Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ქუთაისში გადატანას “საშვილიშვილო რეფორმად” აფასებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/parlament_new-300x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ქუთაისში გადატანას “საშვილიშვილო რეფორმად” მიიჩნევს. როგორც სააკაშვილმა დღეს ბათუმში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, “ქუთაისი ქვეყნის ცენტრია და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი საკანონმდებნლო ორგანო მეტწილად რეგიონების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ქუთაისში პარლამენტის გადატანა ყველაზე გამოსადეგია”.   ”პარლამენტის ქუთაისში გადატანით ძალიან დიდი რეფორმა ხორციელდება. ეს არის საშვილიშვილო რეფორმა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხი ამ იდეის წამოჭრისთანავე აზრთა სხვადასხვაობისა და ხმაურის მიზეზად იქცა. უპირველესად ამ ინიციატივას არაერთგვაროვნად შეხვდა თავად პარლამენტი. მოგვიანებით, როცა ინიციატივა მაინც იქნა მიღებული, სკანდალი პარლამენტის ახალი შენობისთვის ადგილის გათავისუფლების მიზნით ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქებას მოჰყვა.

 

გარდა იმისა, რომ მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოში, რუსეთშიც გააპროტესტეს, თავად აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ კი მორიგი სკანდალი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილზე უკვე დაწყებულია, თითქმის არაფერია ცნობილი. კერძოდ, უცნობია, ვინ აშენებს ოფიციალურად ახალ პარლამენტს, ვის მიერ გამოყოფილი სახსრებით და რის საფუძველზე.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...