newstudio Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 საქართველოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია აქვს.ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბრძანებულება უკვე გამოსცა.ბრძანებულების თანახმად, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია მტკიცდება და იმავდროულად, მთავრობას ევალება, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“.პირველი ანტოკორუფცლიული სტრატეგია 2005 წელს მიიღეს, ახალ სტრატეგიაში კი ნათქვამია, რომ მასზე დაყრდნობით მრავალი რეფორმა გატარდა და შედეგად, ინსტიტუციური კორუფცია ქვეყანაში არსებითად დამარცხებულია. ამჟამად კი საქართველოში, ანტიკორუფციული თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა და საქართველოს მთავრობის შეხედულებით რეორიენტირება უფრო მეტად პრევენციის ღონისძიებებზე უნდა მოხდეს. “შესაბამისად, საჭიროა ახალი მიზნების დასახვა, რომ მოხდეს წარმატებების კონსოლიდაცია და ახალ გამოწვევებთან შესახვედრად მზადება გაუმჯობესდეს.” – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში.დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მიღწეული შედეგების შენარჩუნების, განმტკიცებისა და გაღრმავების, ასევე არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განახლდეს საქართველოს ანტირკორუფციული სტრატეგია. ახალი სტრატეგია კი მოცემულ ეტაპზე ქვეყნის წინაშე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევების პრევენციისა და მათი ეფექტიანი გადაჭრისკენ იქნება მიმართული. ამას გარდა, დოკუმეტში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა განისაზღვროს კორუფციისადმი მგრძნობიარე სფეროები და ამ სფეროებში გავრცელებული კორუფციული ქმედებების ტიპოლოგია, რომ თავიდან იქნეს აცილებული ქრთამის, მისაკუთრების, თაღლითობის, გამოძალვის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, ინტერესთა კონფლიქტის, ზეგავლენით ვაჭრობის, ინფორმაციის კომერციული მიზნით გამოყენების, ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შემთხვევები. ----- პ.ს. რა ნაცნობი რიტორიკაა არა?! 37 მანეთის მომსწრეები მიხვდებით რასაც ვფულისხმობ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 ახალი ერა დაიწყო ხელისუფლებამ....ერთი – ვარდების რევოლუციის შემდგომი მოამთავრა უკვე.. ახლა ახალი დაიწყო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 newstudioდოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მიღწეული შედეგების შენარჩუნების, განმტკიცებისა და გაღრმავების, ასევე არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განახლდეს საქართველოს ანტირკორუფციული სტრატეგია. ახალი სტრატეგია კი მოცემულ ეტაპზე ქვეყნის წინაშე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევების პრევენციისა და მათი ეფექტიანი გადაჭრისკენ იქნება მიმართული. რა უფლება აქვს დაბალ საფეხურზე მდგომ მოხელეს ქრთამი აიღოს. კორუფციაში უნდა იყოს ჩართული მხოლოდ სახელისუფლო ელიტა, რომელიც კანონის ძალით გაძარცვავს მოსახლეობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 სანამ ქვეყანაში არ დამყარდება თავისუფალი სასამართლო სისტემა, ყველანაირი ლაპარაკი რაიმე კორუფციასთან ბრძოლაზე, ტრანსპარანტულობაზე და საერთოდ რაიმე წინსვლასა და ინვესტიციებზე არის ზღაპარი. და ისე კი ა თქმა უნდა რომ ეს ისევ მორიგი ფარსია- დემოკრატიზაციის მეორე ტალღის არ იყოს... დედისდღვნის ტალღათ რომ გადააქციეს...საწვავი, ტენდერები, შაქარი... აი ამაზე რა უნდა მითხრას ვინმემ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LED ZEPPELIN Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 კარგით რააა :nekro: ფურცლები მიდი მოდინ,მიშა კი რჩება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 ყველა სამართველოში შევიდა ბრძანება და ხელი მოაწერა ყველამ ბრძანებაზე რომლის მიხედვითაც თუ დაარღვევენ საგზაო წესებს ე.წ. "ქსივის" ჩვენების შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს. :givi: back to the mamati Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.