planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/6e69d2f8efbb3b009dd09f8570e81f3d-300x184.jpgმოძრაობა “რატომ?” 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ცემენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ არის გადაღებული, რომელმაც ის მოძრაობას მიაწოდა. “შს სამინისტროშიც არიან თანამშრომლები, რომელთაც დავალების შესრულება იძულებით უწევთ, აქვთ შინაგანი პროტესტის გრძნობა და ამის ნიშნად დახმარება გაგვიწიეს. უახლოეს პერიოდში დამატებით მასალებს ველით” – განაცხადა ჭიქაშვილმა და დასძინა, რომ ეს ვიდეომასალა დამატებითი ინფორმაციის სახით სტრასბურგში გაიგზავნება. შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრებმა 15 ივნისის დაპირისპირების დროს დაზარალებულ პირთა 99 საჩივრისაგან შედგენილი სარჩელი ევროპულ სასამართლოში გააგზავნეს. “ევროპულმა სასამართლომ 15 ივნისს ჩვენი ბიჭების ცემის ფაქტზე კონსულტაციები დაიწყო და დამატებითი მასალები მოითხოვა” – განმარტა ჭიქაშვილმა. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts