babuagiorgi Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 შველის, თან ძაან მაგრად შველის. აი, ადრე ეგეთი ნახალკები იშვიათობა იყო, იმენა ძაან ვინუჟდენი აკეთებდა მაგას ვინმე, და თან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, მაინც დაენძრეოდა. ახლა კი ბავშვებს ასწავლეს, რომ ნუ გეშინიათ, ვანო ბიძია თქვენთანაა, თქვენ ოღონდ იბოზეთ, იგოთვერნეთ, ჩაუშვით, .. და ეგენიც აკეთებენ სიამოვნებით. აი, რომ გაიგებენ, ამას ყელი გამოჭრეს პროჭობის გამო, იმას თვალები ბრიტვებით დაუსერეს ბოზობის გამო, უკვე ვეღარ გაბედავენ ეგეთ ჩათლახობებს. შველის, ჩემო ლაშა1997, ყელის გამოჭრაც შველის, მუშტიც შველის. აი ქაღალდების ფრიალი ნაღდათ არ შველის არ მომწონს ეს ამბე, მაგრამ სადღაც მართალს ამობ. ადამიანი ისეთი რამაა რომ თუ არაფერი არ სწამს და არ ეშინია ყველაფერზე აწერს ხელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 http://www.ghn.ge/news-17122.html2007 წლის 1-ლი იანვრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის რაიონულ სასამართლოს, რომელიც 2010 წლიდან ახმეტის და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებსაც აერთიანებს, არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული სასამართლოდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში სასამართლომ 773 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. აქედან 492 საქმე განხილულია საპროცესო შეთანხმებით - 594 პირზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 აქედან 492 საქმე განხილულია საპროცესო შეთანხმებით - 594 პირზე. ფულს აკეთებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 asesino_1412007 წლის 1-ლი იანვრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის რაიონულ სასამართლოს, რომელიც 2010 წლიდან ახმეტის და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებსაც აერთიანებს, არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი.ხო, ეგრეა ქვეყანაში 99%-ია გამამტყუნებელი განაჩენი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2010 (edited) ეს დალოცვილი რატომ გვიყვარს ამდენი საუბარი. რა არის ერთი წერილი გავაკეთოთ პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნით. რა ვიცით დაბა ეგების მიშამ პიარის ხათრით შეწყალება მისცეს ამ ბავშვს. გული მისკდება ეს დალოცვილი რომ დავფიქრდები იმაზე 14 წლის გოგომ ამდენი წელი ციხეში როგორ უნდა გაატაროს. ჩემი შვილი რომ იყოს ნახავერ საქართველოს ცეცხლს წავუკიდებდი ამის გულისათვის რა. თუ ვართ ამ წრეილის დამწერნი დაწერეთ ვინმე. მე ნაღდათ არ მივარგა ეხლა აზროვნება. პირველი მე მოვაწერ ხელს. შეგვიძლია ამობეჭდვა ხელის მოწერა და პდფ ფაილში ისევ დადება, ან რა ვიცი ისე მოვაწეროთ სულერთია. Edited June 17, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 (edited) უყურეთ ვიდეოს...პატარა გოგო ასე როგორ უნდა გაწირო?... რო გამოვა... სხვა თუ არაფერი ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად რომ ფეხზე დადგეს! Edited September 27, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 რუსთავი ორის კომენტარს თუ დააკვირდით,რომ ამ გოგოს და იმ ბიჭს ერთი გოგო მოსწონდათო. ეს გოგო არ არის დამნაშავე და იმ სასტავში კუბლაშვილის ნათესავი, ან ახლობელი იყო სტა პრაცენტი და იმიტომაც შეტენეს ამ საწყალ გოგოს.ტრაკშია საქართველოს სასამართლო სიტემა და ერთი მიშტრაფოს რა ევრო სასამართლომ მაგ თანხით ხელისუფლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 ჩვენ ვართ მთხლე საზოგადოება და რაც დრო გავა,უფრო ავყროლდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 ვინ და რატომ გაწირა ეს გოგონა? ვის რაში სჭირდებოდა ეს?აი ეს კიტხვები მკლავს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 lasha1997ჩვენ ვართ მთხლე საზოგადოებაშენ ცდები, ჩვენ საერთოდ არ ვართ საზოგადოება აუფ, ძალიან ცუდად ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 აუფ, ძალიან ცუდად ვარ ეს გირგვლიანის და რობაქიძის სიკვდილზე ნაკლები პროცესი არ არის ნანი და პატარა გოგო გაწირეს ვიღაც ჩინოვნიკის სურვილზე.აი პროსტა არ მჯერა,რომ ამ გოგომ ორი დანის ხმარებით დაჭრა ის ბიჭი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 lasha1997ეს გირგვლიანის და რობაქიძის სიკვდილზე ნაკლები პროცესი არ არის ნანი და პატარა გოგო გაწირეს ვიღაც ჩინოვნიკის სურვილზე.აი პროსტა არ მჯერა,რომ ამ გოგომ ორი დანის ხმარებით დაჭრა ის ბიჭი. ეხლა გამახსენდა, ეს ბავშვი აჩვენეს მაშინ ტელევიზიით.გალეული პატარა გოგონა იყო, როგორი სუსტი ბიჭიც არ უნდა ყოფილიყო ის თორნიკე, ვერაფრით ვერ მოერეოდა.სანამ ამ გოგონას გაწირავდნენ მანამდე ვიღაცეების ჩვენებებსაც აჩვენებდნენ - დიდ ბიჭებთან ჰქონდა ჩხუბიო.ეხლა აღვიდგინე ეს ამბავი კოშმარია რა, ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს საერთოდძალიანაც გამიხარდება თუ სტრასბურგში გამიხილავენ ამ საქმეს, ისეთი ჯარიმა უნდა დააკისრონ საკუტარი ჯიბიდან მოუხდეთ დამატება! ბავშვი კი სამუდამოდ დაამახინჯეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 ძალიანაც გამიხარდება თუ სტრასბურგში გამიხილავენ ამ საქმეს, ისეთი ჯარიმა უნდა დააკისრონ საკუტარი ჯიბიდან მოუხდეთ დამატება! ისინი აუცილებლად მიშტრაფავენ,მაგრამ ამით რა რო? ყველაზე ცუდი ის არის,რომ უმეტესობას საქართველოში ეს ჰკიდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 უახლოეს ხანში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პრესა.გე გვანცას მამას, ალექსანდრე ყუფარაძეს შეხვდა და ესაუბრა; ასევე ვესაუბრეთ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც გვანცას მამის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ყუფარაძეების პრობლემა დეტალურად შეისწავლა, გულთან ახლოს მიიტანა და პოლიტიკური დებატების დროს, ამაზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. პრესა.გე–სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლოა. ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, ეყრდნობა ალექსანდრე ყუფარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. პრესა.გე არ არის პირველი, ვინც ამ საქმეზე მასალას აქვეყნებს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი მასალა დაიბეჭდა. ახლახანს ამ თემაზე, ტელეეთერში სტუდია “ჯი ენ ესის“ ჟურნალისტის, იმედა დარსალიას მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტიც გავიდა, რომელშიც კონკრეტულ ადამიანთა მონათხრობი (როგორც ფარულად, ისე ღიად ჩაწერილი თვითმხილველების) ემთხვევა, ალექსანდრე ყუფარაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. სანამ ამ საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე გიამბობთ, მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რის გამოც გვანცა ყუფარაძე დღემდე საპყრობილეშია: 2006 წლის 9 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის დროს, 14 წლის თორნიკე ტყემალაძეს დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ეს თორნიკეს კლასელმა, გვანცა ყუფარაძემ გააკეთა. მოტივი საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ეს დაზარალებულისთვისაც უცნობია. თავად გვანცას ჩვენების მიხედვით, თორნიკეს 4 ახალგაზრდა (გვანცასთვის უცნობი, ხოლო თორნიკესთვის ნაცნობი) სცემდა და აქედან ორმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ამ ფაქტის ერთადერთმა მოწმემ, გვანცა ყუფარაძემ თანაკლასელის დაჭრის ამბავი ერთ–ერთ მასწავლებელს შეატყობინა. სკოლის სასწავლო ნაწილმა, მაია ბერძენიშვილმა შემთხვევის ადგილის შესახებ გვანცა ყუფარაძეს დაწვრილებით გამოჰკითხა, რის შემდეგაც, სკოლის თანამშრომელთა თქმით, დანაშაულის კვალი წაშალა. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წავაწყდი, რაზეც შემდგომში ყურადღება სტუდია “ჯი ენ ესმა“ გაამახვილა, თავის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გავიდა და რომელშიც ასახულია დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალის წაშლის ფაქტი, იმ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მიერ, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სწავლობდა. ეს ფაქტი გამოძიებისთვის რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. საქმის მასალებში არის ჩვენება, სადაც სასწავლო ნაწილი ამბობს, რომ მან კვალი წაშალა, რაღაც სხვა მოსაზრებების გამო“. მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ამბის შესახებ, ერთ–ერთი სააგენტოს ე.წ. ნიუსი, პირველად გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნდა..; 14 ნოემბერს ამაზე ტელეკომპანია “მზის“ საინფორმაციო გამოშვებაშიც ილაპარაკეს (მოგვიანებით ინფორმაცია “რუსთავი 2“–ზეც გავიდა), რის შემდეგაც მამამ თავისი შვილი პოლიციაში მიიყვანა – “აი, ჩემი შვილი და თუ დამნაშავეა, მოვკლავ–მეთქი, - ვუთხარი პოლიციელებს. მანამდე გვანცა პოლიციას ერთხელ ჰყავდა დაკითხული“. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, რომ დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე მოსამართლის კითხვებზე წინასწარ მომზადებულ და შეთანხმებულ პასუხებს სცემს – “როცა ეკითხებიან – წინააღმდეგობა რატომ ვერ გაუწიეო, დაზარალებული ამბობს, ჟეშტი მეჭირა, მაგრამ ბოლოს წინააღმდეგობის გაწევა შევძელი და გავიქეციო. აი, ასეთი სისულელეების დაჯერება შეძლო მოსამართლემ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა გაქცეულიყო ადამიანი, რომელსაც 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?!“ გვანცა ყუფარაძის მამის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც საქმის ირგვლივ სიმართლე იციან,ზეწოლას ახორციელებენ და ამიტომ, ხმამაღლა შიშით ვერაფერს ამბობენ. გვანცას დედა, ციალა ქავთარაძეც მე-12 სკოლაში მუშაობს – მათემატიკას ასწავლის. ალექსანდრე ყუფარაძე: “სხვადასხვა სკოლებში არაერთი ამგვარი შემთხვევა მოხდა, რასაც დირექტორისა და მოადგილეების წასვლა მოჰყვა. მე-12 საჯარო სკოლაში მანანა გორგასლიძე მეოთხე წელია დირექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორც ჩანს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი დირექტორები და სასწავლო ნაწილები ხელსაყრელია; მოზარდებს ალბათ ამგვარი ხალხის მეშვეობით უპირებენ სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლაში გამწესებას და ციხის კონტიგენტის შევსებას - რაც მეტი დაჩაგრული ბავშვი გაიზრდება, მით მეტი მონა ეყოლებათ. გვანცამ თავის ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო, ასე გამოვიდა; ჩემი შვილი სიმართლის თქმისთვის ისჯება; ცალკეული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი, რომ არ დამდგარიყო, ჩემი შვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას რომ ეთქვა ის ტყუილი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებდა (რომ თორნიკე ტყემალაძე ვითომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა), დღეს ალბათ, თავისუფალი იქნებოდა“. იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძე იმ ადგილას, სადაც თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს, ალექსანდე ყუფარაძე, მისი შვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გვიამბობს - იმ დღეს, პირველ გაკვეთილზე თორნიკემ გვანცას გარკვეული თანხა სთხოვა, რაზემ პასუხად მიუგო - მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დედას ვთხოვო და დაგეხმარებიო. ამაზე თორნიკემ უარი უთხრა. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ, ღობესთან მყოფმა თორნიკე ტყემალაძემ გვანცას თხოვნა გაუმეორა - შენს იქით გზა არ მაქვს, ეგებ დედას სთხოვოო. ამასობაში, ოთხი ახალგზარდა მოვიდა... ალექსანდრე ყუფარაძე: “როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა დღეს აგინებდნენ გამოდი თორემ ასე და ისე გიზამთო; სკოლის შენობიდან თორნიკე მასწავლებლებმა არ გაუშვეს, მაგრამ ამ ამბის შესახებ, არც მათ მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღეს თორნიკე დაჭრეს“. იმაზე, თუ რატომ წაშალეს დანაშაულის კვალი და რატომ აშინებენ იმათ, ვინც სიმართლე იცის, ალექსანდრე ყუფარაძე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, მაგრამ იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა დანაშაულის ადგილის დათვალიერება დასრულდა (ეს კი ღამის 11საათზე, ფარნის შუქზე გაკეთდა!), პოლიციის მანქანაში, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები უშუალოდ მას უმტკიცებდნენ, რომ თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს კიკვიძის ბაღში და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე შეიყვანეს. “პოლიციისთვის მთავარი იყო საქმე გახნილიყო. მათ არ ადარდებდათ, ვის დაიჭერდნენ – ნამდვილ დამნაშევეებს თუ უდანაშაულო ბავშვს. რაც შეეხება დირექციას - მანანა გორგასლიძე “ნაცმოძრაობის“ წევრია; ამასთან კახა ლომაიას კადრია – მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. გორგასლიძის წინამორბედი ლომაიას სიდედრს გადააყოლეს, რომელიც მე-12 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. საათების არქონის გამო შემცირებაში მოჰყვა, რის გამოც ლომაია სკოლის იმჟამინდელ დირექტორს დაემუქრა. 4 თუ 5 თვის შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა და დირექტორიც გაათავისუფლა“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძის მამა. პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვანცა ყუფარაძის საქმეს უნიკალურ შემთხვევად აფასებს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში სასჯელს იხდის საპყრობილის რეჟიმში, სრულწლოვან პატიმარ ქალებთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემას არასრულწლოვან ქალთა დაწესებულება არ გააჩნია. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური დებატების დროს ამაზე მიხიელ სააკაშვილს გავუმახვილე ყურადღება, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი გამოეხმაურა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს გვანცა ყუფარაძემ მიაყენა თავის თანატოლს სიცოცხლისთვის სახიფათო 7 ჭრილობა და რომ ჩემი მხრიდან გვანცა ყუფარაძის ადვოკატობა იყო არადროული და მიმართული იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერისკენ. ამის შემდეგ, გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმით უფრო ღრმად დავინტერესდი და ჩემს თვალწინ წარმოუდგენელი რამ დადგა - საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც თითქოს გვანცა ყუფარაძემ მის თანაკლასელს მიაყენა 33 ჭრილობა, ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით. ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვანცა ყუფარაძის კანონიერ წარმომადგენელს, მის მამას დავუკავშირდი; დავინტერესდი გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებით და გავარკვიე, რომ 14 წლის ასაკამდე გვანცას სემესტრულად, არც ერთი ოთხიანი არ ჰყოლია გამოყოლილი, იყო ფრიადოსანი; დახასიათებაშიც, რომელიც მე-12 საჯარო სკოლამ გასცა, წერია, რომ გამოირჩეოდა უაღრესად დადებითად და რომ არასდროს არ ჰქონია შენიშვნა მიღებული“. საქართველოს სახელით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას მიმაჩნია, რომ განაჩენი არის არაკანონიერი და უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო არ დაეყრდნო, არც ექსპერტიზის დასკვნებს და არც ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტარის განმარტებით, აშკარად იკვეთება ახალი დანაშაულის კვალი, როგორც მინიმუმ, დანაშაულის დაფარვის კუთხით. “შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო განიხილავს გვანცა ყუფარაძის საქმეს, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვფიქრობ, სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვევა. თუმცა, როგორ და რა გზით მოხდება გვანცა ყუფარაძისა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან გვანცა ყუფარაძე უპრეცენდენტო პირობებში იხდის სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის მოწყობილი არასრულწლოვან ქალთა სპეციალური დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მესამედ გავუგზავნე დასაბუთებული შუამდგომლობა, გვანცა ყუფარაძის შეწყალების აუციელებლობის თაობაზე, ჩემთვის ჯერჯერობით დაუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო, პრეზიდენტი გოგონას შეწყალებისგან თავს იკავებს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შემამსუბუქებელი უნდა ყოფილიყო – მიუხედავად გაუსაძლისი, მძიმე პირობებისა, გვანცა ციხის პირობებშიც აგრძელებს სწავლა–განათლებაზე ზრუნვას; მან წარმატებით დაძლია ყველა გამოცდა, რომელიც მეთორმეტე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს შეეხებოდა, მაგრამ გარკვეული, ხელოვნური ბარიერის გამოყენების გამო, მას 1 გამოცდით მეტის ჩაბარება მოუწია, რაც არ იყო დადგენილი მოცემული პროგრამით და რის გამოც მან ვეღარ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. ესეც ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვანცა ყუფარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ სტანდარტებს დაძლევდა და რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდა, მაშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დადგებოდა მორალური ვალდებულების წინაშე, შეეწყალებინა ეს მსჯავრდებული. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევენ“, - ამბობს პალამენტარი. პრესა.გე-ს კითხვას - თქვენი აზრით, რას ერჩოდნენ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს: “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავთ, ისევე, როგორც დირექტორს. როგორც ჩანს, გვანცა ყუფარაძე აღმოჩნდა ყველაზე დაბალი ღობე, რომელზეც შესაძლებელი იყო ხელი შეეწმინდათ“. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1216 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 newstudio მეცოდება ეგ ბავშვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.