planetanews Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 დასრულდა შეხვედრა ალჟირისა და სლოვენიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, სადაც ევროპელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს ჩრდილო აფრიკელები. ეს ერთადერთი გოლი კი შეხვედრის 79–ე წუთზე სლოვენიელთა გუნდის კაპიტანმა კორენმა გაიტანა. პირველმა ნახევარმა არც ისე საინტერესოდ ჩაიარა და გუნდებსაც რეალური მომენტები არ შეუქმნიათ. პირველ 45 წუთში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მხოლოდ სამ–სამჯერ დაარტყეს კარისკენ, ხოლო კუთხურები 3-2–ზე იყო ალჟირის ნაკრების სასარგებლოდ. მეორე ტაიმი კი გაცილებით უკეთესად ჩაატარეს სლოვენიელებმა და როგორც ზემოთ აღვნიშნე გამარჯვებაც მოიპოვეს. შეხვედრის წითელი ბარათის გარეშე არ ჩაუვლია, მეორე ტაიმში შემოსული ალჟირელი გეზალი უკვე 73–ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მისცა ხელით თამაშის გამო, რომელმაც პირველი ყვითელი ბარათი შემოსვლიდან ერთ წუთში მიიღო. მაშ ასე C ჯგუფში, ლიდერი სლოვენია გახლავთ სამი ქულით, მეორე მესამე ადგილს ინგლისი და ამერიკა იყოფენ, ხოლო მეოთხეზე კი ალჟირი გახლავთ. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts