planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალიას გუშინ სრული "ჯოჯოხეთი" მოუწყო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს. ბუნდეს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ომახიანად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში ძალები არ დაზოგა და უშანსოდ 4:0 დაამარცხა ავსტრალია. პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:0 გაიმარჯვეს. გოლები კი პოდოლსკიმ და კლოზემ გაიტანეს, მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრები არ გაჩერებულა და კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა, მიულერმა და კაკაუმ კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს, ისე კი უნდა ითქვას, რომ არა რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი, გაცილებით დიდი ანგარიშით დასრულდება აღნიშნული მატჩი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე "მუნდიალზე" არცერთ მატჩში არ გასულა ამდენი გოლი. მაშ ასე, D ჯგუფში გერმანია ლიდერობს, ხოლო მეორეზე განა იმყოფება, რომელმაც გუშინ სერბეთი დაამარცხა, სერბეთი და ავსტრალია მესამე–მეოთხე ადგილებს იყოფენ. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts