FIORENTINO Posted August 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2008 სასწავლო თანხების გადახდისას დევნილებმა შეღავათებით უნდა ისარგებლონ სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გია ნოდიას თხოვნით მიმართა აცნობოს ომბუტსმენის ოფისს, დევნილ მოსახლეობაზე, რომლებიც დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სწავლობენ და სწავლის საფასურს საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფდნენ გავრცელდება თუ არა შეღავათები. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ომბუდმენის პრეს-სამსახურმა აცნობა, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ვინაიდან პრობლემისადმი დევნილი მოსახლეობის ინტერესი ძალიან დიდია. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველს მასობრივად მიმართავს შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა სხვადასხვა პრობლემებთან, მათ შორის მათი შვილების სასწავლო თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მოქალაქეები მიუთითებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა ისინი იძულებით არიან გადაადგილებულნი თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან, აღარ აქვთ სამსახურებში დაბრუნების და თავიანთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი, ისინი ვერ შეძლებენ სასწავლო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.