Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge თურქეთი შეერთებული შტატებისთვის რბილი პარტნიორიდან პრობლემად გარდაიქმნება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg

 

საბრინა ტავერნაიზი, მაიკლ სლეკმანი

 

ანკარა, თურქეთი – ათწლეულების განმავლობაში თურქეთი შეერთებული შტატების ერთ–ერთი ყველაზე დამყოლი მოკავშირე, ახლოაღმოსავლეთის მიჯნაზე სტრატეგიული მოსაზღვრე სახელმწიფო იყო, რომელიც ერთგულად მიედინებოდა ამერიკული პოლიტიკის კალაპოტში. 

 

მაგრამ ბოლო დროს ამ რეგიონში ის ახალ მიდგომებს ამკვიდრებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი მეთოდებით მოქმედებს, რომლებიც თანაბრად, როგორც ხელს უწყობს აშშ–ს ინტერესების წინსვლას, ასევე მის პროვოცირებასაც ახდენს.      

 

თურქეთის პოლიტიკის ცვლილება ცხადად გამოვლინდა გასულ კვირაში, როდესაც ისრაელის კომანდოსმა მცირე ზომის თურქული ფლოტილიის წინააღმდეგ მომაკვდინებელი რეიდი მოაწყო. ამას ისრაელთან ლამის ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა, ქვეყანასთან, რომელიც ოდითგანვე თურქეთის მოკავშირე იყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ, თურქეთმა აშშ გააბრაზა, როდესაც გამოაცხადა, რომ ბრაზილიასთან ერთად, ბირთვულ პრობლემაზე დაპირისპირების შესუსტების მიზნით, ირანთან შეთანხმებას მიაღწია. ხოლო სამშაბათს, თბილად მიიღო ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში, უსაფრთხოების რეგიონალურ სამიტზე.

 

ცვლილებებმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მისი პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არაბული სამყაროს გმირად აქცია. ასეთი პოლიტიკა ღია გამოწვევაა შეერთებული შტატებისთვის მის იმ საქმიანობაში, რაც რეგიონში ორი ყველაზე გადაუდებელი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, ესენია, ირანის ბირთვული პროგრამა და სამშვიდობო შეთანხმება ისრაელს და პალესტინას შორის.

 

ვაშინგტონი სულ უფრო ხშირად უყურებს თურქეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც „დაძრწის რეგიონში და ისე იქცევა, რომ მისი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დიდი სახელმწიფოების მისწრაფებებს“, – ამბობს საერთაშორისო  ურთიერთობების საბჭოს (Council on Foreign Relations) მკვლევარი სტივენ კუკი. მისი თქმით, ახლა ასეთი კითხვა ჩნდება: როგორ მოვთოკოთ თურქები?             

 

თუმცა, თურქეთის თვალსაზირისით, ის უბრალოდ აძლიერებს თავის პოზიციებს საკუთარ რეგიონში, სადაც მრავალი წელია ქაოსი და არეულობა სუფევს, კერძოდ კი აშშ–ს პოლიტიკის წყალობით. თურქეთი იმასაც აღიარებს, რომ მისი მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ, ფუჭია.

 

„ამერიკელებს, რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი, ახალ სამყაროსთან შეგუება უჭირთ, ისეთ სამყაროსთან, სადაც დიდ რეგიონალურ სახელმწიფოებს რეგიონალურ და გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვის თქმა სურთ“, – ამბობს სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი ბილგი სოლი ოზელი, „ეს ჩვენი რაიონია, და აქ ჩვენ პრობლემები არ გვსურს. ამერიკელები აქ არეულობას თესენ, ყველაფერში დამნაშავეები კი ჩვენ გამოვდივართ“.

 

თურქეთის გაძლიერება და მისი გარდაქმნა რეგიონალურ ზესახელმწიფოდ შეიძლება ვინმეს სწრაფ და მოულოდნელ მოვლენად მოეჩვენოს, მაგრამ სიტუაცია იქ ცივი ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდებოდა, იმ ცივი ომის, რომლის დროსაც მსოფლიო მარტივად იყოფოდა შავად და თეთრად, ხოლო 1923 წელს შექმნილი მუსულმანური და დემოკრატიული თურქეთი, ამერიკული ბანაკის უმცროსი პარტნიორი იყო.          

 

ოცი წელი გავიდა და რუქა ხელახლა იქმნება. თურქეთი დღეს აქტიური ქვეყანაა, კონკურენტული დემოკრატიით, მისი ეკონომიკა კი ევროპაში მეექვსე ადგილზეა. იორდანიისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები ამერიკულ დახმარებებზე, ეს ქვეყანა ფინანსური თვალსაზრისით აშშ–სგან დამოუკიდებელია. და  როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დემოკრატიის გამო თურქეთს ვაშინგტონთან გარკვეული პრობლემები შეექმნა. 2003 წელს, ერდოღანის პარტიის წევრები მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბარგდნენ და ამერიკელებს ერაყზე თურქეთის ტერიტორიიდან თავდასხმის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.  

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკის ცენტრში ეკონომიკაა. მისი პარტია, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ბიზნესმენების და ვაჭრებისგან შედგება, რომლებსაც საკუთარი კომერციული ინტერესები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ისლამური სოლიდარობის განმტკიცება.

 

„ეკონომიკური თანამშრომლობა მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა გასულ კვირაში ანკარაში დავითოღლუმ, „90–იან წლებში მთელ რეგიონში ჩვენს ირგვლივ უზარმაზარი დაძაბულობა იყო გაბატონებული, და თურქეთი ამის გამო ძალიან ზარალდებოდა. ახლა ჩვენ გარშემო მშვიდობის და წესრიგის ატმოსფეროს შექმნა გვსურს“.

 

მაგრამ ასეთი შეხედულებები ვაშინგტონთან უთანხმოების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით ირანის გამო, რომელიც  რუსეთის შემდეგ თურქეთისთვის ენერგორესურსების ერთადერთი ალტერნატივაა.       

 

„ისინი ამბიციურები არიან, და ეს მათ მსოფლიო არენაზე მეტ წონას სძენს“, – აცხადებს ამერიკის მაღალი რანგის წარმომადგენელი, „მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ  ამერიკელები ვერ გაიგებენ იმას, რასაც თურქეტი აკეთებს, და მაშინ ჩვენი ურთიერთობებისთვის ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს“.  

 

ერდოღანის კონფრონტაცია ისრაელთან, რომელიც მან „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა გემების ქარავანზე თავდასხმის გამო, ამერიკელებისთვის შეშფოთების სერიოზულ სიგნალად იქცა. ბევრმა მის ემოციურ განცხადებებში იმის ნიშანი დაინახა, რომ მან არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე თქვა უარი, არამედ ისიც, რომ დასავლეთის მოწინააღმდეგე ისლამისტების მხარეს დადგება.

 

თუმცა, ერდოღანი მრავალი წლის განმავლობაში ისრაელთან ურთიერთობების განმტკიცებას ემხრობოდა. 2005 წელს ის თელავივში თურქი ბიზნესმენებით სავსე თვითმფრინავით ჩაფრინდა. ბოლო წლებში ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდა – ერდოღანი ცხარედ აკრიტიკებს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს ღაზას კამპანიის დროს ისრაელის სამხედრო ტაქტიკის გამო. ხოლო ებრაელი ლიდერები სტამბოლში ამბობენ, რომ დიდწილად ეს გამოწვეულია იმით,  რომ ერდოღანს ბენიამინ ნათანიაჰუს მთავრობა არ უყვარს, და ისრაელის მიმართ მის შეხედულებებს არ უკავშირდება.    

 

„თურქეთის ებრაელთა თემი საერთოდ არ არის შეშფოთებული“, – ამბობს სტამბოლში მცხოვრები ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი იცხაკ ალატონი. მისი აზრით, მკაცრი განცხადებები ერდოღანის ქცევის მანერა, არჩევნების წინ ქულების დაგროვების მცდელობაა.    

 

მართალი ერდოღანი პრაგმატიკოსია, თუმცა იმავდროულად ის ღვთისმოსავი მუსულმანია (ოდესღაც ეს საერო თურქულ საზოგადოებაში ღირსებად არ ითვლებოდა), და მისი სიმპათიები პალენსტინელების მიმართ ძალიან ღრმაა. ის ფიცხია და იმპულსური, გამოირჩევა ქუჩის ჩხუბისთავის ყოყოჩობით, რაც განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვლინდება ხოლმე. ასე, მაგალითად, ერდოღანმა პირად შეურაცხყოფად აღიქვა ყოფილი პრემიერის ეჰუდ ოლმერტის გადაწყვეტილება გაფრთხილების გარეშე თავს დასხმოდა ღაზას, იმ დროს როდესაც იგი ისრაელს და სირიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.  

 

ქუვეიტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი შაფიკ გაბრა ამტკიცებს, რომ თურქეთმა შეავსო ის ვაკუუმი, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა, და რომ ის ცდილობს „პალესტინელების სასოწარკვეთისგან, ისრაელის კი საკუთარი თავისგან გადარჩენას“.        

 

შესაძლოა, ეს ასეც არის, მაგრამ ერდოღანის მკვეთრი გამონათქვამები თურქეთს შუამავლის როლის და ისრაელთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ადგილის გარეშე ტოვებს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ასევე დარტყმას აყენებს ობამას ადმინისტრაციას, აიძულებს რა მას არჩევანი გააკეთოს მოკავშირეებს შორის, რომელშიც თურქეთი, როგორც ჩანს წაგებულის როლში აღმოჩნდება.    

 

თუმცა შეერთებულ შტატებს და თურქეთს შორის არსებული უთანხმოების უკან უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კრიზისები ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ საუბრობს წიგნის „გადატვირთვა: ირანი, თურქეთი და ამერიკის მომავალი“ (”Reset: Iran, Turkey and America’s Future”) ავტორი. თურქეთი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს აკეთებს, ვაშინგტონი – სანქციების შემოღების მომხრეა. „თურქები აშშ–ს ეუბნებიან: „ცივი ომი დასრულდა. თქვენ თანამშრომლობისადმი დიდი მზადყოფნა უნდა გამოავლინოთ, და ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ“, – აცხადებს New York Times–ის კორესპონდენტი კინცერი, „მაგრამ შეერთებული შტატები ამგვარი წინადადების მისაღებად მზად არ არის“.         

 

თურქი და ამერიკელი ლიდერები მათ შორის არსებული უთანხმოებების მნიშვნელობას ამცირებენ და აცხადებენ, რომ მათი საერთო მიზანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევაა. თუმცა ზოგიერთი შეხედულების (ჰამასის და უსაფრთხოებაზე ისრაელის შეშფოთების) გამო, გადაულახავი დაბრკოლებები ჩნდება, და ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ თურქეთი საკუთარი პოზიციიდან რეალიებს იგნორირებას უკეთებს.

 

„მსოფლიო ვერ შეიცვლებოდა 48 საათში მხოლოდ იმის გამო, რომ გემზე თავდასხმა მოხდა“, – აცხადებს თურქული გაზეტის Milliyet–ის მიმომხილველი ასლი აიდინტასბაში, „ანკარა ფიქრობს, რომ ის სამყაროს ცვლის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს“.

 

ორიგინალი        

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...