planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/k09_22914943.jpgყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ოშში უზბეკებთან დაპირისპირებები სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. დამწვარია ავტომანქანები, გაძარცვულია მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. ამ პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოებს დახმარებისთვის 1500-მდე ადამიანმა მიმართა. დროებითმა მთვარობამ ოშსა და ჯალალაბადში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია განიხილავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა როზა ოტუნბაევასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. შეხვედრას, რომელიც დღეს მოსკოვში გაიმართება ყირგიზეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ სხდომაზე ყირგიზეთში მშვიდობის აღსადგენად აუცილებელ ზომებს განიხილავენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რუსეთი ქვეყანაში ვითარების დასარეგულირებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts