newstudio Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 რიჩარდ აბნეგოსენატორი ტეხასის შტატიდან ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს პრობლემები ტრადიციულ ფასეულობებთან კავკასიელ მიგრანტთა მენტალური კონფლიქტის ჭრილშიამონარიდი აშშ სენატში სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით წაკითხული მოხსენებიდან:მაგალითისთვის მოვიყვან დალასის საოლქო სასამართლოში წარმოებულ პროცესს “აშშ ჯონდო ქიზიყურაშვილისა და მარლენ ჩხავერიანის წინააღმდეგ”.ზემოთ აღნიშნული პიროვნებები დაკავებულ იქნენ ლუდის ბარში წამოწყებული დებოშის გამო.აღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში კონფლიქტურმა მხარეებმა ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ამ დროს მოქმედებდნენ საოცრად შეთანხმებულად, რის გამოც საჭირო გახდა საგანგებო რეაგირების რაზმის გამოძახება.თვით პროცესზე კიდევ უფრო გართულდა საქმის ვითარება, რაც გამოიწვია მოწმეთა მიერ ერთხმად მიცემულმა ჩვენებებმა, რომელთა თანახმადაც, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩხავერიანმა აღმართა ლუდით სავსე კათხა და ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა უსურვა ქიზიყურაშვილის ახლობლებს.საპასუხო მადლობის ნიშნად ქიზიყურაშვილმა ლუდით სავსე კათხა თავზე გადააფშვნა ჩხავერიანს და გამოთქვა სურვილი, რომ ამ უკანასკნელის დედა ეხილა შიშველ მდგომარეობაში…პროცესზე წარმოდგენილი იქნა ძიების მიერ მოპოვებული ჩხავერიანის დედის სურათი, რომელმაც საგონებელში ჩააგდო მოსამართლე პარსონსი.აღნიშნული ქალბატონის შიშვლად ხილვის სურვილის მოტივის ანალიზისთვის საგანგებოდ იქნა მოწვეული კომისია შემდეგი შემადგენლობით:1. დოქტორი იან გარბარეკი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე;2. დოქტორი კლოდ რენიე, არკანზასის იურიდიული კოლეჯის სამართლის ისტორიის კათედრის გამგე;3. დოქტორი ენდრიუ ჯეიმსი, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტიკური ესთეტიკის კათედრის პროფესორი;4. დოქტორი არნო კიაინენი, აიდაჰოს უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელი;5. სკოტ გოლდბერგი, პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქის ბიჰევიორისტიკის საკითხებში;6. სექსოპათოლოგი სიგიზმუნდ კემულარია, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.ორთვიანი მუშაობის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ქალბატონის ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, მისი შიშველი სხეულის ხილვის სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქიზიყურაშვილის ქვეცნობიერით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მისი ტომის რთულ გენეტიკურ ისტორიას და, შესაბამისად, სამეცნიერო ანალიტიკას არ ექვემდებარება.ამდენად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მსგავს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, პოლიციას უფლება მიეცეს… წაუყრუოს… (?) http://www.facebook.com/note.php?note_id=309807770492&id=100000142773850 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ააააააააააააააააააააააააააა ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ძალიან სისტი გულის ხალხი ესენი.აქაც რომ ვუყურებ, ზოგჯერ ვერ ვგებულობ რა სჭირთ. აგვისტოს ომის დროს მიტინგი გავმართეთ რუსეთის საელჩოსთან და სიტყვით გამოვედი. ხო და ეხლა ზვიადის მიტინგები რომ მახსოვდ კაცს ბოლოს დავიყვირე სამჯერ მიკროფონში, "საქართველოს გაუმააარჯოს!!!!!" პირველ დაყვირებაზე ქართველობა ამყვა და ჩეხები კინაღამ გაიქცნენ მიტინგიდან, მეორე დაყვირებაზე შეჩერდნენ და მხოლოდ მესამე გაიჟღეა საყოველთაოდ, როდესაც აგვყვნენ ესენიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ორთვიანი მუშაობის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ქალბატონის ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, მისი შიშველი სხეულის ხილვის სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქიზიყურაშვილის ქვეცნობიერით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მისი ტომის რთულ გენეტიკურ ისტორიას და, შესაბამისად, სამეცნიერო ანალიტიკას არ ექვემდებარება. ) ამდენად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მსგავს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, პოლიციას უფლება მიეცეს… წაუყრუოს… (?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 newstudioაღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში კონფლიქტურმა მხარეებმა ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ამ დროს მოქმედებდნენ საოცრად შეთანხმებულად, რის გამოც საჭირო გახდა საგანგებო რეაგირების რაზმის გამოძახება.ეს რა გამოდის?!ჯერ ერთმანეთს დასცხეს და მერე ორივემ ერთად კოპებს?საგანგებოდ იქნა მოწვეული კომისია შემდეგი შემადგენლობით:1. დოქტორი იან გარბარეკი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე;2. დოქტორი კლოდ რენიე, არკანზასის იურიდიული კოლეჯის სამართლის ისტორიის კათედრის გამგე;3. დოქტორი ენდრიუ ჯეიმსი, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტიკური ესთეტიკის კათედრის პროფესორი;4. დოქტორი არნო კიაინენი, აიდაჰოს უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელი;5. სკოტ გოლდბერგი, პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქის ბიჰევიორისტიკის საკითხებში;6. სექსოპათოლოგი სიგიზმუნდ კემულარია, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი. და ამოტოლა კომისიამ მაინც ვერ გაარკვია რაში იყო საქმე?! არა რაა, რაც მაგრები ვართ - ქართველები ვართ! :yes: :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.