Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - არაადეკვატური ქცევა განაჩენის წინ


Recommended Posts

პატიმარმა მინდია კახიძემ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საკანში არ სძინავს, რადგან ამის შესაძლებლობას მის საკანში მყოფი სხვა პატიმარი არ აძლევს. კახიძის თქმით, მასთან მყოფ პატიმარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - ხან მღერის, ხან ლექსს წერს და კითხულობს. მინდია კახიძე ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის გაასამართლეს.

 

ბათუმელ მინდია კახიძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის ორი კვირის წინ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ოჯახს კი ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მასთან ერთად გასამართლებული გოჩა მურადოვი 13 წელს გაატარებს ციხეში და ჯარიმასაც გადაიხდის. მათთან ერთად დაკავებული, კანონიერ ქურდობაში ბრალდებული უშანგი (უჩა) გოდელაძე კი უკვე გარდაიცვალა. ის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში წამებით მოკლეს.

 

მინდია კახიძე და გოჩა მურადოვი ბოლო სასამართლო პროცესზე ბადრაგმა და სპეცრაზმმა ორი საათის დაგვიანებით მოიყვანა. “თქვენ გაქვთ საბოლოო სიტყვის უფლება, დროში შეზღუდული არ ხართ”, _ უთხრა მოსამართლემ განსასჯელებს. ახლობლებმა კახიძის ბოლო სიტყვა შეაფასეს როგორც არაადეკვატური და უცნაური: ფაქტის მოყოლა კახიძემ თავიდან დაიწყო. ოღონდ ამჯერად განსხვავებული ვერსიებით. ახსენა საქმეში არ არსებული ადამიანების სახელები და გვარები.

 

წინა პროცესებზე პატიმარი თავდაჯერებული იყო და ერთი პოზიცია ჰქონდა, ახლა ვერსიებს ცვლიდა. “ჩვენ გურამის 50 ლარი მივეცით, რომ მას უჩასთვის ვალინკები ეყიდა, იგი ტყიდან აპირებდა გადაპარვას თურქეთში, ვალინკები ტყეში სჭირდებოდა. როცა აჭარულ სახლში სოდი მოვიდა, მივხვდი რაც ხდებოდა, რადგან ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი პარალელური კლასელია...

 

თუ ტელეფონზე საუბარი და ადამიანის ნახვა ქურდული სამყაროს წევრობად ითვლება, ეს თქვენი შესაფასებელია, მე არ ვარ არავის წევრი. ნაცნობობა გვაკავშირებდა. ტყეში არ წავსულვარ და არავინ გადამიყვანია საზღვარზე. მე ადვოკატს არ ვეთანხმები...”

 

მინდია კახიძის მამამ, მოგვიანებით დედამ, ოჯახის მეგობრებმა და ნათესავებმა რიგრიგობით დატოვეს სასამართლო დარბაზი. “გაჩუმდი, რას ლაპარაკობ, ჯობია სულ გაჩუმდე”, _ დარბაზიდან ამ წამოძახილების გამო განსასჯელის ახლობლები რამდენჯერმე გააფრთხილა მოსამართლემ. განსასჯელი კი ისევ აგრძელებდა: “მე ვამბობ, რომ არ ვარ ქურდული ტრადიციების მატარებელი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მათ პატივს ვცემ”.

 

“ძალიან შემეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო, საკუთარ თავს არ ჰგავს. ის არ ლაპარაკობს ნორმალურად. ვფიქრობ, ფსიქიკური პრობლემები აქვს”, _ უთხრა “ბათუმელებს” კახიძის დედამ.

 

ადვოკატ ირაკლი ნაკაშიძის ინფორმაციით, რომელმაც პატიმარი რუსთავის #6 საპყრობილეში რამდენჯერმე მოინახულა, კახიძე ახლა გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი: “უფრო თავისუფლადაა. როცა დაკარგა საპროცესო შეთანხმების იმედი, ამან იმოქმედა ცუდად, სხვა არანაირი პრობლემა არ აქვს ციხეში. მასზე ზეწოლას გამოვრიცხავ”.

 

სასამართლომ დაკითხა ბრალდებულ კახიძის დედა - ნანი კახიძეც. დედის თქმით, შვილმა, რომელიც იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა, მშობლებს სტუმრის (უჩა გოდელაძის) გამასპინძლება სთხოვა. `ხომ არ ვკითხავდი კაცს, სად ცხოვრობ, რატომ ჩამოხვედი, ვინ ხარ... ვივახშმეთ, სპორტზე ვილაპარაკეთ და დაახლოებით 20-30 წუთში დავწექით”, _ თქვა პატიმრის მამამ.

 

რაც შეეხება გოჩა მურადოვს, მას ჯერ გიორგი ჯაფარიძე, მოგვიანებით გრიგოლ კუპატაძე ხოლო ბოლო სასამართლო პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა.

 

უშანგი გოდელაძე კი დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი დადგა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობების შედეგად.

 

ცხრა თვის წინ, ბათუმში, რესტორან “აჭარულ” სახლთან სპეცოპერაციით სამი ადამიანი _ უშანგი (უჩა) გოდელაძე, გოჩა მურადოვი და მინდია კახიძე დააკავეს.

 

მინდია კახიძის განაჩენს ადვოკატი ასაჩივრებს. ის საპროცესო შეთანხმებას - ათი ათასი ლარის სახელმწიფო სასარგებლოდ გადახდას და ერთწლიან სასჯელს ითხოვს. მას ამ თხოვნაზე პროკურატურამ ამ ეტაპზე უარი უთხრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...