planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/wpr-150x83.png ნიკოლას გვოზდევი ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში ანგარიშით 12–2 წარმატებით იქნა მიღებული ირანთან დაკავშირებული რეზოლუცია ახალი სანქციების შესახებ. ხუთივე მუდმივმა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. შეიძლება თუ არა რეზოლუციის მიღება ობამას ადმინისტრაციის „დიპლომატიურ გამარჯვებად“ ჩაითვალოს, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ? ან, როგორც სხვები აცხადებენ, ახალი სანქციებით გათვალისწინებული ზომები საბოლოო ჯამში იმდენად „გაზავებულია“, რომ საეჭვოა ეფექტური იყოს და ირანს კურსის შეცვლა აიძულოს? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე გარდატეხა რუსეთის განწყობაში, რომელმაც საბოლოო ჯამში სანქციების მეოთხე რაუნდს, რომელსაც თავდაპირველად არ ეთანხმებოდა, მხარი დაუჭირა? ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, Turtle Bay–ში გამართული კენჭისყრა უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. პირველ რიგში, რას მიაღწია სინამდვილეში აშშ–მ სანქციებზე ახალი რეზოლუციის მიღებით? მართალია, ეს არანაირად არ არის ის კრიტიკული და „მძიმე“ სანქციები, რომელსაც შარშან სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გვპირდებოდა, თუმცა მათ ვერც სიმბოლურ ზომებს ვერ უწოდებ. თუკი სანქციები ამოქმედდა, ირანს ბირთვული პროგრამის რეალიზაციისთვის „რუტინული“ საქმიანობის წარმოებაზე ხარჯები გაეზრდება. შედეგად, როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, ახალ სანქციებს მართლაც ძალუძს ამ მიმართულებით ირანის პროგრესის დამუხრუჭება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ურანის გამდიდრებაზე ირანული პროგრამის ბოლომდე შეწყვეტა შეძლონ. გარდა ამისა, რეზოლუცია „მწვანე შუქს“ უნთებს გაეროს წევრ–სახელმწიფოებს, უმსუბუქებს რა მათ უფრო მკაცრი ნაციონალური ზომების მიღებას. ამგვარად, უზრუნველყოფილია გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული სანქციების რეჟიმის „უმცირესი საერთო ნიშნულის“ ნაზავი ცალკეული ქვეყნების მკაცრ და ყოვლისმომცველ სანქციებთან. ხოლო მსგავსი სანქციების დაწესებას შეიძლება არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ველოდოთ, არამედ, ირანის ისეთი საკვანძო სავაჭრო პარტნიორებისგანაც, როგორებიც არიან ევროკავშირი და იაპონია; ამან მნიშვნელოვნად შეამცირა თეირანისთვის მანევრირების თავისუფლება. ირანის ეკონომიკა ბოლომდეც რომ არ დაიხრჩოს, მას სუნთქვა მნიშვნელოვნად გაუჭირდება. ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სტრატეგიულად ირანის რეჟიმი სიტუაციას. თუკი ირანის დღევანდელი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ბოლო წლის მოვლენებმა შეარყია მისი პოზიცია შიდაპოლიტიკურ არენაზე, ის შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არ ღირს გაჯიუტება ბირთვული პროგრამის რეალიზაციის საქმეში (ხოლო ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ამ პროგრამის ცხოვრებაში განხორციელება გაცილებით ძვირი დაჯდება); მისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ეროვნული შეიარაღებული ძალების და უშიშროების სამსახურების ტრადიციული არსენალის გარდაქმნა და გაფართოვება (მაგალითად, არეულობის წარმოქმნის შემთხვევისთვის). იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ თეირანის პრიორიტეტებში სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ახალი ზომების მიღება მოექცევა, იმის სურვილით, რომ ღარიბი მუშახელის და სოფლების მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება განიმტკიცოს, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერის საფუძველია. სასიამოვნოა, რომ თეირანმა საწვავზე ბრაზილიასთან და თურქეთთან ახლახანს შეთანხმება გააფორმა; მხოლოდ ისღა დარჩა, დაველოდოთ, რამდენად მოქნილ პოზიციას დაიკავებს ირანი მომდევნო მოლაპარაკებებში. მეორე მხრივ, თუკი თეირანის მთავრობა გადაწყვეტს, რომ ის სახალხო რისხვის შეკავებას შეძლებს და ქვეყნის შიგნით ეკონომიკა ახალი სანქციების ტვირთს გადაიტანს, აბსოლუტურად რეალურია, რომ დღევანდელი ურანის გამდიდრების პროგრამა გაგრძელდება. ხოლო თუკი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ჰამენეი ამა თუ იმ ფორმით საკუთარ თავზე აიღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას უზრუნველყონ ბირთვული იარაღის წარმოების პოტენციალი, როგორც ეს პაკისტანის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ გააკეთა, რომელმაც, როგორც ამბობენ, ქვეყანას მსგავსი კურსით სვლა აიძულა, განაცხადა რა, რომ „ჩვენ ბალახს შევჭამთ, მაგრამ ატომური ბომბი გვექნება“ – მაშინ, ისევე როგორც პაკისტანის შემთხვევაში, სანქციები დარტყმას ეკონომიკას მიაყენებს, მაგრამ ბირთვულ მისწრაფებებს ვერ შეზღუდავს. მეორეც, რამდენად არსებითი იყო სანქციების მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან? ობამას ადინისტრაცია დაუღალავად აწარმოებდა რუსეთთან სარისკო თამაშს, იმედოვნებდა რა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რუსების პრობლემებისადმი სხვა სფეროებში, მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში, ირანის საკითხში მოსკოვის გარანტირებულ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. რუსეთი მხარს უჭერდა და დღემდე მხარს უჭერს ირანის უფლებას ნაციონალურ სამოქალაქო ბირთვულ ენერგეტიკაზე, ერთგვარი საერთაშორისო ზედამხედველობის პირობით. მოსკოვი მხარს არ უჭერდა და არც უჭერს ირანში რეჟიმის შეცვლას და არ არის დაინტერესებული იმით, რომ ირანმა მის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე უარი თქვას. თუმცა, მედვედევის ადმინისტრაციას, სულ უფრო აღიზიანებს ირანის მოუქნელი მცდელობები დამალოს საკუთარი ინტერესები ბირთვული იარაღის წარმოების სფეროში. მოსკოვი, ასევე ვერაფერ კარგს ვერ ხედავს იმაში, რომ ამერიკას მუდმივად ფეხი დააჭიროს მტკივნეულ ადგილას, როგორადაც ამ უკანასკნელისთვის ირანის საკითხი იქცა. მედვედევის საპრეზიდენტო მმართველობის თვეებში უკრაინამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზას იჯარის ვადა გაუგრძელა, ოფიციალურად უარი განაცხადა ნატოს ბლოკში გაწევრიანებაზე და რუსეთთან სარფიანი ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე მუშაობს. ამ ყველაფერმა მოსკოვს და ვაშინგტონს სორის ევრაზიის სივრცეში გეოპოლიტიკური გავლენისთვის კონკურენციის სიმწვავე შეასუსტა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარი პოზიცია შეიცვალა, ჩინეთიც ამოძრავდა. პეკინმა არ ისურვა გაეროს უშიშროების საბჭოს ის ერთადერთი მუდმივი წევრი–სახელმწიფო ყოფილიყო, რომელიც ახალ სანქციებზე რეზოლუციას დაბლოკავდა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ საფარქვეშაც, რასაც ირანის ბრაზილიასთან და თურქეთთან გაფორმებული შეთანხმება უზრუნველყოფს, ჩინელებმა არ მიმართეს „არა–დასავლური ალტერნატივის“ სტრატეგიას. მეტიც, პეკინმა უარი თქვა ოთხშაბათის კენჭისყრაში თავის შეკავებაზე, ეს კი, იმ ფონზე, როდესაც ბრაზილიამ და ანკარამ ხმა „წინააღმდეგ“ მისცა, შეიძლება უფრო კანონიერი საფუძველი გამხდარიყო იმაზე სასაუბროდ, რომ სანქციებზე რეზოლუცია ევრო–ამერიკული „დიქტატია“, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო დაემორჩილა. ობამას ადმინისტრაციამ ბევრი იმუშავა, რათა რუსები დაერწმუნებინა, რომ მოსკოვისთვის აშშ–ს პოზიციის მხარდაჭერა სანქციებზე უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მათი ძალისხმევის დაბლოკვა. ახლა, გაეროში ირანის საკითხზე ადმინისტრაციის სამოქმედო პროგრამასთან მიერთების შემდეგ, რუსეთი იმედოვნებს, რომ ადმინისტრაცია შეძლებს კონგრესის დარწმუნებას, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ ობამას ამბიციური გეგმების რეალიზება მოახდინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესი დათანხმდება სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას; არ დაბლოკავს „შეთანხმება 123“–ს სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობაზე; არ მოამზადებს დაფარულ ხვრელებს ირანის წინააღმდეგ აშშ–ს ახალ სანქციებზე მიღებულ საკანონმდებლო აქტებში. სამივე ამ საკითხში ორივე პალატაში ოპოზიციური განწყობები უკვე იგრძნობა, და ობამასთვის ეს გამოცდა გახდება – შეძლებს კი ის იყოს სანდო პარტნიორი, რომელსაც რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ობამამ და მისმა გუნდმა, მისი მმართველობის ნახევარი განვლო და საკუთარ პოლიტიკაში ირანის და რუსეთის მიმართ გარკვეულ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია. მაგრამ მიღწეული პროგრესი მყიფე და მარტივად შექცევადია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts