planetanews Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. ქართული დელეგაციის წევრები ფიფას კონგრესსა და ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ქართული ფეხბურთის მესვეურები ორშაბათს, 14 ივნისს პროფესიონალ მიხეილ ყაველაშვილს სფფ-ში ელიან. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ყოფილი წევრი სფფ-ს პრეზიდენტს ქართული ფეხბურთის განვითარების მისეულ, სწორედ იმ ოთხ წლიან გეგმას წარუდგენს, რომელზეც იგი 12 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრობდა. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts