planetanews Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 http://image.geotorrents.com/images/upa5g7q2gvl4gyhbl676.png გრინის ამ შეცდომამ ინგლისს პირველი ქულები სტარტზევე დააკარგვინა.მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო მატჩში ერთმანეთის პირისპირ C ჯგუფის ფავორიტები – ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები წარსდგნენ, რუსტენბურგში გამართული შეხვედრის შედეგი, მიმდინარე გათამაშებაში, ჯერჯერობით, მაინც შეგვიძლია ყველაზე სენსაციურად მივიჩნიოთ.მართალია, ბობ ბრედლის საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ინგლისი არამხოლოდ ჯგუფის, არამედ გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიცაა და გახსნით მატჩში ბრიტანელთაგან ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობა 3 ქულის აღებას მოელოდა, თუმცა ამაოდ.ფაბიო კაპელოს შეგირდებმა მატჩის ფავორიტის სტატუსი საწყის წუთებშივე გაიმყარეს. ინგლისელებმა მატჩის პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს. მე-4 წუთზე, ჰესკის გადაცემით მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გასულმა ჯერარდმა ოსტატურად ითამაშა და ზუსტი დარტყმით, მიმდინარე ტურნირზე თავისი გუნდის ანგარიში გახსნა.მატჩის მორიგი სახიფათო მომენტი მე-19 წუთზე შეიქმნა, ამჯერად, უკვე ინგლისელთა კართან. მარჯვენა ფლანგიდან დონოვანის ჩაწოდების შემდეგ, კარის წინ მდგომი ალტიდორე ბურთს ვერ შესწვდა და ვერც დემპსმა მოახერხა შორეული ძელის დაფარვა. სამაგიეროდ, ამერიკელთა მე-8 ნომრის კარგ თამაშსა და ინგლისელთა კიპერის შეცდომას მოჰყვა გამათანაბრებელი გოლი – დემპსიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ინგლისელ მცველს თავგზა აუბნია და დაახლოებით 25 მეტრიდან არცთუ ძლიერად დაარტყა, მაგრამ როდესაც ყველას ეგონა, რომ ინგლისს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გრინმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გაუშვა გოლი, რომელმაც როგორც შემდგომში გაირკვა, მის გუნდს პირველი ქულები დააკარგვინა. ბრიტანელებს კვლავ დაწინაურება გაშვებული გოლის შემდეგ პირველივე შეტევის დროს შეეძლოთ, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან კარგად მოთამაშე ჯონსონის დარტყმა ჰოვარდმა მოიგერია.მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ლენონის კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰესკიმ ბურთი პირდაპირ ჰოვარდს გაარტყა. კიდევ უფრო სახიფათო მომენტი შეიქმნა 65-ე წუთზე, მაგრამ ამჯერად გრინის კართან. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ალტიდორმა კარაგერი ფიზიკური მონაცემებისა და სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ჯერ გრინმა მოიგერია, შემდეგ კი, მისი კარის ძელმა. 75-ე წუთზე, რუნიმ სცადა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ჰოვარდის კარში შორეული დარტყმით გატანა, მაგრამ ინგლისელთა მე-10 ნომერს მიზანმა მცირედით უმტყუნა. რამდენიმე წამში, რუნის გადაცემის შემდეგ, რაით-ფილიპსი აღმოჩნდა ძალზე კარგ მდგომარეობაში და მართალია, მან კარში ზუსტად დარტყმა მოახერხა, მაგრამ ჰოვარდი გაისარჯა უშეცდომოდ.მატჩის დარჩენილ ნაწილში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და შესაბამისად, ანგარიშიც აღარ შეცვლილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბობ ბრედლის გუნდმა ყველაზე რთული მატჩი უკან მოიტოვა, ხოლო სლოვენიასთან და ალჟირთან ამერიკელები იმისთვის იბრძოლებენ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. ასეთი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ამერიკელებს ინგლისის ნაკრების მეკარის, რობერტ გრინის ძალზე უხეში შეცდომის გამოისობით ექცათ რეალობად.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გრინის ვიზავი, ტიმ ჰოვარდი დასახელდა, რომელმაც ინგლისელთა 8 ზუსტი დარტყმიდან 7 მოიგერია. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts