planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/haveli-vaclav_big.jpgრუსეთში სამართლიანობას კლავენ, – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გაზეთი Liberation ვაცლავ ჰაველისა და მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეების ღია წერილს . წერილის ადრესატები არიან რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და რუსთის ხელისუფლება. “12 აპრილს მოსოვში უმოწყალოდ დახვრეტილი მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი იმ ადამიანთა გრძელ ნუსხას შეემატა, რომლებიც რუსეთში სამართლიანობისთვის დახოცეს”, – ასე იწყბა სტატია, რომელშიც ნახსენებია ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მოკლეს. ვაცლავ ჰაველი იხსენებს ანა პოლიტკოვსკაიას, სტანისლავ მაკაროვს, ნატალია ესტემიროვას, მაკშარიპ აუშევს, ივან ხუტორსკის და აცახადებს, რომ ეს ადამიანები მთელი ძალით ცდილობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის რეპუტაცია გაეუმჯობესებინათ. “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ტრაგედიის ამ ჯაჭვს. იმ ადამიანების მკვლელობაზე თვალის დახუჭვით, რომელთა ერთადერთ მიზანს ადამიანის ღირსების დცვა წარმოადგენდა, რუსეთის ნათელი მომავალის იმედი კვდება. რუსეთის ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა საკითხში, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი იზანი უნდა იყოს: ადამიანების სიცოცხლის დაცვა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხობა. არც ერთი ამ მკვლელობათაგანი არ იყო სათანადოდ გამოძიებული და არც ერთი დამნაშავე არ წარმდგარა მართლმსაჯულების წინაშე”, – ნათქვამია სტატიაში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> აქვე აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ის ფაქტი, რომ რუსული უშიშროების ძალები შესაძლებელია, ჩართული იყვნენ ამ კრიმინალურ ქმედებებში, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველა დამნაშავის გამოვლენა ძირითადი მიზანი უნდა იყოს, თუკი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები სამართლებრივი სახელმწიფოს შენების შესახებ ცარიელი სტყვები არ არის. რაც უფრო მალე აჩვენებს რუსეთის ხელისუფლება ნებას, რომ მზად არიან თავიანთი მოქალაქეები დაიცვან, მით უფრო მალე დამყარდება რუსეთან საერთაშორისო კონსტრუქციული ურთიერთობები”, – ნათქვამია წერილში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი საზოგადო დ პოლიტიკური მოღვაწეები სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, დაიცვან ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია და ხელი შეუწყონ უფლებადამცველთა, ჟურნალისტთა და დამოუკიდებელ იურისტთა მკვლელობების გამოძიებას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“პოლიტიკურმა ლიდერებმა ღიად და ნათლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ამ საშინელი მკვლელობების მიმართ, საერთაშორისო საზოგადეობამ კი მხარდაჭერა, დაცვა და თავშესაფარი მისცეს რუსეთში საფრთხეში მყოფ ადამიანის უფლებადამცველებს”, – ნათქვამია წერილში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ღია წერილს ხელს აწერენ იორდანიის პრინცი ელ ჰასან ბინ ტალალი, ფილოსოფოსი ანდრე გლიუკსმანი, თეოლოგი ჰანს კიუნგი, კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დესმონდ ტუტუ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იოხეი სასაკავა, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ვილემ დე კლერკი, რუსეთის ლიბერალური პარტია “იაბლოკოს” ლიდერი გრიგორი იავლინსკი. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts