planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/e095becf0c2f071.jpgრუსეთმა დღეს უარი უთხრა ყირგიზეთის თხოვნას სამხედრო დახმარების შესახებ, სამხრეთ ყირგიზეთში მზარდი ძალადობის შესაჩერებლად. კრემლის წარმომადგენელმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ვითარება „ყირგიზეთის შიდა კონფლიქტია და რუსეთი ვერ ხედავს პირობებს, რომ მის მოგვარებაში ჩაერთოს. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს დღეს მიმართა სამხედრო დახმარების თხოვნით მას მერე, რაც სამხრეთის ქალაქ ოშში სულ მცირე 75 ადამიანი დაიხოცა და ათასამდე დაშავდა ძალადობის შედეგად. შეტაკებები მოხდა ხუთშაბათს ღამით ყირგიზ და უზბეკ ახალგაზრდებს შორის უშიშროების ძალების იქ ყოფნის მიუხედავად. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთის მეორე ქალაქში, ჯალალ-აბადში. მთავრობამ ჯარს უფლება მისცა იარაღის გამოყენებისა ეთნიკური ძალადობის შესაჩერებლად. “რადიო თავისუფლება” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts