Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფანების გუნდის მორიგი წარმატება


Recommended Posts

http://b.pix.ge/x/brp4x.jpg14 ივნისს, სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს, დაიწყო ამ დღისთვის მიძღვნილი საერთაშორისო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა ჩვენი საიტის გუნდმაც მიიღო (Liverpoolfc.ge -ს სახელით)

 

ტურნირი გაიმართა სამედიცნო უნივერსიტეტში, სადაც 10 ძლიერი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა.

 

ჩვენი გუნდი, პირველი გამარჯვების შემდეგ მოხვდა 6 გუნდში, მეორე გამარჯვების შემდეგ 4 გუნდში,  დამარცხების და ბოლოს ისევ გამარჯვების შემდეგ კი საპატიო მესამე ადგილი აიღეს, რისთვისაც ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

 

ყოველთვის დამარცხებას თან გასამართლებელი სიტყვები სდევს თან, არც ჩვენთან ყოფილა გამონაკლისი. წაგებული მატჩისას გვაკლდა ერთი ფეხბურთელი, ხოლო თამაშის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ფეხბურთელი შემოგვაკლდა …

 

ჩვენი საიტის გუნდისთვის ეს პირველი ოფიციალური ტურნირი და პირველი გამარჯვება იყო.  ურიგო შედეგი კი ნამდვილად არ არის.

 

გუნდში ირიცხებოდნენ: გიორგი ნოზაძე (ENGLAND), ლევან ტყაბლაძე (Liverpool-G),  თედო მაყაშვილი (ALONSO), ლევან ბერიძე (ER), გიორგი ასათიანი (Asata_Merseysidel), შაკო შელეგია (Shele), ჯემალ ხმიადაშვილი (Jeje) და მე “მწვრთნელის” რანგში http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ნიკა ბედელაძე (N i c k)

 

მატჩებში ბევრი დასამახსოვრებელი და საინტერესო მომენტი იყო, ჩვენმა მეკარემ გაიტანა გოლი კარიდან კარში, რომლის მსგავსი მეორე შემთხვევაც არ დაფიქსირებულა ტურნირში. ბომბარდირი გახდა გიორგი ასათიანი, დანარჩენებმა კი თავისი საქმეც შესანიშNავად შეასრულეს.

 

ს.

 

P.S. ფოტოზე სამწუხაროდ მხოლოდ მე, ასათა, თედო და ლევანი ვართ, რადგან დაჯილდოვებისას ვერ მოხერხეს მოსვლა სხვა მოთამაშეებმა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...