FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 რუსეთის ოკუპაციური არმია საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს 22 აგვისტოსთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების მიუხედავად, რუსეთის არმიის შენაერთები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დაკავებულ პოზიციებს არ ტოვებენ. ამ დროისთვის რუსეთის არმიის დანაყოფები პოზიციებს ინარჩუნებენ აღმოსავლეთ საქართველოში გორის, იგოეთის, ახალგორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, სურამის მიდამოებში. დასავლეთ საქართველოში ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, საჩხერის, ხობის მიმართულებით. გადაკეტილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი. დიმიტრი მედვედევის განცხადების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რუსეთის ოკუპაციური არმიის ქვედანაყოფებმა საქართველოს ტერიტორიის დატოვება მომდევნო 4 საათის განმავლობაში უნდა დაიწყონ, რისი ნიშნებიც ჯერ-ჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეიმჩნევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.