Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- გოგა ხაინდრავა – “მალე სააკაშვილი გეი-აღლუმს ჩაიბარებს”


Recommended Posts

გაზიარება

[ანნა მანია. [22:40 12.06.2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBPU1HdLo1I/AAAAAAAADw4/WEAwZmv_I3k/s200/gei.gifდღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არის, ახლა უნდა დავიწყოთ ნულიდან, ფსკერიდან ამოსვლა უნდა დავიწყოთ, ამ შემთხვევაში ვარ ყველაზე თავისუფალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. ალბათ, ასეთი უბედური აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი- აცხადებს შემართებით ყოველთვის გამორჩეული გოგა ხაინდრავა. თუ რამ აუცრუა “სტაჟიან” ოპოზიციონერს გული და რას საყვედურებს კოლეგა პოლიტიკოსებს ამ საკითხებზე “პრესა.გე-ს” ესაუბრა:

- მთაწმინდაზე, სადაც სკოლაში ვსწავლობდი, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი გული, ჩემი აღზრდა, ყველაფერი რაც მეძვირფასება. თუ შესაძლებელია, რომ შალვა შავგულიძეს, კაცს, რომელიც ჩემთვის არის ღირსების, თავდადების, ვაჟკაცობის, მებრძოლის მაგალითი არჩევნები მოუგოს მამუკა ახვლედიანმა, რომელიც არის ერთ-ერთი აპოლოგეტიც სექსუალური აღვირახსნილობის, მაშინ ქვეყანა თავზე დაგვქცევია.

ბატონო გოგა, ეს სერიოზული ბრალდებაა. რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ახვლედიანი სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია?– ჰო, მამუკა ახვლედიანი მაგათი აპოლოგეტია. დარწმუნებული ვარ, თუ ამ გზით წავედით საქართველოში გეიპარადი ჩატარდება და ერთ-ერთი მონაწილე მამუკა ახვლედიანი იქნება.

რატომ? ის ლობირებს სექსუალურ უმცირესობებს?– დიახ.ლობირებს. თუ ვინმე ლობირებს გეიპარადის ჩატარებას საქართველოში ერთ-ერთი ლობისტი მამუკა ახვლედიანია.

თუ არის შესაძლებელი, რომ ორი ასეთი მენტალობის ადამიანებს შორის უპირატესობა მიეცეს იმ პერსონას, რომელიც სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია და მის სასარგებლოდ გადაწყდეს არჩევნები ისეთ ტრადიციულ უბანში, როგორიც მთაწმინდაა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია.

თუ არაფერია ამ საზოგადოებისთვის ტრაგიკული იმაში, რომ ტანგაში გამოწყობილი კაცები ჩაივლიან რუსთაველზე, მაშინ ჩვენ სხვა საზოგადოებას მოვძებნით. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება ნამდვილად არ მინდა, სადაც ტრაგიკული არ არის,რომ მამათმავლები და სხვა და სხვა სჯულის გაუკუღმართებული ურთიერთობების მონაწილეები აღლუმს ჩაატარებენ. თუ ამაში ტრაგედია არ არის, მაშინ ჩვენი გზები სერიოზულად გაიყო და სხვა ქვეყნის შვილი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვყოფილვარ. იმიტომ რომ ეს ჩემთვის საქართველო არ არის.

კარგი, ბატონო გოგა, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ახლა, უნდა გკითხოთ, თვითმართველობის არჩევნებს როგორ შეაფასებთ?- საქართველოში არჩევნები არ არსებობს. ეს არის დაძალებები. თუ შეფასებებს მივცემთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას, მაინც არჩევანი არ არის. ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, ეს არის იძულება.

საქართველოში არჩევნები არ არსებობს, ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ცივილიზებულ მსოფლიოში არჩევნებს ეძახიან.

ყველანი ვიყავით მომსწრე აბსოლუტურად გაუკუღმართებული პროცესისა, რომელსაც აქ ჰქონდა ადგილი მთელი ამ დროის განმავლობაში. იმიტომ რომ, ეს არ იყო მარტო 30 მაისს, ეს ხდება იმ დღიდან, რაც გამოცხადდა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები. ამ პერიოდის განმვლობაში მიდიოდა ძალადობა, მიდიოდა გაუკუღმართებული ურთიერთობები ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

ძალადობა კონკრეტულად რა ფორმით ხდებოდა?– სამსახურიდან გაშვების ფორმით, მუქარებით, მოსყიდვებით, შეშინებით. უამრავი მეთოდით, რომელიც ხელთ უპყრია ამ ავტორიტარულ და აბსოლუტურად მაფიოზურ რეჟიმს, კრიმინალურ დაჯგუფებას. მათი ძალადობის მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანია. თუმცა არის რაღაც პატარა ნაწილი საზოგადოებისა, ვინც არ ეგუება, ვინც ამას ეწინააღმდეგება და არის ძალიან პატარა ნაწილი ადამიანების, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, ყველაფერი დანარჩენი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ეს არის ჯაყოს ხიზნები.

რა ჩადეთ ამ ფრაზაში?– ჩავდე ის, რაც მიხეილ ჯავახიშვილმა ჩადო. დიახ, დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი არის ნამდვილი ჯაყო, რომელიც აუპატიურებს ამ საზოგადოებას, აუპატიურებს ამ ქვეყანას და ის ადამიანები ვისი მოვალეობაც არის ამის აღკვეთა, გადატრიალებულები ვართ ზურგით და ვიყურებით სხვა მხარეს, ვითომ არაფერი ხდება.

საზოგადოების თხოვნა იყო ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა, ახლა ჩნდება პარტიები შემდეგი სლოგანით-ყველა ნოღაიდელის გარეშე, როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას?– ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული საბაბი, იმისთვის რომ საკუთარი უსუსურობა, ხშირ შემთხვევაში საკუთარი კომპლექსები რაღაცით შეენიღბათ. იმიტომ რომ, ნოღაიდელი არაფერს წარმოადგენდა არც ადრე, არც ახლა და არც არასოდეს იქნება რაიმე სერიოზული პრობლემის მატარებელი.

ჩემი აზრით, ერთადერთი რისთვისაც ნოღაიდელი გამოჩნდა ამ ასპარეზზე და ეს პირნათლად შეასრულა, იყო ხელისუფლების მცდელობა ოპოზიციის დაპირისპირების და გახეთქვის, ძალიან კარგად იყო ეს ფანდი გამოყენებული სააკაშვილის მიერ. რაც მთავარია და ამავე დროს, რაც ჩემთვის ძალიან სავალალოა, ოპოზიციამ ეს ჭამა, გადაყლაპა ფანდი და დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა ნოღაიდელის წინააღმდეგ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ნოღაიდელი? ეს იყო კაცი რომელმაც იკადრა რუსეთის მმართველის წინაშე თავჩაქინდრული დგომა და იმ ძალასთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც განსაზღვრავს საქარველოს ყოფას დღეს და ეს ყოფა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფა რეალურად ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაა, ეს არის ძალადობა და საქართველოს სუვერენული უფლებების ფეხქვეშ გათელვა მეტი მას არაფერი გაუკეთებია.

არა მგონია, რომ ეს იყოს საბაბი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა შესაძლებლობა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისა. ახლა, ის რომ, ნოღაიდელი არსებობს ამ ქვეყანაზე ეს არის ფაქტი, ის რომ პრორუსული განწყობების ამ ქვეყანაში ესეც არის ფაქტი. ის რომ ტრადიციულად არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც მზად არიან, ვისაც გინდა მიეყიდონ, მოწინააღმდეგეს, ეშმაკს, ჯანდაბას და ოხრობას საკუთარი ინტერესების და საკუთარი კეთილდღეობის გამო ესეც არის ფაქტი.

არაფერი ახალი აქ არ არის, ახლა იმის გაოცება, აუუჰ, როგორ აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც მზად არის ოკუპანტებს ელაპარაკოს აბსურდია, ეს არის სიცრუე, ეს არის თვალმაქცობა, იმიტომ რომ, ერთი ეპოქა და ეპიზოდი გამახსენონ საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში არ არსებობდნენ. ისინი არსებობენ ყოველთვის და იარსებებენ ყოველთვის.

დარწუნებული ვარ, სულ ცოტა დრო გავა და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ლაყუჩებს იხევდა ფორმულით ყველა მინუს ერთი ისევე წაცუნცულდება მოსკოვში მოლაპარაკებებზე, როგორც წაცუნცულდა ნოღაიდელი და ამას ძალიან მალე ნახავთ თქვენ, ძალიან მალე, ზუსტად ის ადამიანები, ვინც აი, ამ პროცესში, თავს იკლავდნენ,ყველა მინუს ნოღაიდელიო, აღმოჩნდება, რომ ეს იყო საბაბი გვერდზე გადგომის. ეს, ჩემი აზრით, არის შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და აბსოლუტურად ფუჭი ოცნება.

ერთადერთი რაც დაანგრევს ამ ბოროტების კოშკს საქართველოში ეს არის ერთობა, ხალხის ერთობა, პოლიტიკური ძალების ერთობა მიუხედავად იმისა, ვინ რომელი კარის მიმართულებით ყნოსავს ჰაერს. ნებისმიერ გონიერ პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე რაიმე შედეგის მიღწევა საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის სრუილიად ილუზორული. დღეს ეს არის რთული, კი ბატონო, ეს არის არაპოპულარული, კი ბატონო, ამის განხორცილება ძნელია, კი ბატონო, რუსეთს თავისი მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ზემოდან წამოაჯდეს ნებისმიერ ვითარებას საქართველოში, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ხელი ჩავიქნიოთ და უარი ვთქვათ ამ პროცესზე: საკუთარი ქვეყნის განკურვაზე, გამოჯანმრთელებაზე და ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობაზე.

ის ისტერია, რომელიც იყო მოწყობილი ნოღაიდელთან დაკავშირებით ეს იყო შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და შედეგიც ზუსტად ის დადგა, რა შედეგიც უნდა დამდგარიყო. იმიტომ რომ ნოღაიდელის გამო ერთობაზე უარის თქმა იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი, დიდი ხანია გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ილუზია გააჩნიათ, რომ იმათ დამოუკიდებლად შეუძლიათ რაღაც სერიოზული შედეგების მიღწევა და ჩვენ დიდ ხანს გვესმოდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, აღმოჩნდა რომ „გაიმარჯვეს“ კიდეც.

ერთი სააკაშვილმა გაიმარჯვა აგვისტოს ომში, მეორე რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში. თუ ვინმე თვლის, რომ ის შედეგი, რაც მათ მიიღეს ეს არის გამარჯვება ესე იგი ჩვენ სხვა და სხვანიარად გვესმის რა არის გამარჯვება და სხვადასხვანაირად გვესმის რას ნიშნავს რეალობა.

თქვენ დაამკვიდრეთ ტერმინი კომბლების პოლიტიკა, ხომ არ დადგა უკვე კომბლების დრო?– დიდი ხანია ეს დრო დადგა, რაც უფრო მეტი ხანი გადის და რაც უფრო მეტი შტრეიხბრეხენული ძალა ჩნდება ქართულ საზოგადოებაში, რომელიც საქართველოში ილუზიას ქმნის პოლიტიკური პლურალიზმის და არჩევითობის პრინციპის პრიმატობის, ამის აუცილებლობა მატულობს.

ვთვლი, რომ ეს არის შეგნებულად, თუ შეუგნებელად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოების დამონებაში ხელშეწყობა, მიუხედავად ჩემი დიდი მხადაჭერისა და პატივისცემისა ირაკლი ალასანიასადმი ის განცხადებები, რომლიც მან გააკეთა არჩევნების მერე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.ეს არ არის სიმართლე, რომ შესაძლებელია, რომ ერთადერთი გზა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ეს არჩევნების გზაა.

მე გული ძალიან მწყდება, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ მინდა, გავიმეორო: – „ირაკლი, ეს არ არის სიმართლე, აი, შენთვის შეიძლება ერთადერთი გზა ეს არის, ოღონდ მინდა დაგარწმუნო, ჩემო კარგო, რომ სანამ სააკაშვილის რეჟიმია ამ ქვეყანაში, შენ ამ გზით ცვლილებს ვერ მიაღწევ“.

მითუმეტეს, გამოცხადება, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, იქ დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას, არის ბრძოლისგან გარიდება. არა, ის არ არის ბრძოლისგან გარიდება, რასაც ბატონი ბერძენიშვილი ბრძანებდა სუბარზე, არამედ ზუსტად ეს არის ბრძოლისგან გარიდება. სუბარი ბრძოლაში რჩება და აი, ბერძენიშვილი ბრძოლას გაერიდება, ისევე როგორც ეს ალიანსი. ეს არის ბრძოლისგან გარიდება, დალოდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ზუსტად ბრძოლიდან გარიდება და სააკაშვილის ბნელი ზრახვების ნებსით უნებლიედ მხარდაჭერა.

არსებობს ვარაუდი, რომ ალიანსიდან წასული კოკა გუნცაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, სოზარ სუბარი და სხვათა შორის, ლევან გაჩეჩილაზე არის საუბარი ბურჯანაძის ბლოკში ვიხილოთ...– ასეთი მოლაპარაკებები არსებობს, ასეთი შესაძლებლობა არსებობს,ეს არ ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან, რას ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან? ეს არის არასწორად საკითხის დაყენება, იქნება, ნინო ბურჯანაძის ხილვა გველის ლევან გაჩეჩილაძესთან, სოზართან და კოკა გუნცაძესთან.

ის არ უდირიჟორებს ამ პროცესებს?– რატომ უდირიჟორებს? როდის იყო, რომ ოპოზიციის პროცესებს ნინო ბურჯანაძე დირიჟორობდა? რამდენადაც ვიცი, როგორი არჩევანის გაკეთდება, იმის მიხედვით გადაწყდება. რახან დღის წესრიგში დგება საკითხი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, იქ აუცილებლად დადგება კანდიდატის საკითხი, თუ ასეთი ერთობა მოხდება, სხვათა შორის, ამ ერთობაში ირაკლი ოქრუაშვილიც მოიზარება, ამ ერთობაში მოიაზრება სხვა პერსონებიც და მათ შორის, გამოიკვეთება ლიდერი.

ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. აუცილებელია ამ ერთობის ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აპირებს თანამშრომლობას ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ, ამ თანამშრომლობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არის ილუზია და ძალიან მავნე ილუზია. ამის მოწმეები ჩვენ ერთხელ ვიყავით, როცა დაიწყო სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ჯერ მოლაპარაკებები, მერე დაიწყო მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოსთან და კანონთან დაკავშირებით, მერე წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყო ძალიან ცივილურ ფორმებში, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევაში, ის ძალები, რომლებიც ოპოზიციიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესში პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ, არაფერი იოტისოდენაც კი, ნაციონალურ მოძრაობას არ შეუცვლია.

ჩვენ ვაფრთხილებით ამის შესახებ, ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ვიძახდით, რომ ეს არ არის ძალა, რომელსაც კოპრომისების, შეთანხმების ან რაიმე სახის ცივილიზებული დიალოგის უნარი გააჩნია. ესენი არიან კრიმინალები, ნარკორეალიზატორები. უამრავი მძიმე კრიმინალური და ასევე სახელმწიფო დანაშაულის ავტორები. ამიტომ მათთან ცივილიზებული დიალოგის შედეგად რაიმე რესურსის მიღება შეუძლებელია, ვისაც უნდა ამ მითით იცხოვროს იმან იცხოვროს დიახ, ვისაც უნდა, ჩემი ძმით დაწყებული რომელიც იმავე ალიანსის წევრია, სადაც ირაკლი ალასანიაა და ვისიც გინდათ დამთავრებული. ჩემთვის პლატონი ძვირფასია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანი.

ამიტომ ვინც გინდა იყოს იქ, ეს არის ილუზია, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩვენ არა ერთხელ დავრწმუნდით ამაში. შედეგი, რომელიც ასე ვთქვათ წარმოდგენილია, ამ შემთხვევაში მცდელობა მისი წარმატებით წარმოსახვისა არის სამარცხვინო და თუ დროზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული ამასთან დაკავშირებით და თეთრს თეთრი დაერქმევა და შავს შავი, ხომ ძალიან კარგი, თუ არადა, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პოლიტიკის მქონე ადამიანების შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც იყო საპარალმენტო არჩევნების დროს და ახლა თვითმართველობის არჩევნების დროს, ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთადერთი ლიდერი ოპოზიციური ძალაო, ეს სასაცილოა.

ირაკლი ალასანია დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა და არც საპრეზიდენტო არჩევნებს დასწრებია და არც საპარალამენტო არჩევნებს, ამიტომ არ იცის რას ნიშნავს ეს დროებითი წარმოჩენა, ასე ვთქვათ, ლიდერ ოპოზიციური ძალად. რასაც ვანო მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა წერს, იმ „შედეგების“ უმტკივნეულად მიღება. უნდათ ადამიანებს ილუზიებში ყოფნა და იყვნენ, მაგრამ ეს მათ ავტორიტეტს ლახავს, მათდამი ნდობას და სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობასაც ჩრდილს აყენებს.

– არჩევნები დამთავრდა „დაიცავი საქართველო“ ბრძოლის ახალ ეტაპს როგორ ხედავს?– ჩვენთვის ეს ეტაპი არ ყოფილა, ამ ეტაპში არც ვმონაწილეობდით, არანაირი ილუზიები ამასთან დაკავშირებით არ გვქონდა და არც არანაირი მოლოდინები ყოფილა. უფრო სწორად, რა მოლოდინიც იყო სწორედ ის მოლოდინი ახდა. ვანო მერაბიშვილმა თავის მშობლიურ კომერსანტში წინ და წინ განაცხადა, თუ რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე.

ყველა ჩვენთაგანი კომბლად უნდა გადაიქცეს. ეს ერთადერთი გზა, რაც დაგვიტოვეს. ილუზიებს თავი უნდა დავანებოთ, ამ ჯოჯოებს კომბლების მეტი არაფერი უშველით, კომბლებით თუ გავყრით აქედან. თორემ სხვა შემთხვევაში ყველა გზა მიდის მამათმავლების აღლუმისკენ საქართველოში. სააკაშვილის მეთაურობით ჩატარდება ეს აღლუმი. დიახ, სწორედ სააკაშვილი ჩაიბარებს საქართველოში გეი-აღლუმს.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

2907431438646605030-7835951369061570673?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...