Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- “ნაციონალებმა” საარჩევნოდ ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე დახარჯეს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/nacionalebi_logo.jpg30 მაისის არჩევნებისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე დახარჯა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, საარჩევნოდ “ნაციონალებმა” სულ 14 008 450 ლარი დახარჯეს, საიდანაც 10 130 600 ლარი სარეკლამო რგოლების განთავსება-დამზადებაზე მოდის. რაც შეეხება რეკლამას პრესასა და ბილბორდებზე, ამისთვის “ნაციონალებმა” 493 812 ლარი დახარჯეს, ბეჭდვითი და სააგიტაციო მასალების, მათ შორის პლაკატების დაბეჭდვაზე – 629 967 ლარი, მასობრივი ღონსიძიებების გამართვასა და დარბაზების დაქირავებაზე – 730 229 ლარი. ამასთან, “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ საარჩევნო ფონდიდან 609 620 ლარი ხელფასებსა და სხვა შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა, მივლინებებზე – 2 830 ლარი, კონსულტაციების მიღებასა და საარჩევნო კვლევებზე – 351 474 ლარი. რაც შეეხება საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯებს, ამისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო ფონდიდადნ, სადაც ძირითადი შემომწირველები თავად იყვნენ, 1 059 918 ლარი გაიღეს. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ სარეკლამო მომსახურებისთვის კონკრეტულად “რუსთავი 2″-სთვის “ნაციონალებს” 4 711 991 ლარი აქვს გადარიცხული, “თაჩ მედიისთვის” – 4 758 473 ლარი, სარეკლამო რგოლებისთვის კი კომპანია “აუთდორჯის” 160 219 ლარი გადაერიცხა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...