planetanews Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 http://premiership.ru/upload/2009/12/liverpooltorreswoe20091219_500x282.jpg გთავაზობთ ლივერპულის 09/10 სეზონის ვრცელ მიმოხილვას…დაიწყო პრემიერ ლიგის 09/10 წლის სეზონი, გუნდი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებზე და ტრიუმფზე ფიქრობდა, ალბათ მათი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის მოგება, (მოგება თუ არა მეორე ან მესამე ადგილზე გასვლა მაინც) და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში წარმატება გახლდათ, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ოცნება ოცნებადვე დარჩა, გუნდმა პრემიერ ლიგა 63 ქულით მე7-ვიდე ადგილზე დაასრულა, ინგლისის თასიდან ჩემპიონშიპში მოთამაშე რედინგმა გამოაგდო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ატლეტიკოს ვერ აჯობა. ერთი შეხვედით ყველა ეს ჩამონათვალი სამარცხვინო და საშინელია, ვერ ვიტყვით, რომ გუნდი ბედნიერია, გუნდს სწორედ მაშინ აქვს მიღებული დარტყმა, როდესაც საჭირაო ძალები კონცენტრაციისთვის. ალონსოს წასვლის, შემდეგ რაფა ბენიტესმა შემცვლელი, იპოვა ალბერტო აკვილანის სახით მან რომას მის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაუხადა და ალბერტო ”ენფილდზე” წამოიყვანა, (ჩემი აზრით კი ალონსოს ლივერპულში ვერავინ შეცვლის, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე აკვილანს ან ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს შეურაცყოფას ვაყენებ და მის ძალებს არ განვიხილავ.) ალბათ ყველასთვის არ არის სასიამოვნო ამ სეზონის განხილვა, მე მაინც შემოგთავაზებთ ე.წ. სეზონის რევიუს მოდით გავიხსენოთ ყველაფერი… პირველ ტურში ლივერპულის სტუმრად ”ვაით ჰართ ლეინზე” ჩავიდა, სადაც ადგილობრივ ”ტოტენჰემ ჰოტსპურს” დაუპირისპირდა, მატჩის დაწყებისთანავე ეტყობოდა, რომ ”მამლები” უკეთ იყვნენ მომზადებულნი და ბენუა ასო ეკოტომ შორეული დარტყმით მატჩის 34 წუთზე აიღო პეპე რეინას კარი, მალევე სტივ ჯერარდმა წონასწორობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა და გუნდს ”ვაით ჰართ ლეინიდან”, არა მხოლოდ ერთი არამედ სამი ქულის წამოღების შანსი გაუჩინა, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის სამწუხაროდ ყოფილმა ”მერსისაიდელმა” რობი კინმა გააფუჭა და ლივერპულს პრემიერ ლიგაში პირველი მარცხი განაცდევინა. გუნდი ”ენფილდზე” ბრუნდება ანახლებს ვარჯიშებს და მომავალ ტურში ”სტოკის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება, მატჩი საღამოს ხანს დაიწო, ლივერპულელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და ეპლ-ში პირველი გამარჯვება იზეიმეს, მატჩი დრამატული გამოდგა ”წითლებმა” დამაჯერებლად 4-0 იმარჯვეს, თავი ტორესმა ორჯერ , ნგოგმა და ჯონსონმა გამოიჩინეს. ლივერპულმა ამ გამარჯვებით ”ენფილდზე” გულშემატკივარი, როგორც გაახარა, ისევე ძალიან მალე დაამწუხრა, ასტონ ვილასთან ჩატარებულ მატჩში, გუნდმა შეხვედრა 3-1 დათმო, ტორესის გოლს, ლუკასმა საკუთარ კარში უპასუხა. გუნდს სამ ჩატარებულ შეხვედრაში, მხოლოდ სამი ქულა ჰოქნდა, როცა ტოტოენჰემი ზედიზედ შეხვედრებს იგებდა. ამას მოჰყვა ”ბოლტონთან” გასვლაზე დრამატულ ბრძოლაში 3-2 გამარჯვება, შემდეგ ”ბარნლისთან” ბენაიუნის ჰეთრიკი, ”ვესტ ჰემთან” სტუმრად გამარჯვება, ”ჰალ სიტის” განადგურება ”ენფილდზე”, გუნდი ჩვეულ ფორმაში დგება. თუმცა სეზონის მე8-ვე ტურში ”სტემფორდ ბრიჯზე” ლივერპულს ჩელსი აღუდგა წინა და 2-0 იმარჯვა, ამას მოჰყვა სამარცხვინო მარცხი სანდერლენდთან გასვლაზე. და იწყება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ლივერპული სახლში ”წითელ ეშმაკებს” უპირისპირდება და იმარჯვებს ანგარიშით 2-0. ტორესის და დავიდ ნგოგის გოლებმა ლივერპულს გამარჯვება მოუტანეს. http://premiership.ru/upload/2009/10/fernandotorresscoresvmufc_500x282.jpg http://premiership.ru/upload/2009/10/davidngoggroupcelebvmufc20091025_500x282.jpg თუმცა… - კვლავ თუმცა ლივერპული გასვლას ფულემთან თამაშობს მატჩს 9 კაცით ტორესის ტრავმით და 3-1 დამარცხებით ამთავრებს. აქვე შევეხოთ ჩემპიონთა ლიგას გუნდი არადამაჯერებლად ასპარეზობს, ვერ უგებს ფიორენტინას, სახლში დებრეცენს 1-0-ს ამარცხებს და ჯგუფში ადგილებს ინარჩუნებს, შემდეგ აგებს ლიონთან, კვლავ ფორენტინასთან, დებრეცენთან კი (კვლავ იგებს…), გუნდმა სახლში ”ენფილდი” ისევ დაამწუხრა, დათმო შეხვედრა ლიონთან, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ეს მატჩი მაინც მოეგო და გაეხარებინა ჩვენი გულშემატკივრების გული, მაგრამ კვლავ სირცხვილი და საშინელი მარცხი, გუნდი ევროპის ლიგაზე იწყებს ასპარეზობას. არც პრემიერ ლიგაში აგრძელებს თამაშს დამაჯერებლად ლივერპული, ჩემთვის პირადად საშინელი გამონათქვამები, რომ (რომა არა დავიდ ნგოგის სიმუალცია ლივერპული სახლში ბირმინგემს ვერ მოუგებდა), ეს ხომ უდიდესი სირცხვილია, როდესაც უცხოურს პრესაში ამას წერენ, არადა ნგოგმა მართლაც განზრათ წაიქცა და მსაჯმაც ლივერპულს ”თერთმეტმეტრიანი” აჩუქა, ჩემთვის ეს მიუღებელია,, როდესაც ესეთი გუნდი, ხვდება პრემიერ ლიგაში ახლად გადმოსულ კლუბს და პრესა საშინელებებს წერს, ეს ხომ მართლაც საშინელებაა… ამას მოჰყვა ”ენფილდზე” კლვალვ წარუმატებელი მატჩი ლივერპულმა სიტი ვერ დაამარცხა, და ალბათ ერთადერთი, რამ ის, რომ ლივერპული ჩვენ გულს მაინც გაახარებდა და მერსისაიდულ დერბიში იმარჯვებდა, ეს ასეც მოხდა და ”ენფილდელდა” გულები იმედით აივსო. სეზონის შუა ნაწილში ლივერპული ორად გაიყო ნახევარს რაფაელ ბენიტესის დარჩენა, ხოლო ნახევარს მისი წასვლა სურდა, ამ უკანასკნელთა სურვილი, ახდა თუმცა ამაზე მოგვიანებით… ”Carling cup-ზე გუნდი არსენალმა გამოთიშა ასპარეზობას, მალევე ლივერპულს შურის ძიელბის შანსი გაუჩნდა, მაგრამ… კვლავ დამარცხდა. შემდეგ არეულა გუნდში, ხან მოგება ხან წაგება, ამერიკელები მიდიან, გუნდის თავმჯდომარე მარტინ ბრუტონი ხდება. ევროპის ლიგაზე ლივერპულმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო, ზედიზედ გამოთიშა ტურნირს უნირეა, ლილი, ბენფიკა, ეს წარმატებული თამაში შეწყდა, მაშინ, როდესაც გუნდი ნახევარფინალში ატეტიკოს გადაეყარა. ალბათ ყველასათვის საშინელი მარცხი ”ვისენტე კალდერონზე” და უდიდესი დარტყმა ლივერპული ფანებს, გუნდი ატლეტიკოსთან ”ენფილდზე” მატჩს იგებს 2-1, სამწუხაროდ კი, ორი მატჩის ჯამში ფინალში ატლეტიკოს უშვებს, http://www.myliverpool.ru/_nw/40/56024851.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/40/56691999.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/40/75034920.jpg კიდევ ერთი სასიხარულო,რამ გუნდი ”მერსისაიდულ დერბიში” იმარჯვებს და ”ენფილდელთა” გული იმედით ივსება და ყველა ”ოლდ ტრაფორდზე” გასამართი მატჩისთვის ეზმადება, სადაც ”წითლებმა” კვლავ დათმეს შეხვედრა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ლივერპულს სეზონის დასასრულს ყველანაირი იმედი და შანსი გაუქრა იმის, რომ ოთხეულში შესულიყო. (ეს ხომ სასაცილოა გუნდმა, რომელმაც სეზონი იმ იმედით დაიწყო, რომ პრემიერ ლიგას მოიგებდა, სეზონი მე7-ვიდე ადგილზე დაასრულა.) აქვე მთავრდება რევოლუციის 6 წელი, ბენიტესი წავიდა. ლივერპულმა –ოსტატი დაკარგა და ახლა ახალი მწვრთნელის მოლოდინშია, ახლა მუნდიალია არც ერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს სხვა კლუბში გადაბარგებაზე, იმედია შევინარჩუნებთ ტორესს და ჯერარდს. მოდით ყველამ დავივიწყოთ ეს საშინელი სეზონი, მე უბრალოდ არ შემეძლო არ გადმომეცა თქვენთვის ის ემოციები, რაც სტატიაში ავღბეჭდე. მომავალ სეზონს იმედის თვალით შევხედოთ.აქვე შემოგთავაზებთ მცირე სტატისტიკას 09/10 სეზონის: ნეგატიური მომენტები: ჯერარდის ფორმა, ტორესის ტრავმა, შემტევი ძალის ნაკლებობა, მხოლოდ 5 გასვლითი მოგება სეზონში, ჭორები გასახდელში უწესრიგობის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენა, რედინგთან მარცხი ინგლისი თასზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრა… და კიდევ ბევრი შეგვიძლია დავამატოთ. გუნდი ბედნიერია? ერთი შეხედვით არა. გუნდს სწორედ მაშინ აქვს მიღებული დარტყმა, როცა საჭიროა ძალები გაძლიერებისათვის. სეზონის შენაძენი: გლენ ჯონსონი – არავისგან შეგვიძლია გამოვარჩიოთ. აკვილანი მხოლოდ ფურცელზეა კარგი, ამის გამო საუკეთესოდ შეგვიძლია დავასახელოთ გლენი. მისი ჩართვები შეტევებში მარჯვენა ფლანგიდან და მისი უნივერსალურობა იყო ძალზედ მნიშვნელოვანი გუნდისთვის.საუკეთესო მოთამაშე: ფერნანდო ტორესი. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ესპანელმა შეძლო გაეტანა 18 გოლი პრემიერ ლიგაში და არავინ იცის კიდევ რის გაკეთებას შეძლებდა, რომ არა ტრავმები. სეზონის გარღვევა: ლუკასი. ბრაზილიელმა დღევანდელი დღისთვის ჩაატარა საუკეთესო სეზონი, პრემიერ ლიგის 38 მატჩიდან 35 ითამაშა და ევროტურნირებზეც შეძლო ეჩვენებინა თუ რა შეუძლია შეტევებში. აი საკვები ბენიტესს განსიჯსათვის. მთავარი მიღწევა: გამარჯვება ყველაზე ”უბოროტეს მტერთან” მანჩესტერ იუნაიტედთან ანგარიშით 2-0 თან 2 გაძეევებით, ამავე მეტოქემ ვერ შეძლო მოეხსნა ლივერპულის რეკორდი პრემიერ ლიგაში.მთავარი უიღბლობა: ასეთი ბევრი იყო, მაგრამ შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამდენიმე შოკისმომგვრელი მომენტები, მაგალითად: უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა და ინგლისის თასიდან გამოვარდნა. http://farm3.static.flickr.com/2549/4076870463_1254679146.jpg http://farm5.static.flickr.com/4030/4462204518_3a17b932be.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts