Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ვლადიმერ ვახანიას დამ შიმშილობა დაიწყო


Recommended Posts

გაზიარება

[17:34 14-06-2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBYwHoFa_PI/AAAAAAAADxg/9kdoQVrmQKk/s200/nanuli+vaxania.gifთბილისში, ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, ნანული ვახანიამ შიმშილობის აქცია დაიწყო. ის პოლიტპატიმრად ცნობილი ვლადიმერ ვახანიას და არის.

ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში ქალაქ ზუგდიდში დააპატიმრეს, 9 აპრილისთვის დაგეგმილი ოპოზიციური აქციების წინ. ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში ოპოზიციური აქციების მომზადებაში მონაწილეობდა. დაკავებისას ბრალად წაუყენეს ადგილობრივი ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა. შემდეგ კი ბრალი დაუმძიმეს და პასუხისმგებლობა იარაღის უკანონო ტარების გამოც დააკისრეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვახანიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია განსასჯელის ადვოკატის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც ვლადიმერ ვახანიას სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერით არის გადაღებული და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მის სახლში იარაღი არ უპოვიათ. ვახანიას ადვოკატები მატკიცებენ რომ იარაღი რომელიც შმდეგ „აღმოაჩინეს“ სამეგრელოს შსს–ს თანამშრომლებმა ვახანიას სახლში თავად მიიტანეს.

ვახანიას საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. 2010 წლის იანვრში სააპელაციო სასამართლომ საკითხზე იმსჯელა და საქმის საერთოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკურ პატიმრის სტატუსი საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიანიჭეს. მათვე მიაწოდეს ვახანიას შესახებ ინფორმაცია სხვადახვა საერთაშორისო ორგანიზაციას.

„საქართველოს ხელისუფლება, დღემდე რეაგირებას არ ახდენს ადამიანის უფლებების შელახვის ამ უხეშ ფაქტზე“,– აცხადებენ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ მისი დის, ნანული ვახანიას, მიერ შიმშილობის დაწყება იმანაც განაპირობა, რომ ვლადიმერ ვახანიას ციხეში სასტიკად ეპყრობიან. ის არ არის უზრუნველყოფილი აუცილებელი სამედიცინო დახმარებით და მისი ჯანმრთელობა ბოლო თვეების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დგას.“

საქართველოს კონსერვატიული პარტია, ნანული ვახანიას შიმშილობის აქციას ეხმაურება და მხარდაჭერისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ზვიად ძიძიგურის პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში ვახანიას გარდა ბევრი პოლიტპატიმარია და აუცილებელია, გადაიხედოს ყველა მათგანის სისხლის სამართლის საქმე.

პარტია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს ჩაერთოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისე საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტური სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

მსგავსი სტატიები:სერგეი კოვალიოვს სააკაშვილის კაბინეტიდან „უბორშიცა“ პასუხობდა <li>დღეს სააპელაციო სასამართლო პოლიტპატიმარ ვახანიას საქმეს განიხილავს<li>ზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი <li>საქართველოში კიდევ ერთი ახალი პარტია დაფუძნდა<li>ვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... <li>ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!<li>სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით<li>უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8020090779965618524?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...