჩობს პირველ რიგში.

 

 

პ.ს.ამ ბოლო დროს ძალიან იცავს ხოლმე მიშას აქ გადაცემებში და შეიძლება გაუმაზეს კიდევაც.ჟვანიას ცოლის დის ქმარია მატვეი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ოს რეგიონზე საუბრისას ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს იდეოლოგია ამ მოხლეჩილი ტერიტორიების დაბრუნებისა.

ახალი ამბავი

 

და აქამდე არ ქონდა ხო?! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და აქამდე არ ქონდა ხო?!

 

 

არც ჰქონდა,არც ეხლა აქვს და არც მომავალში შეიწუხებს თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა ცნობადი ადამიანის, პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის დადებითი პოზიცია

საქ. ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირებით მისასალმებელია,

ძალიან კარგ საქმეს აკეთებს განაპოლსკი, ბოლო ბოლო რუსი ათჯერ დაფიქრდება სანამ აფხაზეთში მიწას იყიდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს იდეოლოგია მოხლეჩილი ტერიტორიების დაბრუნებისაახალი ამბავი

 

და აქამდე არ ქონდა ხო?!

არც ჰქონდა,არც ეხლა აქვს და არც მომავალში შეიწუხებს თავს.

ბოლო-ბოლო გვაქვს თუ არა?

გილაურო შამო, გვიპასუხე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგ საქმეს აკეთებს განაპოლსკი, ბოლო ბოლო რუსი ათჯერ დაფიქრდება სანამ აფხაზეთში მიწას იყიდის

 

 

 

განაპოლსკის რუსეთის მოსახლეობის 5%–ი უსმენს(ეხოს) და იმიტომაც აძლევენ მაგ რადიოს მაგდენის გატრაკების უფლებას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამავე დროს განაპოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ მისთვის ოდნავ ბუნდოვანია თუ რატომ მოითხოვა დამოუკიდებლობა აფხაზეთმა და მით უფრო ე.წ. სამხრეთ ოსეთმა.

სულ მაგათ ეკითხებოდნენ რას მოითხოვდნენ, ვითომ არ იცის,

ჩამოვიდა ზაფხულში სიძე დასასვენებლად და გვეპატხალიმება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განაპოლსკის რუსეთის მოსახლეობის 5%–ი უსმენს(ეხოს) და იმიტომაც აძლევენ მაგ რადიოს მაგდენის გატრაკების უფლებას. :)

5% საქმეა, ჩვენიანებს უნდა გავუფრთხილდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...