planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. მართალია პირველი ტაიმი "ნარინჯისფერებმა" არც ისე დამაჯერებლად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარში ტემპს მოუმატეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. პირველი გოლი მატჩის 46–ე წუთზე პოულსენმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მატჩის, 86–ე წუთზე კი დირკ კუიტმა ანგარიში ორამდე გაზარდა. საბოლოო ჯამში კი ჰოლანდიელები ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან და დღეს 18.00 საათზე ამავე ჯგუფში, იაპონიასა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა შორის გასამართ მატჩს ელიან. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts