Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- „ჩუმად რომ ვარ მადლობა მითხრან, თორემ, თუ ავლაპარაკდი...“


Recommended Posts

გაზიარება

[როზი ჯღამაია. 19:02 13.06.2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBTzIsc_3aI/AAAAAAAADxI/m-bKmHg4cF4/s200/jangirashvili.jpgტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებლური კავშირის“ სტუმრობისას დაწყებული ინცინდენტი, როგორც ჩანს, არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტთა ნაწილმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და მცირერხოვანი აქცია გამართა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მიმართ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეტაპობრივად გაისმის ბრალდება, რომ ინცინდენტის დროს დაკავებულების ბედზე ჯანგირაშვილს ეკისრება პასუხიმგებლობა.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში, ცდილობდა პასუხი არ გაეცა აბსურდული ბრალდებებისთვის. თუმცა, ბოლოს იძულებული გახდა მის მიერვე გამოცხადებული „მორატორიუმი“ დაერღვია, რათა ბრალმდებლებს ბრალდება უკან შეუტრიალოს.

ასე რომ, ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ჯანგირაშვილთან, სადაც იგი ყველა კითხვას თავად გასცემს პასუხს.

ნინო რატომ გახდა აუცილებელი ჟურნალისტები ქუჩაში გამოსულიყვნენ და „კავკასისთვის“ სოლიდარობა ასე გამოეხატათ, გემუქრებიან, გდევნიან თუ რა მე სხვა ფორმით ავიწროვებენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს?–„კავკასიის“ მიმართ შეურაცხყოფები არ წყდება, რამაც დაგვანახა, რომ ეს არის ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და არა ერთი გაბოროტებული ადამიანისგან წამოსული ლანძღვა.

ანუ, კამპანია, რომელზეც საურობთ „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტს უკავშირდება თუ მანამდეც იყო ტელეკომპანიის მიმართ რაიმე პრეტენზიები და ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ამ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებთ?–მანამდეც იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ უყვარდათ „კავკასია“, მაგალითად, ელიზბარ ჯაველიძე, მამუკა გიორგაძე და ასეთი ტიპის ადამიანები. მათ როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდათ, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ჩვენთვის მათრახი გადაეკრათ.

ახლაც, ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ „კავკასიისთვის“ მიეყენებინათ შეურაცხყოფა. ჩვენ რაღაც პერიოდი ვპასუხობდით მათ განცხადებებს, მაგრამ შემდეგ განცხადებაც კი გავავრცელე, რომ აღარ ვუპასუხებდი მათ შეურაცხყოფებს. თუმცა, უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა ერთი რამ – სახელისუფლებო არხებმა და განსაკუთრებით რეალტვ–მ, რომლებიც, ვისაც კი რუსეთისკენ გაუხედავს, ყველას აგენტს ეძახიან, უცბად დაივიწყეს, რომ ეს ხალხი რუსეთთან ასოცირებული ადამიანები არიან და, რომ გულაშვილი რუსეთში გაიქცა. როგორც კი ამ ადამიანებმა „კავკასიის“ წინააღმდეგ კამპანია გააჩაღეს, განსაკუთრებით რეალტვ, იმდენად ბედნიერი იყო, ლამის, პირდაპირ ეთერში კოცნიდნენ და საჩუქრებით უშვებდნენ იქედან.

ამის მიუხედავად, ჩვენ თავს ვიკავებდით ზედმეტი განცხადებებისგან, რადგან შესაძლოა, ამას დაკავებულების მდგომარეობა კიდევ უფრო დაემძიმებინა. მე იმ დაკავებულების მიმართ არანაირი სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ უბრალოდ მინდა გამოძიება სამართლიანად წარიმართოს და ვინც დამნაშავე არ იყო და ხელს გააყოლეს, არ დაისაჯონ.

ამისთვის, ალბათ, ჩვენებას ჩამოგართმევდნენ...–აქამდე ჩვენ არც გამოძიებაში ჩავრეულვართ და დღემდე არ ვიცი რა სატატუსი მაქვს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საქმე ილიას უნივერსიტეტთან მომხდარი ცემა–ტყეპის საქმესთან გააერთიანეს. თუმცა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურ დონეზე მაქვს, ხოლო ოფიციალურად გამოძიება საერთოდ არ გვეთანამშრომლება.

ბოლოს ოთხი კვირის წინ ვიყავი გამომძიებელთან და მაშინ ვთქვი, რომ ორი ადამიანი, რომელიც დაკავებული ჰყავთ და რომლებიც მე სტუდაში მეჯდნენ, არც ჩხუბში მონაწილეობდნენ და არც ჩხუბის ინიციატორები ყოფილან. დანარჩენების ამოცნობა მიჭირს, მაგათ, ყველას ჩემთვის ერთი სახე აქვს. თუმცა, მე არავინ მომისმინა და არ დამიჯერა, რაც ჩემში ეჭვებს აჩენს.

გახადონ გამოძიება გამჭვირვალე და თქვან რისთვის არიან ეს ადამიანები დაჭერილები. თუ ისინი სხვა საქმის გამო არიან დაჭერილები – თქვან. ახლა რა გამოდის – ეს ხალხი შეყრილია საპატიმროში, აქეთ დგას გაბოროტებული ელიზბარ ჯაველიძე და ლელიკო ჯაფარიძე, რომლებიც უკვე მარაზმში არიან გადავარდნილები და ისეთ პირად შეურაცხყოფებს გვაყენებენ, რომ შეიძლება ადამიანს ნერვებმა არ გაგიძლოს. მე, როგორც ჟურნალისტი ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას და ამიტომ, ვითმენ ამ ყველაფერს, მაგრამ როდემდე შეიძლება ამის მოთმენა?

როგორ გგონია, რატომ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზიები „კავკასიის“ მიმართ?–მე საინტერესო დაკვირვებები გავაკეთე. აქამდე თავს ვიკავებდი ამის გაცხადებისგან და ახლაც არ მინდა ბოლომდე ვთქვა, რასაც ვგულისხმობ და რა ინფორმაციაც მაქვს, რადგან არ მინდა გაცვეთილი თემა გავიმეორო და „იმედს“ და „რუსთავი 2“–ს დავემსგავსო, მაგრამ ხომ ნათელია, რაც გულაშვილი მოსკოვში გაიქცა, საიდან იმართება ეს ძალა. მე მანამდეც არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი, მაგრამ ახლა უკეთ გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ერთი კონკრეტული გეგმა, მათ უნდოდათ აეგორებინათ რაღაც კამპანია, რაც მათ დივიდენდებს მოუტანდა.

მართლმადიდებლობა არცერთ მათგანს არ აინტერესებს, უბრალოდ ფარისევლები არიან, მათი მიზანი იყო თავიანთ პატრონებთან ძლიერ და ალტერნატიულ ძალად დაფიქსირებულიყვნენ, რომ იქედან რაღაც ფინანსები მიეღოთ. რაღაც ნაწილი ალბათ, მიიღეს კიდეც, მაგრამ ახლა მათი გეგმები გარკვეულწილად შეიცვალა, რადგან მეტისმეტად გათავხედებულებმა და გათამამებულებმა, არ ვიცი – დაუფიქრებლად თუ შეგნებულად, „კავკასიაში“ ასეთი რამეები დაატრიალეს.

მაინცდამაინც „კავკასია“ რატომ ამოიჩემეს თავიანთი მიზნებისთვის?–რაც შეეხება „კავკასიას“, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ტელეკომპანია მათთვის არის ხელისშემშლელი ფაქტორი. დამოუკიდებელი ტელევიზია იმის დამოუკიდებელი ტელევიზიაა, რომ ფაქტებს და მოვლენებს თავის სახელს არქმევს. თუ „იმედს“ და „რუსთავი 2“–ს არავინ არაფერს უჯერებს, „კავკასიას“ ბევრი მაყურებელი უჯერებს და მათ მიზანიც ამიტომ არის „კავკასიის“ რეპუტაციის შელახვა.

იგონებენ რაღაც ლეგენდებს, თითქოს, მე ვინმე დავაჭერინე. აქამდე არ ჩავთვალე საჭიროდ ამ ზღაპრებისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, მე არავინ დამიჭერინებია. მე არავინ მკითხვადა ვის დაიჭერდნენ და ვის –არა. დღეს თუ ვინმე ციხეში ზის ეს არის იმ ადამიანების ბრალი, ვინც ხალხი შემოიყვანა სტუდიაში.

ვინ შემოიყვანა ხალხი სტუდიაში?–პირდაპირ ვიტყვი, ესენი არიან სასულიერო პირები, ერთი დავით ისაკაძეა, ხოლო დანარჩენების გვარები არ ვიცი. მათ გააკეთეს ამ ყველაფრის პროვოცრება და მაინტერესებს რატომ არ გრძნოს ეს ხალხი პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ბედზე, ვინ დღეს ციხეში ზის? მე, რომელსაც არც პროვოკაცია მომიწყვია და საერთოდ, არაფერ შუაში ვარ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვფიქრობ, იქნებ შეიძლებოდა ასე არ მომხდარიყო და ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო.

ამ გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ მოვლენები შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო?–ზუსტად გეტყვით იმ ეპიზოდს, რაც მოხდა. როდესაც სტუმრების ნაწილმა სტუდია დატოვა გარეთ 15–წუთიანი ინცინდენტი მართლაც მოხდა, თუმცა ყველაფერი დასრულდა და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შემდგომ ბლოკში გადაცემა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ გულაშვილის მიმართ კითხვები უფრო გამიმწვავდა და სხვათაშორის, აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არც პატრული გამოგვიძახებია. თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ვიღაცას გამოუძახებია პატრული და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარეთ იდგნენ.

როდესაც დათო აქუბარდიამ გაიგო, რომ გარეთ ჩხუბი იყო, სახლიდან გამოიქცა, ხოლო ტელეკომპანიასთან მოსულს თავს დაესხნენ და სცემეს. ამ დროს პატრული გარეთ იდგა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ძიებაში პატრულის ჩვენებები დევს. თუმცა პატრულმა ხელი არ შეუშალა ამ ადამიანებს და შორიდან უყურებდა როგორ სცემდნენ დათო აქუბარდიას.

როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ასეთი განვითარება წინასწარვე იყო გათვლილი?–არ ვიცი, ეს ჩემვის ამოუხსნელი რამაა. ძალიან მნიშველოვანი რამ მინდა ვთქვა, როცა ნაცემი აქუბარდია სტუდიაში შემოვიდა, ვხედავ, რომ შემოდიან მამაოები და მათ მოყვება 30–მდე კაცი, რომლებიც ძლივს გავყარეთ სტუდიიდან. იქნებ ვინმემ მითხრას რა უნდა მექნა, პატრულის გამოძახება რა „გრეხია“? „კავკასიასთან“ უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, დაწყებული ჩვენი თანამშრომლებით, ჩვენი გულშემატკივრებით დასრულებული. იქ რომ რაიმე მომხდარიყო და ვინმე მომკვდარიყო, მერე სად წავსულიყავი?

ყველაფერი ასე დრამატულად არ დასრულდებოდა, რომ არა ის სასულიერო პირები, თუმცა, აღარც მინდა მათ უკვე სასულიერო პირები ვუწოდო. მოკლედ დავით ისაკაძე და მისი თანმხლები ანაფორიანი პირები, როცა სტუდიასთან მოვიდნენ, სტუდიის კარები ჩაკეტილი გვქონდა და შიგნით არავის ვუშვებდით. როდესაც ბიჭებმა დაინახეს სასულიერო პირები, ბუნებრივია, ამ დროს რაღაც მოწიწება და მოკრძალება ჩნდება და ამიტომ, კარები გააღეს. სწორედ მაშინ შემოვარდა ის ბრბო სტუდიაში და მაშინ გამწვავდა ყველაფერი.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ხალხი სტუდიაში შემოცვივდა, უმალ დაიწყეს საქმის შეთხზვა „კავკასიის“ ოპერატორების წინააღმდეგ და ითხოვდნენ მათ დაჭერას. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ისმის ვიდეოჩანაწერებში, რომელიც სხვადასხვა საიტებზე დევს. მათ დახატეს ისეთი სურათი, თითქოს, „კავკასიის“ ოპერეტორები უცბად თავს დაესხნენ მათ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ცემა დაუწყეს. ჩანაწერში ჩემი ხმაც ისმის, როცა ვითხოვ, რომ შემოიყვანონ „კავკასიის“ ნაცემი ოპერატორები და ნახონ რა დღეში არიან ისინი. ამ დროს, ჩემთან მოდის პატრულის უფროსი, ბატონი გეგეჭკორი და მეკითხება – მითხარი მაშინ ვინ დაიწყო ჩხუბი, თუ შენებს არ დაუწყიათო. ამას კი ისეთი ტონით მეუბნებოდა, მეგონა ჩემს დაპატიმრებას აპირებდა.

სასოწარკვეთისაგან არ ვიცოდი რა მექნა, როცა ვნახე, რომ ჩემს ბიჭებს იჭერდნენ (ამ პოლიციისგან ეს გასაკვირი არ არის, მითუმეტეს, რომ ჩემი ძმა და ძმისშვილი დაიჭირეს), მაშინ გავიშვირე ხელი ერთისკენ, რომელიც ყველაფერს კამერით იღებდა და ვთქვი, ამ ნაძირალას აქვს გადაღებული ყველაფერი, გამოართვით კამერა და ნახეთ ვინ რა დაიწყო–თქო. ეს თითის გაშვერა იყო სწორედ ლეგენდად რომ აქცია შემდეგ ამ არაკაცმა, ნაძირალა ლელიკო ჯაფარიძემ და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე თითს ვიშვერდი და ხალხს ვაჭერინებდი.

ასე რომ, თვითონ ის სასულიერო პირები და ის ბიჭები ითხოვდნენ ჩემი ოპერატორების დაჭერას, დღეს რომ ამბობენ ნინო ჯანგირაშვილმა დააჭერინა ხალხიო. ვისაც აინტერესებს სინამდვილეში რა და როგორ იყო, დაუკვირდეს კადრებს და ნახავს ვინ ვის დაჭერას ითხოვდა.

ამ ლეგენდებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებდი და არც ახლა მინდა ბევრ სხვა რამეზე ვილაპარაკო, რადგან არ მინდა, რომ იმ უბედურების მდგომარეობა დამძიმდეს იქ რომ ზიან. მათი ბედი აწუხებთ მხოლოდ მათ მშობლებს, ხოლო დანარჩენებს, ამ არარაობებს, ამ კარიერისტ ბავშვებს, რომელთაც აგიჟებენ ჯაფარიძის, გულაშვილის და ჯაველიძისნაირები, თავიანთი კარიერის მეტი არაფერი აინტერესებთ. მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ და იმ დაჭერილების ბედით მე ნუ მესპეკულანტებიან. მათ ძალიანაც აწყობთ, რომ ისინი ციხეში ზიან, რის გამოც ქულებს იწერენ და პრემიებს იღებენ.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი უცნაური რაღაცეების მომსწრე გავხდი ამ ერთი თვის განმავლობაში. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა გახდა ჩემთვის ლუსტრირებული, რომლებსაც ისეთი პოზიცია უჭირავთ, თითქოს, ჩვენთანაც არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ რაღაცას მაინც მაიმუნობენ.

ვის გულისხმობთ?–მაგალითად „კონსერვატორები“, რომლებსაც არც მწვადი უნდათ დაწვან და არც შამფური და იგივე – „ლეიბორისტები“, რომლებმაც პოლიტპატიმრებად გამომიცხადეს ის ხალხი. მოდით, ვისაც „კავკასიის“ მიმართ აქვს პრეტენზიები, პირდაპირ თქვას რა უნდათ. ამას წინათ წავიკითხე გოგა ხაინდრავას ინტერვიუ სადაც ამბობდა: „კავკასიის“ ხელმძღვანელობამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხიო. მკითხონ და ყველაფერს გავცემ პასუხს. ჩუმად რომ ვარ მადლობა მითხრან, თორემ თუ ავლაპარაკდი, კიდევ ვიღაცეები მიყვებიან მაგათ.

ამიტომ, ყველამ თავი დამანებოს და არ ამალაპარაკონ, თორემ იმდენი პასუხი მაქვს ყველა კითხვაზე... მათ შორის, კარგად გამოჩნდა როგორი თანაგრძნობა აქვთ ერთმანეთის მიმართ გულაშვილის მოძრაობას და ზოგიერთ პარტიას, ვისაც ერთი დამკვეთი და ერთი პატრონი ყავთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მე მოვაწყვე პროვოკაცია –დამიმტკიცონ, თორემ ჩაივლის ეს ამბები და არავის შევარჩენ, სასამართლოშიც მოვთხოვ პასუხს და ყველგან.

მე ჩემი რეპუტაციის და იმის გამო, რომ ეს ტელევიზია თავისუფალი ყოფილიყო, ცხოვრებაში მილიონებზე და ბევრ კომფორტზე მაქვს უარი ნათქვამი. ახლა ამ ვიღაც მარაზმატიკებს ვათრევინებ ჩემს ტელევიზიას წინ და უკან? ერთი თვე ჩუმად ვიყავი, მაგრამ დღეის ამას იქეთ, ვინც რამეს იტყვის ჩემს ტელევიაზიაზე, დამიმტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ვაგებინებ პასუხს, მათ შორის, ვითომ კოლეგებს, რომლებმაც დრო იხელთეს და იფიქრეს „კავკასია“ იძირება და მოდი თითო წიხლი ჩვენც მივაყოლოთო. თურმე რამხელა ბოღმას მალავდნენ, მაგრამ მათ გასაგონად ვამბობ – „კავკასია“ არ ჩაიძირება. არ ჩაიძირება, რადგან ჩვენ ვართ მართლები და თუ ამ სიმართლეს ყოველდღიურად არ ვამტკიცებ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს გამო სხვას დაუმძიმდეს მდგომარეობა, თუნდაც ნაძირალა იყოს.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მიმართ. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოეთხოვოს პასუხი, რატომ იდგა პატრული იქ და რატომ არ შეუშალა ხელი აქუბარდიას ცემას. და კიდევ, გამოძიება ნურც იმას იფიქრებს, რომ თუ ვიღაცა ჩემს ეთერში ცუდად იქცეოდა, ამის გამო, მათ მიმართ შურისძიება მამოძრავებს. ცოტა ხანში, აქტიურად ჩავერთვები საგამოძიებო პროცესში და მოვითხოვ სრულ გამჭირვალობას. მე პროცესუალურადაც მაქვს უფლება ვიცოდე როგორ მიდის გამოძიება, კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულად უნდა წუყენონ ბრალი და არა ასე, საბითუმო წესით, ვინც ხელში მოხვდათ ყველა რომ წაიყვანეს.

პატრული აქუბარდიას ცემის ფაქტს შორიდან უყურებდა და ხალხი მაშინ არ დაუჭერია, ხოლო შემდეგ ვიღაცეები ერთად დაიჭირეს და არავინ იცის ვის რა ბრალს უყენებენ. მოკლედ, ჩვენ ერთბაშად ბევრი მიმართულებით ვაპირებთ ამ საქმეში ჩართვას და არავის ეგონოს, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში იტლიკინა – შერჩება.

presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6151448035313981080?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...