Anima Libera Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 Телепортация — общее название гипотетических процессов, при использовании которых объект способен перемещаться из одного места в другое за очень короткий промежуток времени (практически мгновенно), не существуя в промежуточных точках между ними, при помощи технологических методов или паранормальных явлений. Технологические методы предполагают, например, процедуру создания информации о внутренней структуре и свойствах материального объекта, находящегося в одной точке пространства, передачи такой информации и воссоздания за очень короткий промежуток времени (канонически — мгновенно) в другую точку пространства материального объекта с внутренней структурой и свойствами, идентичными первому, — при этом объект в первой точке в ходе передачи информации исчезает, а материал тела или вещества используется как носитель информации, из которого потом и воссоздаётся тело или вещество, идентичное прежнему. В фантастических произведениях — мгновенное перемещение материального объекта из одной точки пространства в другую. Термин введён в 1931 г. американским писателем Чарльзом Фортом.[источник не указан 173 дня]Иногда этот процесс описывается как одно из скрытых умений разума. ტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაციაა დადასტურებული. 2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერული შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების დროს ტელეპორტაციის კონცეფცია ხუთ დასად დაჰყო: sf-ტელეპორტაცია (sf როგორც science-fiction (ინგ.) — სამეცნიერო ფანტასტიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით“. მოხსენებაში ფაქტობრივ მეტი არაფერია ნათქვამი sf-ტელეპორტაციის შესახებ და იგი გამოკვლევის მიღმაა დარჩენილი.VM-ტელეპორტაცია (VM როგორც metric of the vacuum (ინგ.) — ვაკუუმის მეტრიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში ვაკუუმის თვისებებისა თუ სივრცე-დროის მეტრიკის (გეომეტრიის) შეცვლის გზით“. ამ ტიპის ტელეპორტაციაში გამოყენებული ხერხები ისეთ თეორიულ ცნებებს ემყარებიან როგორიცაა ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება, სივრცე-დროის სიმრუდის ადგილობრივი დეფორმაცია ჭიახვრელის შესაქმნელად და ვაკუუმის გამტარობისა და სინათლის სიჩქარის შეცვლა. მოხსენება მხარს უჭერს ამ მიმართულებით თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევების წარმართვასა და გაძლიერებას.Q-ტელეპორტაცია (Q როგორც quantum (ინგ.) — კვანტი) არის „ერთი კვანტური სისტემის მდგომარეობისა და მისი კორელაციების უსაგნო გადაადგილება სივრცეში მეორე სისტემისაკენ. სადაც სისტემა შეიძლება აღნიშნავდეს ნივთიერებისა თუ ენერგიის განმხოლოებულ ან დაჯგუფებულ ნებისმიერ ნაწილაკს, მაგ.: ბარიონებს (პროტონი, ნეიტრონი და სხვ.), ლეპტონებს (ელექტრონი, პოზიტრონი და სხვ.), ფოტონებს, ატომებს, იონებს და ა.შ. მოხსენების ეს ნაწილი აღწერს პროცედურას, რომელიც მოგვაგონებს სერიალ Star Trek-ში გამოყენებულ ტელეპორტაციის ხერხს : გადასაგზავნი ნივთისა თუ არსების შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნით ანალიზი, ნივთის (არსების) დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და ნივთის (არსების) აღდგენა დანიშნულების წერტილში. ეს მეთოდი იყენებს კვანტურ ტელეპორტაციას კვანტური ინფორმაციის გადასაცემად კვანტური ჩახლართულობის გზით. მოხსენებსი დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიღვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია განახორციელოს თუნდაც რთული ნივთების, გინდაც მარტივი უჯრედების, ტელეპორტაცია. მოხსენება აყენებს წინადადებას, რომ გაღრმავდეს ამ სფეროში ამჟამად წარმოებული სხვადასხვა გამოკვლევა.E-ტელეპორტაცია (E როგორც exotic (ინგ.) — ეგზოტიკური) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცის სხვა განზომილებათა თუ პარალელურ სამყაროთა გამოყენების გზით“. მოხსენების ამ ნაწილში დოქტორი დეივისი მოკლედ მიმოიხილავს განსხვავებულ თეორიებს (მარვალობითი სამყარო, სიმთა თეორია და ბრანული კოსმოლოგია...), რომლებიც ვარაუდობენ ჩვენთვის ცნობილი 4 განზომილების გარდა სხვა განზომილებების ან ჩვენის სამყაროს პარალელური სამყაროების არსებობას. E-ტელეპორტაციის იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განზომილებები და სამყაროები გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი მოკლეზე მიმავალი გზა, რომელიც მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური სამყაროს ორ უკიდურესად დაშორებულ წერტილს შორის სწრაფი მოგზაურობის საშუალებას. მოხსენება ასკვნის რომ ეს თეორიები მიუხედავად მათი მომხიბვლელობისა იმდენად ნედლი და უმწიფარია სადღეისოდ, რომ ძალიან ადრეა მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრი.p-ტელეპორტაცია (p როგორც parapsychologic (ინგ.) — პარაფსიქოლოგიური) არის „ადამიანების ან უსულო საგნების გადაადგილება პარანორმალურ საშუალებათა გამოყენებით“. დეივისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მოიუხედავად გასულ საუკუნეში ამ მოვლენის ირგვლივ დადასტურებული მრავალი თაღლითობისა, სამხედრო და სამოქალაქო მკვლევართა მიერ ბოლოს ხანებში მოპოვებულ იქნა დამაფიქრებელი შედეგები და რომ ამ სფეროში საჭიროა კვლევების გაგრძელება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 Телепортация ზღაპარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 Saturnრატომ, კვანტური ფიზიკა არ მესმის, მაგრამ კვანტურ დონეზე მოსულაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 რატომ, კვანტური ფიზიკა არ მესმის, მაგრამ კვანტურ დონეზე მოსულაო კვანტურ დონეზე ბევრი რაღაცა შესაძლებელიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 უცხო_პლანეტელიმაინც? მსმენია, რომ კვანტურ ფიზიკაში ჩვენთვის წარმოუდგენელ მოვლენებს აქვს ადგილი, რამის რომ ჩვეულებრივი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, მაგრამ მაგოდენა წვრილად არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 მსმენია, რომ კვანტურ ფიზიკაში ჩვენთვის წარმოუდგენელ მოვლენებს აქვს ადგილი, რამის რომ ჩვეულებრივი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, მაგრამ მაგოდენა წვრილად არ ვიცი მეც ნაკლები შეხება მქონია კვანტებთან, გამოცდების შემდეგ გადავხედავ რაღაცეებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 asesino_141მსმენია, რომ კვანტურ ფიზიკაში ჩვენთვის წარმოუდგენელ მოვლენებს აქვს ადგილი, რამის რომ ჩვეულებრივი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებაკვანტური ფიზიკა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაა და სამართლიანია მხოლოდ ელემენტარული ნაწილაკებისთვის, პროტონებისთვის, ელექტრონებისთვის, ნეიტრონებისთვის და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 Saturn აბა ასტრონომიის ნაწილი რომ არაა და ციურ სხეულებს არ შეისწავლის ეგ მეც ქე ვიცი შე კაცო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 (edited) იავიცი მეცნიერები ჩალიჩობენ უმცირესი ნაწილაკების ტელეპორტაციაზე მაგალითად ატომების ტელეპორტაციას თუ შევძლებთ ამ საუკუნის ბოლოს ადამიანის ტელეპორტაციაც იქნება შესაძლებელიო Edited June 17, 2010 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2010 იავიცი მეცნიერები ჩალიჩობენ უმცირესი ნაწილაკების ტელეპორტაციაზე მაგალითად ატომების ტელეპორტაციას თუ შევძლებთ ამ საუკუნის ბოლოს ადამიანის ტელეპორტაციაც იქნება შესაძლებელიო ეგრე მარტივადაც არაა საქმე. კვანტური ფიზიკის კანონები რამდენადმე განსხვავდება ჩვეულებრივი ფიზიკის კკანონებისაგან. და კვანტური ტელეპორტაციაც მთლად ისეთი არაა როგორც წარმოგვიდგენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
otabersona Posted October 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2010 აუ ტელეპორტაცია შემეძლოოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 (edited) არ ვიცი აქ უნდა დამეპოსტა თუ არა ვინმეს თუ გსმენიათ მატარებლის შესახებ, რომელზეც ერთი ინვალიდი ფიზიკოსი ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხოლმე (Stephen Hawking) მოკლედ რომ ვთქვა, იგონებენ მატარებელს რომელიც დედამიწას რაღაც სიჩქარით წრეს დაარტყავს და ადამიანები რომლებიც იქ ისხდებიან მათთვის სულ 2 საათი იქნება გასული, მაგრამ როცა ჩამოვნელ იქიდან 20 წელი იქნება გასულიო Edited November 10, 2010 by DENIKO_NERO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 (edited) DENIKO_NEROიგონებენ მატარებელს რომელიც დედამიწას რაღაც სიჩქარით წრეს დაარტყავს და ადამიანები რომლებიც იქ ისხდებიან მათთვის სულ 2 საათი იქნება გასული, მაგრამ როცა ჩამოვნელ იქიდან 20 წელი იქნება გასულიოთეორიულად ეგ სრულიად შესაძლებელია. მაგრამ ამისთვის სინათლის სიჩქარის თანრიგის სიჩქარით უნდა იმოძრაოს იმ მატარებელმა.მხოლოდ ამ დროს ის მატარებელი ძალიან ბევრ წრეს დაარტყამს დედამიწას Edited November 21, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 DENIKO_NEROფარდობითობის თეორიის შესახებ წაიკიტხე რაიმე ნაშრომი და წერია რა და რატომ ხდება თეორიულად ეგ სრულიად შესაძლებელია. მაგრამ ამისთვის სინათლის სიჩქარის თანრიგის სიჩქარით უნდა იმოძრაოს იმ მატარებელმა.მხოლოდ ამ დროს ის მატარებელი ძალიან ბევრ წრეს დაარტყამს დედამიწას თან ის პრობლემაცაა რომ მაგ სიჩქარით მოძრაობისას ყველა სხეული დაპატარავდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 gendolfდაპატარავდება თუ დაბრტყელდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.