Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საგზაო მოძრაობისას ამკრძალავი ნიშნების, მათ შორის შუქნიშნის დაუმორჩილებლობაზე, ჯარიმა იზრდება . ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" იგეგმება.

დღეს მოქმედი ნორმით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, ან "დაუთმე გზა" თუ "მოძრაობა აკრძალულიას" ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, მხოლოდ 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კანონპროექტით კი, აღნიშნული სამართალდარღვევები 50 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, ჯარიმა ორმაგდება დადგენილ სტანდარტებს შეუსაბამო ავტომანქანის მართვაზეც. Kკერძოდ, დღეს მოქმედი ნორმით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, კერძოდ, გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა და/ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 50 ლარით ისჯება. კანონში ცვლილებების პროექტით კი, ასეთი ავტომანქანის მართვა 100 ლარით დაისჯება.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან.

 

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/137333-tsithelze-gavlisthvis-sasjeli-mkacrdeba.html

 

პ.ს. კიდევ ბევრი მსგავსი რაღაც იქნება...ესეც შენი 60+%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საგზაო მოძრაობისას ამკრძალავი ნიშნების, მათ შორის შუქნიშნის დაუმორჩილებლობაზე, ჯარიმა იზრდება

ძალიან კარგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან.

ნახე პავლიკა და პანტიკიჩი რას რულამენ?! :)) :)) :))

 

 

უნდა გამკაცრდეს, მე მომხრე ვარ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯარიმები იზრდება

 

 

 

ეს თუ ყველასთვის იმუშავებს(ჩინოვნიკებს კანონის დაცვა არ ევალებათ საქართველოში),კარქია და სიმთვრალეზე საერთოდ უნდა აეკრძალოთ ტარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა სამართველოში შევიდა ბრძანება და ხელი მოაწერა ყველამ ბრძანებაზე რომლის მიხედვითაც თუ დაარღვევენ საგზაო წესებს ე.წ. "ქსივის" ჩვენების შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს. (ჩემი ნაწერი არ არის.დავაკოპირე)

 

:018:

 

 

ამის ვინმეს გჯერათ და აქამდე ე.ი. რასაც უნდა იმას აკეთებდნენ არა? :018:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ყველა სამართველოში შევიდა ბრძანება და ხელი მოაწერა ყველამ ბრძანებაზე რომლის მიხედვითაც თუ დაარღვევენ საგზაო წესებს ე.წ. "ქსივის" ჩვენების შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს. (ჩემი ნაწერი არ არის.დავაკოპირე)

ცოტა სხვანაირადაა აქ საქმე. საგზაო წესების დარღვევაზე არაა იქ საუბარი. ბრძანება ეხება შემთხვევას როცა პოლიციელი, რომელიც საჭესთან ზის პატრულის მიერ მისი გაჩერების დროს პატრულს წარუდგენს სამსახურებრივ მოწმობას მართვის მოწმობის მაგივრად.

 

ამის ვინმეს გჯერათ და აქამდე ე.ი. რასაც უნდა იმას აკეთებდნენ არა?

საქართველოში დიდი ხანია წავიდა დრო, როცა ვინც რას უნდა იმას აკეთებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა სხვანაირადაა აქ საქმე. საგზაო წესების დარღვევაზე არაა იქ საუბარი. ბრძანება ეხება შემთხვევას როცა პოლიციელი, რომელიც საჭესთან ზის პატრულის მიერ მისი გაჩერების დროს პატრულს წარუდგენს სამსახურებრივ მოწმობას მართვის მოწმობის მაგივრად

 

 

და ამისაც არ მჯერა,რომ სამსახურიდან გაანთავისუფლებენ ამის შემდეგ.

 

მე სხვა რამ დავწერე ზემოთ,მაგრამ ის გაატარე.ე.ი. აქამდე ქსივის ჩვენების შემთხვევაში უშვებდნენ ისე რომ პანღურსაც არ ურტყამდნენ ტაკოებში. :) არა და ყველაზე სანაქებო რეფორმე,პოლიცია იყო აქამდე.

 

საქართველოში დიდი ხანია წავიდა დრო, როცა ვინც რას უნდა იმას აკეთებდა.

 

 

ხალხისთვის კი,მაგრამ თანამშრომლებისთვის არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აქამდე ქსივის ჩვენების შემთხვევაში უშვებდნენ

საგზაო წესების უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში უშვებდნენ კი. ავარიის და დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში ვერანაირი ქსივა ვერ უშველიდა პოლიციელს თუ მისი მიზეზით მოხდა ავარია.

ისე შენ როგორ გგონია, საგზაო წესების დარღვევისთვის ამერიკელი კოპი ამერიკელ კოპს ჯარიმას გამოუწერს? :)

 

ხალხისთვის კი,მაგრამ თანამშრომლებისთვის არა.

ძალან ზედაპირული წარმოდგენა გაქვს აქაურ სიტუაციაზე :) თუმცა არაა გასაკვირი, აგერ ბაბუას აქამდე ჰგონია, რომ პოლიციაში ისევ ისე იღებენ ქრთამებს როგორც ადრე იყო.

 

ამისაც არ მჯერა,რომ სამსახურიდან გაანთავისუფლებენ ამის შემდეგ

ფაქტები არსებობს უკვე.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამოსაღები კიდევ ბევრია!!! აბა ამხელა ფულს,რაც არჩევნებზე დაიხარჯა, ამოღებ არ უნდა?!

 

ხოდა შეიკარით ღვედები, ანუ მოიჭირეთ ქამრები!

 

მალე პატრულები ერთმანეთის დაჯარიმებას დაიწყებენ, ისე აუწიეს "გეგმა".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტები არსებობს უკვე.

 

 

აბა ფაქტები და თანამშრომლებს ანთავისუფლებდნენ დარღვევებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ძალან ზედაპირული წარმოდგენა გაქვს აქაურ სიტუაციაზე თუმცა არაა გასაკვირი, აგერ ბაბუას აქამდე ჰგონია, რომ პოლიციაში ისევ ისე იღებენ ქრთამებს როგორც ადრე იყო.

 

 

 

 

 

 

სატურნ , როგორც თემატიკაში ჩახედლ ადამიანს, ერთი კითხვა მაქვს: შპს "ბარამბო" http://barambo.ge/

 

რატომ არ არის რეგისტრირებული, სამეწარმეო რეესტრში, მხოლოდ ბათუმელი დისტრიბუტორია რეგისტრირებული

 

https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php

 

 

რატომ ხდება მაი გაუგებრობა, ჩვენს უზადოდ მწესრიგებულ და ფაფუკად არაკორუმპირებულ სახელმწიფოში?!

 

გაგვანათლებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აბა ფაქტები და თანამშრომლებს ანთავისუფლებდნენ დარღვევებზე?

მაგ ბრძანების შეუსრულებლობისთვის დაითხოვეს პოლიციელები სამუშაოდან.

 

prologic

როგორც თემატიკაში ჩახედლ ადამიანს, ერთი კითხვა მაქვს: შპს "ბარამბო" http://barambo.ge/

 

რატომ არ არის რეგისტრირებული, სამეწარმეო რეესტრში

მაგ თემატიკაში ჩახედული ნაკლებად ვარ, მაგრამ სამეწარმეო რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული. სხვა სახელით ხომ არაა? ვნახე მაგ ლინკზე და ამოაგდო ბარამბო. ეგ არაა?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...