planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/1552.gif vs http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/643.gifდღეს გაიმართება შეხვედრა სადაც “დანიური დინამიტი” შეეცდება “ნარინჯისფერი სუპერმენები” მოიგერიოს. გთავაზობთ მატჩის ვრცელ პრევიუს. დანიის ნაკრები, ისევე როგორც ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ ჰოლანდიელები რომ ამ თამაშის აშკარა ფავორიტები არიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გადავავლოთ თვალი ამხანაგურ მატჩებს. ამ მხრივ ჰოლანდიელებს აშკარა უპირატესობა აქვთ, რადგან ბოლო სამი ამხანაგურიდან სამივე მოიგეს. დაამარცხეს გერმანიის ნაკრები და გაანადგურეს განისა და უნგრეთის გუნდი. დანიელებმა კი სამხრეთ აფრიკასთან დათმეს შეხვედრა. დანიელების ფეხბურთი ისევე როგორც სხვა სკანდინავიური ქვეყნების ერთფეროვანია და აქცენტს, ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებენ. გუნდს ყავს ბრწყინვალე თავდასხმის დუეტი, ტომასონი–ბენდტერი, აგრეთვე შეცვლაზე კარგად თამაშობს დიუსბურგში მოთამაშე, სორენ ლარსენი. კარებს კი იცავს ბევრისთვის ნაცნობი მეკარე ტომაშ სორენსენი. გუნდია ძირითადად დაკომპლექტებულია გამოცდილი ფეხბურთელებით, რამოდენიმე ფეხბურთელისთვის მაგალითად ი.დ. ტომასონისთვის ბოლო მუნდიალი იქნება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი გუნდი 8/ფინალში იხილონ. აგრეთვე საინტერესო სიტუაციაა ჰოლანდიის ნაკრებში, რადგან მათ რიგებში მოთამაშე ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს. სწორედ ეს აძლევს მილიონობით ფანს იმის საფუძველს, რომ ჰოლანდია გათამაშების ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდს ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში დიდი თავსატეხი გაუჩნდა როდესაც ა.რობენმა სერიოზული ტრამვა მიიღო, თუმც ჰიპოკრატის ნაფიცები დიდად გაისარჯნენ და არიენ რობენი ამ შეხვედრაში შეცვლაზე მაინც ითამაშებს.ლივერპულთა მხრიდან თითქმის გადაწყვეტილია დირკ კუიტის თამაში, ბაბელი კი სრულად გამონჯამრთელებას კიდევ ვერ ახერხებს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts