Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთში სამართლიანობას კლავენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif

 

ვაცლავ ჰაველი

 

12 აპრილს მოსკოვში სასტიკად ჩაცხრილული მოსამართლის ედუარდ ჩუვაშოვის სიკვდილმა, ახალი სახელი შემატა იმ ადამიანთა მკვლელობების სიას, რომლებიც რუსეთის ყველა უდანაშაულოდ მოკლული ადამიანისთვის  სამართლის მიღწევას ცდილობენ, რაც მომავალი რუსული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

 

ედუარდ ჩუვაშოვი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე მოსამართლეს შორის, რომლებსაც შესწევდათ ძალა  მთავრობის და შსს-ს მაღალჩინოსანთა გავლენიანი წარმომადგენლების ნებას შეწინააღმდეგებოდნენ. კერძოდ მან რამდენიმე მათგანი ციხეშიც გაისტუმრა. ახლახანს, სამწუხაროდ ცნობილი ნეონაცისტური ჯგუფის განაჩენთან დაკავშირებით, მისი მისამართით მუქარები გაისმა.

 

დასავლური პრესა დღემდე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის საქმიანობას აღწერდა, როგორც ქვეყნის ლიბერალიზაციის ეტაპს, რუსულ საზოგადოებაზე სახელმწიფოს ავტორიტარული მარწუხების შესუსტების პერიოდს. ზოგიერთები იმასაც კი ფიქრობენ, რომ დიმიტრი მედვედევის მოსვლამ უახლოეს მომავალში შეიძლება ახალ „პერესტროიკას“ დაუდოს სათავე.

 

და მაინც იმ შეკვეთილ დანაშაულთა დეტალები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უფლებადამცველ ნიკოლოზ გირენკოს და ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობით დაიწყო, გამოძიებას დღემდე არ გაურკვევია. მეტიც, 2009 წელს (უფრო ზუსტად მედვედევის პრეზიდენტობის მეორე წელს) ქვეყანაში ასეთი დანაშაულების ახალი შემაშფოთებელი სერია დაიწყო.

 

სტანისლავ მარკელოვი, ნატალია ესტემიროვა, მაქშარიპ აუშევი და ივან ხუტორსკი – ყველა მათგანი 2009 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსეთის რეპუტაციის გაუმჯობესებას  და დარღვევებზე სიმართლის თქმას. ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი ხშირად უძღვებოდა ისეთ უფლებადაცვით საქმეებს, რომელსაც ხელსაც კი არავინ აკარებდა. ის ისეთ საკითხებზე მუშაობდა, რომლებიც ჩეჩნეთში ომს და ძალადობას, ასევე იმ ნეონაცისტურ საშინელებებს უკავშირდებოდა, რაც მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და სხვა რუსული ქალაქების ქუჩებშია გაბატონებული.

 

ნატალია ესტემიროვა, „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი, მტკიცედ იყო განწყობილი იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს მათ უახლოეს წარსულზე სიმართლე გაეგოთ და რესპუბლიკაში ადამიანთა გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებს იძიებდა. სინამდვილეში იგი ჩეჩნეთში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო გახლდათ. მაშკარიპ აუშევი ინგუში ჟურნალისტი და ოპოზიციონერი იყო, ის გავლენიან ინტერნეტ-საიტს მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც 2008 წელს მუჰამედ ევლოევი დაკითხვის დროს მილიციელებმა მოკლეს, ხოლო ცნობილი მოსკოველი ანტი-ფაშისტი ივან ხუტორსკი ანტი-ფაშისტურ ღონისძიებებს მართავდა.

 

მკვლელებმა, მთელი მათი შრომა წყალს გაატანეს.

 

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს ამ ტრაგედიების ტალღას. იმ ადამიანების მკვლელობაზე თვალის დახუჭვით, რომელთა ერთადერთ მიზანსაც ადამიანური ღირსების დაცვა წარმოადგენდა, რუსეთი უკეთესი მომავლისადმი რწმენის უკანასკნელ სხივებს აქრობს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა იმაში, რაც ნებისმიერი მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს: სიცოცხლის დაცვა და თითოეული მისი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არც ერთი ეს მკვლელობა წესიერად არ გამოძიებულა და ამ დამნაშავეებიდან დღემდე არც ერთი არ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე.

 

მეტიც, დაუსჯელობის მსგავსი ატმოსფერო ბოროტმოქმედებს მომავალი დანაშაულებებისთვის ახალისებს. ის, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები, გარკვეული ეჭვების საფუძველზე, შეიძლება გარეულები იყვნენ ზოგიერთ ამ დანაშაულში, ცხადყოფს თუ რა რთული და ღრმაა ეს პრობლემა. ბრალდებები საფუძვლად უნდა დაედოს საქმის დეტალურ გამოძიებას, თუკი რა თქმა უნდა, სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები ცარიელი სიტყვები არ არის. რაც უფრო ადრე გამოავლენს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის ნებას, მით უფრო ჩქარა განვითარდება რუსეთთან საერთაშორისო კონსტრუქციული თანამშრომლობა.

 

ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსეთის მთავრობას მათ დაცვას ვთხოვთ, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია, ვთხოვთ უზრუნველყოს უფლებადამცველების, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი იურისტების მკვლელობების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. პოლიტიკურმა ლიდერებმა ცხადად და მკაფიოდ უნდა გამოხატონ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საშინელი დანაშაულებების მიმართ. მათ ხაზი უნდა გაუსვან იმას, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისა და მთლიანობაში სახელმწიფოს ჯანმრთელობისთვის იმ ადამიანების მკვლელობა, რომლებიც საზოგადოების ინტერესებში მოქმედებენ. თავის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამონახოს აუცილებელი რესურსი იმისთვის, რომ მხარდაჭერით, დაცვით და თავშესაფრით უზრუნველყოს ყველა რუსი უფლებადამცველი.

 

ტექსტს ხელს აწერენ: ელ ჰასან ბინ ტალალი – იორდანიის პრინცი, ანდრე გლუქსმანი – ფილოსოფოსი, ჰანს კიუნგი – თეოლოგი, დეზმონ ტუტუ – კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, იოჰეი სასაკავა – კეთილი ნების ელჩი, კარლ შვარცენბერგი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი – გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი, ფრედერიკ ვილემ დე კლერკი – სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, გრიგორი იავლინსკი – რუსეთის ლიბერალური პარტიის „იაბლოკო“-ს ლიდერი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...