Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დისკრიმინაცია სასაუბრო და კანონის ენაში


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=1742&NrImage=2

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეწარმეთა დასაქმების კავშირის პროდუქცია

 

 

 

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით თბილისის შერატონ მეტეხი პალასში მოწყობილ ერთდღიან გამოფენა-ფორუმზე ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, კინო-ფილმებისა და სოციალური რგოლების ჩვენება მიმდინარეობს.

 

საქართველოში 140 125 სახელმწიფო პენსიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე 43 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული სტატისტიკა არაზუსტია და შმმ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია (დაახლოებით 200 ათასი).

 

შარშან საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. პარლამენტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოც“ შეიქმნა. ”მიუხედავად ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა არასახარბიელოა. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გატარებული ცვლილებები არ ეყრდნობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ხედვას, ხოლო ნაწილობრივ იმით, რომ ისინი სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით არ არის შემუშავებული”, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშში.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც დღეს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში ახორციელებს, ინკლუზიური განათლების პროგრამაა.

 

საქართველოში ისევ პრობლემად რჩება შმმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირის სტატუსის დადგენა. ოფიციალურ დონეზე ამ პროცედურის ჩატარება საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია შესაძლებელი. სინამდვილეში კი შმმ პირები სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იძულებულნი არიან დედაქალაში ჩამოვიდნენ, რაც ექსპერტიზის ისედაც ძვირადღირებულ ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

 

სანამ სტატუსის დადგენასა ან დისკრიმინაციული საგადასახადო შეღავათების ხასიათის განხილვამდე, პირველი მახასიათებელი, რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან შმმ პირების მიმართ დამოკიდებულებას ავლენს, მათი მოხსენიების დისკრიმინაციული ტერმინოლოგიაა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ ცნებას, კანონმდებლობის ნაწილში კვლავ აქტუალურად რჩება სიტყვა ”ინვალიდი”. მაგალითად, ცალსახად დისკრიმინაციულია კანონში ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ ნახსენები რამდენიმე ფრაზა, როგორიცაა ”ინვალიდური სასწავლო გეგმა” და ”ინვალიდური განვითარება”.

 

”ტერმინი ”ინვალიდი”, თავისთავად, მიუღებელია. თუკი მის ეტიმოლოგიაში წავალთ, იგი არავალიდურს, გამოუყენებელს, უსარგებლოს ნიშნავს. დაახლოებით ამავე შინაარსისაა ქართული ”ხეიბარი”, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ვახუშტი მენაბდე.

 

ამდენიმე წლის წინ ქართველი ენათმეცნიერებისა და ლინგვისტების მიერ ტერმინი ”უნარშეზღუდული” შემუშავდა, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობდნენ და რომლებსაც ეს განსაზღვრება გულისხმობდა, სიტყვა ”უნარშეზღუდული” არ მიიღეს. მენაბდის თქმით, ” როდესაც ჩვენ ვამბობთ შეზღუდული შესაძლებლობები, ვგულისხმობთ არა იმას, რომ ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, არამედ იმას, რომ გარემოა ასეთი. უნარშეზღუდული აქცენტს ადამიანის შეზღუდულ უნარებზე აკეთებდა, რაც ასევე სრულიად გაუმართლებელია”.

 

29 წლის თეა შამათავა, რომელსაც არაკორექტული მიმართვის ფორმის გამო თავი შეურაცხყოფილად არაერთხელ უგრძვნია, ამბობს: ”ჩვენ სხვებისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. როცა სიტყვა ინვალიდი მესმის, ყურს ცუდად ხვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ხშირი მოვლენაა”.

 

გოჩა ფილაური მასთან მიმართებაში ტერმინ ”ინვალიდის” გამოყენებას მიჩვეულია და მაინცდამაინც არ აღიზიანებს. თუმცა, თვლის, რომ ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის” გამოყენება უკეთესი იქნება. ნატალია სადრაძე კი გამოსავალს ტერმინში ”ინვალიდობის მქონე” ხედავს.

 

თუმცა, ეს საკითხი ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ აწუხებს. უფრო მეტიც, დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ორგანიზაციების დასახელებებშიც გვხვდება (მაგალითად, ”ინვალიდთა ლიგა”, ”ინვალიდთა ასოციაცია”).

 

საქართველოში შმმ ადამიანებისთვის არახელსაყრელი გარემოა. მათ არსებობას არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის პირობების უქონლობის გამო, ბევრი მათგანი იზოლაციაში ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაში იმყოფებიან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებათ.

 

 

 

ამავე თემაზე

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...