planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/800px-Flag_of_Germany_state.svg.pngგერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის ბერლინში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია, გერმანულს კი საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანი ვოლფ-რუტხარტ ბორნი ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პერსპექტივებს დაეთმო. ”გერმანულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts