planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://www.oleole.com/media/main/images/member_photos/group1/subgrp445/torresegerrard_235867.jpg ლივეპულისა და ესპანეთის ნაკრების მე–9 ნომერმა, ფერნანდო ტორესმა ერთ–ერთ ინტერვიუში ლივერპულის განვლილი სეზონის და გუნდის კაპიტნის, სტივენ ჯერარდის შესახებ ისაუბრა. ლივერპული წელს პრემიერლიგაში მე–7 ადგილს დასჯერდა და იმის შანსიც გაქრა, რომ მომავალ წელს დიდი ამბიციებით ეასპარეზა ჩემპიონთა ლიგაში. კლუბის განვლილი, ტკივილიანი სეზონის და კლუბის კაპიტნის, სტივენ ჯერარდის შესახებ ლივერპულის თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ისაუბრა: ” ეს სეზონი ლივერპულისთვის ემოციებით სავსე იყო. ხშირად წერდნენ და ახლაც ხშირად წერენ ამ წარუმატებელი წლის შესახებ. ეს წელი ერთნაირად მტკივნეული იყო როგორც ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ისე კლუბის ხელმძღვანელებისთვის და გულშემატკივრისთვის. სტივენ ჯერარდი კი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად იხარჯებოდა კლუბისთვის, ძალებს არ ზოგავდა და ბოლო წუთამდე იბრძოდა. მისნაირად ალბათ არავინ იწვალა ლივერპულში. ის მართლაც შესანიშნავი ადამიანი, ფეხბურთელი და კაპიტანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტივენ ჯერარდი მსოფლიოს 5 წამყვან ფეხბურთელთაგან ერთ–ერთია. ახლა ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს. ჩემი აზრით, ინგლისს კარგი, შეკრული გუნდი ჰყავს უამრავი საოცარი, მაღალი დონის ფეხბურთელით. მსურს, ინგლისი მუნდიალის ფინალში ვიხილო ესპანეთთან ერთად. ეს მართლაც გასაოცარი თამაში იქნებოდა…” წყარო: premierleague.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts