Jump to content
Planeta.Ge

სახალხო დამცველის შტაბის საქმიანობის ანგარიში


Recommended Posts

სახალხო დამცველთან არსებული სამოქალაქო დახმარების შტაბის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

 

სახალხო დამცველის ოფისში სამოქალაქო დახმარების შტაბმა უკვე ათასობით დევნილს გაუწია დახმარება.

 

სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შტაბის გახსნის დღიდან, კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირები აკითხვადნენ სახალხო დამცველის ოფისს და მათ ადგილზე უწევდნენ დახმარებას საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და ტანსაცმლით. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილების აღრიცხვის შემდეგ დახმარება მათ უკვე ადგილებზე უწევდნენ.

 

ომბუდსმენის მოწოდებას, დახმარება გაეწიათ კონფლიქტის ზონიდან დევნილი თანამოქალაქეებისათვის, მრავალი ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა.

 

პრეს-სამსახურის თქმით, ომბუდსმენის აპარატთან ერთად ჰუმანიტარული დახმრების შტაბის მუშაობას კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "ხალხისა და ქვეყნისათვის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" და მისი ხელმძღვანელი ია ანთაძე.

 

სხვადასხვა სახის დახმარება (საკვები, მედიკამენტები, პირველადი საჭიროების საგნები, ლეიბები, გაზქურები, ჩაიდნები) გაეწიათ 79 ობიექტზე ჩასახლებულ დევნილებს.

 

გარდა ამისა, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების 42 ობიექტზე სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის დახმარებით გაიხსნა სამედიცინო პუნქტები.

 

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ჰუმანიტარულ დახმარებას კატასტროფების დროს დახმარების გერმანული სააგენტოს "დიაკონიას" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...