Anima Libera Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 ბლა ბლა ბლა ბლა ბლა....... კიდევ ბლა ბლა ბლა ბლა ბლა... თითოეულ ქართველ "პოლიტიკოსს" სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ხალხი, ანუ საქართველო. ყველა საკუთარ ჯიბესა და სკამის სიმაღლეზე ოცნებობს. ყველას უნდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ სანთლები დაანთონ და მის წმინდა სულზე ილოცონ. ანგარება ამოძრავებთ როგორც ფულადი, ასევე სულიერი. ამიტომაა რომ არაფერი კეთდება, არაფერი იცვლება რეალურად ადამიანთა საკეთილდღეოდ. აგერ მე-7 წელი იწურება ჩვენი აღთქმიდან, ქვეყნის წინსვლა და წარმატება კი კვლავ საპატრულო მანქანების რაოდენობითა და დაგებული ასფალტის ფართობით იზომება... ონკანიდან წყალი მოდის ატალახდა ჩვენი ეზო,სუყველაფერს ხედავს ბესოსუყველაფერს ხედავს კესო. ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან, ხომ არაფერს აშავებენ,მაინც დანაშაულია. ფაქტიურად კოლაფსია განათლების სისტემაში.კოლაფსი კი არა, საერთოდ არ არსებობს ჯანდაცვა და სოციალური სისტემა.ქვეყნის უვარგის ხელისფლებას რეალურად ირჩევს ხალხის მინიმუმ 50 პროცენტი. კოლაფსია სასამართლო სისტემაში.ქვეყანა ოკუპირებულია. (თუმცა, ალბათ ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წვლილი ამაში ხელისუფლებას) ჩენ კი ვზივართ და ხან მიშას ვთათხავთ, ხან ალასანიას, ხან შალვას და ხანაც ილია ჭავჭავაძეს... უნდა დავიწყოთ მუშაობა სულ მცირედიდან, ნულიდან. იმის მაგივრად რომ ვიყვიროთ - ზეგამდე გადადგეს სააკაშვილიო, უნდა მოვითხოვოთ დალაგებულად, ორგანიზებულად, პროტესტის რამდენიმე და კარგად გათვლილი ფორმების საშუალებით თითოეული პრობლემის ცალცალკე გადაწყვეტა, პრობლემებისა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წააწყდეს. მაგალითად ინვალიდობის ჯგუფების მინიჭების პრობლემა. ზუსტად ვერ გეტყვით, არც კანონი მინახავს და არც დაზარალებული პიროვნება, წავიკითხე მხოლოდ მცირე სტატია რომელიღაც ინტერნეტ გაზეთში იმის შესახებ, რომ ორივე ფეხი უნდა გქონდეს მოჭრილი, რომ მეორე ჯგუფს ეღირსო. უნდა შესწავლილ იქნას კანონი, შესწავლილ იქნას რამდენიმე შემთხვევა, მოფიქრებული იქნას გამოსავალი თუ რას ვთავაზობთ ხელისუფლებას პრობლემის გადასაჭრელად, მიეცეს ვადა და წინააღმდეგ შემთხვავაში - პროტესტი. პროტესტი მომზადებული, დაგეგმილი და არამრავალმილიონიანი. პროტესტი პირობის შესრულებამდე. პროტესტი მიმართული კოკრეტული პრობლემისადმი, კონკრეტული პსაუხისმგებელი თანამდბობის პირებისა და სახელმწიფო უწყებებისადმი. ასეთი მაგალითების მოძებნა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ასობით შეიძლება. პროტესტი უნდა იქნას გამოხატული მაქსიმალურად ორგანიზებულად, მაქსიმალურად მკაცრად და კანონის ფარგლები. პროტესტი არ უნდა იყოს ნედლი შეშის ცეცხლივით, პროტესტი უნდა იყოს მწვავე, მაგრამ კანონიერი... ნელ ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ, პროტესტი გამოიღებს შედეგს... ასიდან შესრულდება ჯერ ერთი, შემდეგ შესრულდება მეორე, დრო და დრო ხალხიც მოეგება გონს, პროტესტი მიიღებს დიდ მასშტაბებს, გახდება უზარმაზააარი, და ეს ჩვენი ავტორიტარული ხელისუფლებაც ნელნელა დათმობს სადავეებს, დაიხევს უკან.. გაკეთდება ხალხის საქმე, გადაიჭრება უმნიშვნელოვანესი და ელემტარული ადამიანური, სოციალური პრობლემები... შემდეგ შესაძლებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლაც, სისტემის შეცვლასთან ერთად კი ხელისუფლების შეცვლაც და აშენდა სოფელი აბა ასე, გადადექი გადადექი და შენი გამოიღე და ჩემი შემაყოფინეო, საქმე არ გამოვა ძმაო.... რომი ორ დღეში არ აშენებულა... თუ არადა აგერ AK47 და მისი ჯანი, მარა ისევ ნულიდან (თუ მინუსებიდან არა) იქნება დასაწყები ყველაფერი, ისევ დაიგება ასფალტი და ისევ გვეყოლება ბექაურები... თავებიც რომ გაიკლან დღევანდელმა ოპოზიციონერებმა, ამ გზის გავლის გარეშე 2092 წელსაც ვერ მოიგებენ არჩევნებს და ქე გაუსწრებენ ნაცები იაპონელებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 asesino_141კარგი გეგმაა...ფაქტია ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები..2007 წლის საპროტესტო მოძრაობა დამთავრდა, და დამთავრდა სრული კრახით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 asesino_141კარგი გეგმაა...ფაქტია ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები..2007 წლის საპროტესტო მოძრაობა დამთავრდა, და დამთავრდა სრული კრახითეგ არ იყო საპროტესტო მოძრაობა, ეგ იყო იდიოტობა რომელიც უნდა დამთავრებულიყო ან გადატრიალებით, ან კრახით - როგორც დამთავრდა კიდეც.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 ანუ ევერესტზე ვერ ავხტებით, მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 ეგეთი სირობა რა დავწერე კაციშვილი ხმას რომ არ იღებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 ეგეთი სირობა რა დავწერე კაციშვილი ხმას რომ არ იღებთ?პირიქით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 უნდა მოვითხოვოთ დალაგებულად, ორგანიზებულად, პროტესტის რამდენიმე და კარგად გათვლილი ფორმების საშუალებით თითოეული პრობლემის ცალცალკე გადაწყვეტა, პრობლემებისა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წააწყდეს.მეც მაგას არ ვამბობდი?,,მიშა წადი" იციან ოპოებმა მარტო,სკამები უნდათ, სკამები, პრობლემების გადაწყვეტაზე პროფკავშირიც კი არ ფიქრობს, არადა პირდაპირ ევალება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 ამ ფორუმზე ვერ მოგვიხრეხებია 10 კაცს ერთ აზრამდე მისვლა,თან სრულ უმრავლესობას არანაირი ფინანსური თუ სხვა სახის ინტერესი არ გვაქვს.და ვითომ ისინი, ვისაც ფინასსური თუ სხვა სახის ინტერესი აქვთ მოახერხებენ რაიმეზე შეთანხმებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 - გზა, გზაა... - მარტო ვმუშაობ და რავიცი როდის იქნება გზა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 asesino_141ეს გზა დემოკრატიამდე მიგვიყვანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 უცხო_პლანეტელიკი, მაგრამ ასფალტია ამ გზაზე დასაგები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 კი, მაგრამ ასფალტია ამ გზაზე დასაგები ეჰ ეს კომუნისტური "ბიზნესი" ამოვიდა ყელში არც ტუ ისე დიდი ხნის წინ თხოვა ერთმა ახლობელმა ახლობელს რომ დახმარებოდა "გამწვანების პროექტის" მოპოვებაში, რათა ფული ეშოვა.რაზეც სასტიკი უარი მიიღო, გამწვანებაზე რომ გდომებოდა მუშაობაო მაშინ დაგეხმარებოდია,უმსგავსო საქციელში არ დაგეხმარებიო! როდის გავიზრდებით აქამდე, რომ როცა საერთო საქმეს მოვკიდებთ ხელს,მართლაც ყველასთვის ვაკეთოთ(+აქ არა საუბარი მხოლოდ ენტუზიაზმის ამარა მუშაობაზე)? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 უცხო_პლანეტელიდღემდე მაგ პრინციპით კეთდება ყველა საქმე საქართველოში. ყველგან პირადი სარგებელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 asesino_141 მე აქედან რა შემიძლია და „გავაპროტესტოთ“ თემაც ესეთივე შინაარსისა გავხსენი,მაგრამ ცოტა მოკლედ დავწერე. ტყუილია ყველაფერი,ლაპარაკის და პრაფესორობის გარდა ჩვენ არაფრის თავი არა გვაქვს.მივეჩვიეთ სხვისი ხელით საკუთარი საქმის კეთებას.ასე რომ დაიკიდე და გაერთე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2010 lasha1997ვირტუალური და ქაღალდის პროტესტი არაფრის მომტანია. არც მე არ შემიძლია არაფერი, უბრალოდ ეს გზა იმან უნდა გაიაროს ვისაც შეუძლია, სხვაგვარად წინსვლა გამორიცხულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.