planetanews Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 http://img.metro.co.uk/i/pix/2009/08/lucasleivaPA_450x300.jpgმილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს “ლივერპულის” ორი ცენტრალური ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი და ლუკას ლეივა მოუნდა.რაფას უნდა “ინტერის” ნახევარდაცვის გაძლიერება რადგან გუნდის ლიდერებმა შესაძლოა დატოვონ კლუბი. ეს ფეხბურთელები ესტებიან კამბიასო და ვესლი სნეიდერი არიან. ბენიტესს მათი ჩანაცვლება “წითლების” მე-4 და 21-ე ნომრების ფეხბურთელებით სურს. ბრაზილიელი ლუკასი უკვე 3 წელია “ლივერპულის” რიგებში ირიცხება და ამდენივე ხნის მანძილზე მას მუდმივი კრიტიკის გადატანა უწევდა, მაგრამ 2009-10 სეზონის ბოლოს ლუკას ლეივას პროგრესი ყველამ დაინახა. ის ძალიან განვითარდა. ესპანელი სპეციალისტი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ცდილობს “სან სიროზე” ათამაშოს. “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მას ძალიან ენდობოდა და ლეივამ გასულ სეზოს “მერსისაიდელთა” მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში. http://s08.radikal.ru/i181/1006/25/284dc4a83364.jpgმეორე ფეხბურთელს წელს ბენიტესი ნაკლებად კი ენდობოდა, მაგრამ ჩანს რომ მისი დატოვება ინგლისში გაუჭირდა. მოგეხსენებათ აკვილანი შარშან იტალიური “რომადან” შეუერთდა. ბენიტესს იგი 20მილიონი დაუჯდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ინფორმაციის წყარო:Caughtoffside.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts