planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx1-300x210.jpgსამედიცინო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, რეზიდენტურის ხელახალი გამოცდები ჩაშალეს. რეზიდენტებმა გასაუბრებაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათი თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში რეზიდენტურაში მოსახვედრად გამოცდები ჩააბარეს, რისი დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გააჩნიათ. სტუდენტების თქმით, გასაუბრების შედეგად მოხვედრის შანსები მცირეა. რეზიდენტები სამედიცინო უნივერსიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უყენებენ და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს, რადგან მათი განმარტებით, რეზიდენტურაში მოსახვედრი კვოტები ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. სტუდენტები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts