makadachi Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 კარგით რა ხალხო ასეც არ შეიძლება რა... არც მე არ ვიყავი ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი, მითუმეტეს ბოლო წლების განმავლობაში მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ხალხი ჭორაობს, ჩემი ახლობლები ომობდნენ და ბევრი რამეც გავიგე. რომ არა საჰაერო დარტყმები ჩვენები გაჟლიტავდნენ მაგ ცხოველებს ბოლომდე, თურმე ისე ბრძოლობდნენ რომ მთელი 58 ბატალიონი მიწასთან გაასწორეს. ვეთაყვანები მათ სულებს. რაც მთავარია მხოლოდ უმაღლესად გაწვრთნილი საჯარისო ნაწილები იყვნენ შეყვანილები, რეზერვისტები როგორც ჩაიყვანეს ისევე გამოუშვეს რადგან დაბომბვა დაიწყო და ომს აზრი აღარ ჰქონდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 ჩემი ახლობლები ომობდნენ და ბევრი რამეც გავიგეჩემებიც ომობდნენ და მეც ბევრი რამე გავიგე... რომ არა საჰაერო დარტყმები ჩვენები გაჟლიტავდნენ მაგ ცხოველებს ბოლომდედა თავიდან არ იცოდნენ, რომ რუსეთს ავიაცია აქვს უმაღლესი დონის და საერთოდ რუსეთთან ომის დაწყებას აზრი არ ქონდა? დაბომბვა დაიწყო და ომს აზრი აღარ ჰქონდაგვიან მიხვდნენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
makadachi Posted August 21, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 ეჭვი მეპარებოდა რომ ომი ჩვენებმა დაიწყეს და ეს ეჭვი გამართლდა მაშინ როცა რუსმა თავდაცვის ექსპერტებმა სტატიები გამოაქვეყნეს რომ რუსეთმა გიტლერისდროინდელი პროვოკაციები გამოიყენა და ეს სულელი ოსები გამოიყენა დამწყები ოპერაციებისათვის, ოსებმა დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა და უდანაშაულო ხალხის აწიოკება, ამ დროს როკის გვირაბთან რუსეთს უკვე მობილიზებული ჰყავდა ათასობით ქვეითი ჯარისკაცი და უამრავი ჯავშანმანქანა. რა უნდა ექნათ სასწრაფოდ ჩვენებს ან საპასუხო ცეცხლი უნდა გაეხსნათ ან უნდა ჩავბარებულიყავით რუსეთს. აქ არ არის არც ცხინვალზე საუბარი და არც აფხაზეთზე... რუსეთს მთელი საქართველო უნდა რომ უკან დაიბრუნოს. მეზიზღებიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 ომი ცეცხლის გახსნით იწყება და ცეცხლი პირველად ჩვენებმა გახსნეს (სამწუხაროდ)... და საქმეც მაგაშია, მეთაურობა რომ გვყოლოდა ნორმალური, ვერანაირი პროვოკაცია ვერ დააწყებინებდათ ომს... ზიზღი ამერიკას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
makadachi Posted August 21, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 ერთი რამ კი ვიცი რომ მე მაგ ბოროტ ხალხთან ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებ და არც ჩემი შვილი არ მინდა გაიზარდოს რუსეთის საქართველოში. საქართველო მხოლოდ ჩვენია. მე მახსოვს რუსისგან 9 აპრილი, აფხაზეთის ომი და ეხლაც თავისი უმოწყალეობა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. იცით სხვა საიტებზე რა ვნახე? პატრიარქს რქები დაადგეს სურათებში და ეშმაკად შერაცხეს, ეს იცით რას ნიშნავს? მუსლიმანებზე უარესები არიან, დღეს ისლამური ქვეყნები გვეხმარებიან და მართლმადიდებლები გვხოცავენ. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა განვტავისუფლდეთ მაგ ტირანებისგან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
makadachi Posted August 21, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 რა გირჩევნიათ, ევროპაში გაწევრიანება თუ რუსეთთან დაბრუნება პუტინის რუსეთში? ნატოს წევრობა თუ გიორგაძე? ჟირინოვსკის უფროსობა საქართველოში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 და ახლა რომ ამერიკის მონები ვართ? ნუ ეს ასე არ ჩანს, მაგრამ ასეა დამიჯერე... და შენ გინდა იყო ამერიკის მონა? ორივეს დედაც! ზიზღი რუსეთს! ზიზღი ამერიკას! გაუმარჯოს სრულ ნეიტრალიტეტს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
makadachi Posted August 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 არა მონობა ნამდვილად არ მინდა არც რუსეთის და არც ამერიკის მაგრამ ორი ცუდი ვარიანტიდან უკეთეს ცუდს ვირჩევ რადგან იქ დემოკრატიაა და კანონის უზენაესობაა, აი ეს არის უკეთესი, ჩვენი ქვეყანა იმდენად პატარაა და იმდენად სტრატეგიული ყველამხრივ რომ ყველა დროში ყოველთვის ვიღაცას ენდომება რომ დაიპყროს, ეს ასე იყო, არის და იქნება. თუ გგონიათ რუსეთმა და ამერიკამ თავი რომ დაგვანებოს სხვა არავინ გამოჩნდება? აგერ ირანი აქვე გვყავს და ეს უკვე დიდი საშიშროებაა მითუმეტეს ბირთვულ იარაღს რომ აწარმოებს. ასე რომ დავფიქრდეთ რა და როგორ ჯობია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 მესმის ამ პოზიციის, მაგრამ გამოსავალი არსებობს ყოველთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.