planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 დღეს თბილისში შერატონ მეტეხი პალასში დაიწყო მეორე გამოფენა-ფორუმი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირება, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენა და თანამშრომლობის გაღრმავება. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემაზე მომუშავე 42 ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დებატები, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე შექმნილი კინოფილმებისა და სოციალური რგოლების ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პირები და ორგანიზაციები. მეორე გამოფენა-ფორუმი იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში. გამოფენა-ფორუმის ორგანიზატორები არიან კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", "პირველი ნაბიჯი საქართველო" და Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები). მხარდამჭერები: ქ. თბილისის მერია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, მსოფლიოს ინვალიდობის ინსტიტუტი, (WID) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts