planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 გაზიარება[ნინო მაისურაძე. 22:40 12.06.2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBPlWFFaNpI/AAAAAAAADxA/JH1RyFtnNkU/s200/kristi.gifრუბრიკის სტუმარია მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია.- კრისტი, ვიდრე ჩვენს ფსიქოლოგს დაუხასიათებიხარ, თვითონ შეაფასე შენი თავი.- ზოდიაქოთი სასწორი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის დიდად არ მჯერა, ჩემს ზოდიაქოს ვამართლებ. მერყევი ხასიათი მაქვს, შემიძლია, ყველაფერზე ვიწუწუნო.- ქუჩაში შენს ორეულს რომ შეხვდე, რა რეაქცია გექნება?- იმ პიროვნებით აუცილებლად დავინტერესდები. მივალ და გავიცნობ. პრინციპში, ასეთ რაღაცებს მიჩვეული ვარ, რადგან ყველა პენელოპა კრუსს და ჯულია რობერტსს მამსგავსებს. მართალია, პენელოპა ძალიან მომწონს და ვაფასებ მის შემოქმედებას, მაგრამ დიდად არ მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, პენელოპას ჰგავხარო.- რას ნიშნავს ლათინურად "ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ"?- ლათინურ ენას პირველ კურსზე მასწავლიდნენ... "ჰომო" ადამიანს ნიშნავს... ვერ ვიხსენებ.- "ადამიანი ადამიანისთვის მგელია". წარმოიდგინე, დილით იღვიძებ და მამაკაცი ხარ...- უი! ეს რომ მოხდეს, ვიღაცამ ჯადო უნდა გამიკეთოს (იცინის). რაღას ვიზამ, მაგრამ მირჩევნია ქალად დავრჩე, რადგან ქალად ვარ დაბადებული. ისე, კაცად რომ დავბადებულიყავი, "ბაბნიკი" არ ვიქნებოდი. ასეთ კაცებს ვერ ვიტან. მექალთანე კაცი თავის თავს უმტკიცებს, რომ მაგარია. არადა, ასეთი კაცები ჩემს თვალში "ბანძები" არიან.- კრისტიან დიორის გარდაცვალების შემდეგ "დიორის სახლს" ვინ ჩაუდგა სათავეში?- გალიანო და ჯანი ვერსაჩე რომ ხელმძღვანელობდნენ "დიორის სახლს", ვიცი. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ვინ ჩაუდგა სათავეში, არ მახსოვს. - ივ სენ ლორანი. წარმოიდგინე, ქუჩაში ხედავ კობა ხაბაზს, რომელიც ნაყინს ყიდის...- რა არის ამაში გასაკვირი? გიგი უგულავა ხორცსა და ბენზინს ყიდდა... იცით, რა, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი პიარია. მიუხედავად იმისა, რომ ნაყინი ძალიან მიყვარს, ხაბაზისგან არ ვიყიდი. - კახა ბენდუქიძემ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ რომ დაგპატიჟოს, წაჰყვებოდი?- ბენდუქიძეს რატომ უნდა წავყვე, ვიცნობ?- დავუშვათ, იცნობ...- თუ ვიცნობ და ვმეგობრობთ, დელეგაციასთან ერთად თუ გაემგზავრება სადმე, გავყვებოდი. - ვინ გადაიღო ფილმი "შერეკილები"?- არ მახსოვს... ფილმი კი ნანახი მაქვს... შეიძლება შენგელაიამ გადაიღო.- დიახ, ელდარ შენგელაიამ გადაიღო. წარმოიდგინე გუბე, ჩაიხედე შიგ და აღწერე, როგორ გამოიყურები...- გადაწეული თმით და გამოკვეთილი თვალებით. საერთოდ, თვალები ადამიანის სარკეა. ყველა ადამიანს თვალებით ვშიფრავ, ამის ნიჭი ნამდვილად მაქვს. - სააკაშვილმა 100 დღით პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოს, რას გააკეთებდი?- სასტიკ უარს ვიტყოდი, მაგრამ თუ მაინც გამაპრეზიდენტეს, ჭკვიან მრჩევლებს დავიყენებდი. აბა, მე სად შემიძლია სახელმწიფოს მართვა? ყველაფერს დავანგრევდი (იცინის). - მილიონი ლარი რომ მოიგო, რას გააკეთებდი?- ჩემს შვილს ჩავკიდებდი ხელს და პარიზში გავფრინდებოდი. მისი ოცნებაა დისნეი ლენდში წასვლა. იქიდან კი რომელიმე კუნძულზე გადავფრინდებოდი და ერთ თვეს კარგად დავისვენებდი. მაქვს პროექტები, რომელთა განხორციელება ჩემი ოცნებაა და იმ კუნძულზე, წყნარად და მშვიდად დავწერდი ყველაფერს. საერთოდ, ასეთი რამის გაკეთებას საუცხოო გარემო ესაჭიროება. აი, ამაში დავხარჯავდი მილიონს. სხვებივით არ დავიწყებ, მილიონი რომ მქონდეს, უპატრონო ბავშვთა სახლს შევწირავდიო. ამასაც გავაკეთებდი, ოღონდ ხმაურის გარეშე.- ერთ მშვენიერ დღეს საყვარელმა მამაკაცმა მოულოდნელად რომ მიგატოვოს და გაუჩინარდეს, 2 თვის შემდეგ კი შერიგება გთხოვოს, შეურიგდები?- თუ გაუჩინარდა და ვერ დავუკავშირდები, ვიფიქრებ, რომ რაიმე უბედურება შეემთხვა. მაგრამ თუ "მოტყდა" და ორი თვის შემდეგ ისევ მე მოვუნდები, რა თქმა უნდა, უარით გავისტუმრებ. მეტი საქმე არ მაქვს, ვაპატიო.ფსიქოლოგის დასკვნამარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირდაპირი და ალალი ადამიანია. თუ რაღაც არ მოსწონს, ყოველთვის ხმამაღლა ამბობს. ცხოვრებაში არაფერი უკვირს. უყვარს კომფორტი, ხალხთან ურთიერთობა. არის კრიტიკული საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. გაზეთი ”ყველა სიახლე” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts