FIORENTINO Posted August 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2008 სენაკის ბაზაში 20-მდე ქართველი ჯარისკაცი ისევ ტყვეობაში იმყოფება რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ფოთის პორტში ტყვედ აყვანილი 20-მდე ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლელბაზე რუსი ჯარისკაცები კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან. ამ დროისთვის კი ისევ სენაკის სამხედრო ბაზაში რჩებიან ტყვეობაში. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრლო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ჯარისკაცების განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს რუს ჯარისკაცებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, ალეკო ახვლედიანი და სასულიერო პირები აწარმოებდნენ. "ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები თუმცა განთავისუფლების შესახებ კონკრეულ პასუხს არ იძლევიან. გვითხრეს გავერკვევით და გარკვეული პაროცედურების შემდეგ შეიძლება გავანთავისუფლოთო", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 20-მდე ქართველი ჯარისკაცი ტყვედ გუშინ 19 აგვისტოს ფოთის პორტიდან აიყვანეს და სენაკის ბაზაზე გადაიყვანეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.