Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ყირგიზეთი რუსეთს სტრატეგიული ობიექტების დაცვას სთხოვს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/preview.php-1.jpgყირგიზეთის დროებითი მთავრობა რუსეთს სტრატეგიული ობიექტების დაცვას სთხოვს . ამის შესახებ ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო “24.კგ” დროებითი მთავრობის წარმომადგენლის ელიმბეკ კაპტაგაევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. კაპტაგაევი შიშობს, რომ ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე არეულობის უკან მდგარმა დესტრუქციულმა ძალებმა შესაძლოა, სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიები მოაწყონ, მათ შორის ტოკტოგულსკის წყალსაცავის კაშხალზე. კაშხლის გარღვევა კი, მთელ რეგიონს საფრთხეს შეუქმნის. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

“მზად ვართ, მსგავსი ობიექტების დასაცავად დახმარება მივიღოთ. ამასთან, ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება თავად დროებითმა მთავრობამ უნდა შეძლოს”, – განაცხადა კაპტაგაევმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

ამასთან, დროებითი მთვრობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ოშის არეულობის ორგანიზატორებმა დისლოკაცია უკვე შეიცვალეს და ქვეყნის ჩრდილოეთში გადაინაცვლეს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />რუსეთს სამშვიდობოების გაგზავნა დროებითი მთვრობის თავმჯდომარემ როზა ოტუნბაევამ 12 ივნისს სთხოვა. ყირგიზეთში რუსი მედესანტეების ნაწილი უკვე ჩავიდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მარადიორობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 170 ადამიანია დაღუპული. თვითმხილველების ინფორმაციით კი, ოშში შეტაკებებისას 2000-მდე უზბეკი დაიღუპა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...