planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჩარლზ კრაუტჰამერი როდესაც პრეზიდენტი ობამა საზოგადოებას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ ახალ რეზოლუციას აცნობდა, მან ხაზგასმით აღნიშნა, თანაც ერთხელ კი არა, ორჯერ, რომ ირანის რესპუბლიკა მსოფლიოს თანამეგობრობის მხრიდან სულ უფრო იზოლირებული ხდება. თავისთავად ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ „გაწვდილი ხელის“ 16 თვიანი პოლიტიკის შემდეგ, რომლის საპასუხოდაც ირანმა მხოლოდ დააჩქარა თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელება (გაზარდა ცენტრიფუგები, გამდიდრების ობიექტები, თავად გამდიდრების დონე), ირანის „იზოლაცია“ ალბათ ერთადერთი მიღწევაა, რაზეც ადმინისტრაციას შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს. მერე რა, რომ „იზოლაციამ“ ირანის ბირთვულ ამბიციებს ვერაფერი მოუხერა, ადმინისტრაციას მასზე საუბარი არ ღლის. მაგალითად, ქვეყნის საქმეებზე კონგრესისთვის წარდგენილ თავის საპრეზიდენტო ანგარიშში ობამამ განაცხადა, რომ „ისლამური რესპუბლიკა ირანი უფრო იზოლირებული გახდა“. ორი თვის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტი ბაიდენი ამტკიცებდა: „მე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირანის იზოლაცია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით, გაიზარდა და მას მსოფლიოში მეგობრები მოაკლდა“. აპრილში სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ობამამ განაცხადა, რომ „ერები, რომლებიც საკუთარი ვალდებულებების (ანუ გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, ანუ ირანი) შესრულებაზე უარს აცხადებენ, იზოლაციაში მოექცევიან“. ასეა კი სინამდვილეში? სამშაბათს, ერთი დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი გაეროს მიერ მიღებული ძალიან სუსტი რეზოლუციით დაიტრაბახებდა, სუბრობდა რა ირანის სულ უფრო მზარდ იზოლაციაზე, რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელმძღვანელები სტამბულში უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ, New York Times–ის თქმით „რეგიონში ძალთა განლაგების დემონსტრირებისთვის, რომელიც როგორც ჩანს შეერთებული შტატების გამოცდაზე იყო გათვლილი“. მე კი დავამეტებდი, რომ ეს შეკრება იმის ჩვენებაზეც იყო გათვლილი, თუ რამდენად დაუსაბუთებელია აშშ–ს განცხადებები ირანის იზოლაციის შესახებ, ასევე ამ ქვეყნის რუსეთთან მზარდი კავშირებისა და თურქეთთან ფსევდო ალიანსის დემონსტრირებაზე, თურქეთის, რომელიც სხვათა შორის არც მეტი, არც ნაკლები ნატოს წევრია. გარდა იმისა, რომ საეჭვოა საბოლოო მიზანი იზოლაცია იყოს, რომელიც აბსოლტურად უსარგებლოა, თუკი ამ იზოლაციის მიუხედავად ირანი ნელ–ნელა ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, დაუჯერებელია თავად განცხადება ირანის მზარდ იზოლაციაზე. მარტო, გასულ თვეში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავისთან თეირანში დემონსტრაციულად მოაწყო თურქეთის და ბრაზილიის ლიდერების მიღება. სამივემ ერთმანეთს ხელი გაუწოდა და ურანის გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რაც ირანზე გაეროს სანქციების მიღების აშშ–ს მცდელობების ტორპედირებაზე იყო გამიზნული. ექვსი კვირის შემდეგ, ირანი გაეროს „ქალთა საკითხების კომისიის“ წევრი გახდა – გროტესკული გადაწყვეტილება, ირანის იზოლაციისა და მისი დელეგიტიმიზაციის მცდელობების დაცინვა სწორედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც ობამა ასე აფასებს. მზარდი იზოლაცია? მარტო შარშან, აჰმადინეჯადს სიხარულით მასპინძლობდნენ ქაბულში, სტამბოლში, კოპენჰაგენში, კარაკასში, ბრაზილიაში, ლას–პასეში, სენეგალში, გამბიასა და უგანდაში. ხოლო დღეს ის ჩინეთშია. ბუშის მმართველობის წლებში ირანის წინააღმდეგ სანქციებზე სამი რეზოლუციაა მიღებული. სამივე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამტკიცდა. მაგრამ 16 თვიანი მძიმე ჭინთვების შემდეგ თაგვზე მშობიარობით ობამამ საკუთარი უბადრუკი სანქციების მხარდაჭერისთვის მხოლოდ 12 ხმა მოიპოვა, ლიბანმა თავი შეიკავა, თურქეთმა და ბრაზილიამ კი ხმა „წინააღმდეგ“ მისცეს. თავიდანვე, ობამას სტრატეგია ირანის და სხვა გარიყული სახელმწიფოების მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ კეთილი ნების დემონსტრირება მოეხდინა და მათთან გარკვეულ დათმობებზე წასულიყო იმ პირობით, რომ ეს ორიდან ერთ–ერთ შედეგს მაინც მოიტანდა: (ა) მეორე მხარე შეცვლიდა პოლიტიკას, ან (ბ) თუკი ეს არ მოხდებოდა, მსოფლიო ჩვენს გარშემო გაერთიანდებოდა და იზოლაციაში მოაქცევდა იმ სახელმწიფოს, რომელიც უკანონო ქმედებას ჩაიდენდა. დღეს ჩვენ საკუთარი კეთილი განზრახვების უკანასკნელ მილს გავდივართ. და ეს წელიწადნახევრიანი სამშვიდობო ინიციტივების, მოლაპარაკებების, დათმობების, ირანის ხალხისადმი ორი საახალწლო მიმართვის, 1953 წლის თავდასხმაში აშშ–ს მონაწილეობაზე დამამცირებელი თავის მართლებებისა და სამარცხვინო დუმილის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რეჟიმის სტაბილურობას თურმე მშვიდობიანი დემონსტრანტები უქმნიდნენ საფრთხეს. ირანის რეაქცია? ღია გამოწვევა, აგდებული დამოკიდებულება და ბირთვული პროგრამის განხორციელების დაჩქარება. და როგორია დანარჩენი მსოფოლოს რეაქცია? ის ჩვენს გარშემო გაერთიანდა? რუსები და ჩინელები გამალებულები ვაჭრობენ და წარმატებით მიაღწიეს სანქციებზე რეზოლუციის სრულად დახვეწას. თურქეთი, ხედავს რა, თუ როგორი სასოწარკვეთილი ცდილობს შეერთებული შტატები სირიის დაშოშმინებას და ირანის მოთაფვლას, როდესაც ის ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს, არაფრად აგდებს ლიბანს და საკუთარ ძალას ახვევს თავს რეგიონს – ღიად ანიჭებს უპირატესობას რეგიონის წამყვან მოთამაშეებს: ირანს და მის სატელიტებს (სირიას, ჰეზბოლას, ჰამასს). რომ აღარაფერი ვთქვათ ბრაზილიაზე. შენც ლულა? და ეს ყველაფერი ხდება ამ სახელმწიფოების 16 თვიანი მოფერების, შერიგების ჟესტების შემდეგ, რომლებიც ერთი–მეორეს მოსდევს: რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, ჩინეთთან შეთამაშება, გულმხურვალე ორდღიანი ვიზიტი თურქეთში თურქულ პარლამენტში სიტყვის წარმოთქმით, ბრაზილიის განდიდება „დიდი ოცეულით“ „დიდი რვიანის“ განდევნის ხარჯზე. ეს ყველაფერი ამერიკის სისუსტედ და იმის ნიშნად ჩაითვალა, რომ ობამას უგულებელყოფა შესაძლებელია. შედეგი მოკლედ, თუმცა საკმაოდ სრულად აისახა ამ ოთხშაბათს, Washington Post–ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურში „აშშ–ს ალიანსი ირანის წინააღმდეგ მოწყვლადობის ახალ ნიშნებს ავლენს“. უი, მართლა? ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts