Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- იტალია – პარაგვაი 1:1


Recommended Posts

ინგლისის ნაკრების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვერც ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა, "სკუადრა აძურამ" მოიგო. პარაგვაელთა დალაგებულ, სწორ ტაქტიკას მარჩელო ლიპიმ ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. ძალიან სუსტი იყო იტალიელთა თავდასხმის ხაზი, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. გამათანაბრებელი გოლი პეპემ სამხრეთ ამერიკელთა გოლკიპერის შეცდომის შემდეგ გაიტანა. მოკლედ, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩვეულ ამპლუაშია და მუნდიალს მძიმედ იწყებს, ვნახოთ, რას იზამენ აპენინელები ჯგუფის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდგომ უკვე ფლეი–ოფის დარჩენილ შეხვედრებში.

 

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...