planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg AFP რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, რომელიც ხუთშაბათს 10 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს სრულდება, სააგენტო „ფრანს პრესს“ და ფრანგულ ტელეკომპანია France 2–ს ინტერვიუ მისცა. 2014 წლის ოლიმპიურ დედაქალაქ სოჭში საკუთარ რეზიდენციაში მან ევროსთან დამოკიდებულებაზე, ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკასა და რუსეთში თავისუფლებაზე ისაუბრა. რუსეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია „იდეალური არ არის“. „იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას სიმწიფისთვის არ მიუღწევია, ძალა არ მოუკრებია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ამგვარი მანიპულაციების ჩატარება უფრო მარტივია“, – ფიქრობს პუტინი. „ამ მხრივ ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მომწიფდეს, გაიზარდოს, განმტკიცდეს და საკუთარ ძალას გრძნობდეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში სხვა ქვეყნების დადანაშაულებაც შეიძლება, რითაც დაფარულად დასავლეთის ქვეყნების რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე მიანიშნა: „საკუთარი წესების და სტანდარტების სხვებისთვის თავს მოხვევა – ევროპული ქვეყნების დიდი ხნის ტრადიციაა. გაიხსენეთ კოლონიზაციის პერიოდი, მაგალითად, იგივე აფრიკაში. ევროპელები იქ საკუთარი ბრძანებებით ჩადიოდნენ, საკუთარი წესებით. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ძველი ტრადიცია დემოკრატიზაციაში გარდაიქმნა“. რუსეთში პიროვნების კულტი არ არსებობს. „ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ დღევანდელ რუსეთში ეს შეიძლება განმეორდეს“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ „თანამედროვე რუსულ საზოგადოებას ჰყოფნის სიმწიფე იმისთვის, რომ არ დაუშვას იმ პროცესების განვითარება, რასაც ჩვენ გასული საუკუნის 1930–იან, 1940–იან, 1950–იან წლებში შევეჯახეთ“… ირანის სანქციების წინააღმდეგ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რუსეთის პრემიერმა ირანის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, აღნიშნა რა, რომ „დიდწილად ეს არაეფექტურია“. უკვე ამ ინტერვიუს შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი მიიღო. „მისტრალის“ ყიდვას „ტექნოლიგიების გადაცემაც“ უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთს და საფრნაგეთს შორის, პუტინი კვლავ „მისტრალის“ კლასის ფრანგული ხომალდის შესაძლო ყიდვის თემას მიუბრუნდა. პრემიერის აზრით, „ეს გარიგება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუკი პარალალეურად ტექნოლოგიების გადაცემაც მოხდება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თანამშრომლობა ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც სამხედრო–სამრეწველო სფეროა, უდაოდ ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდას“. პუტინს მიაჩნია, რომ ასეთი ხომალდის შეძენა სულაც არ მიუთითებს რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე: „საფრანგეთს შეიარაღებაში აქვს ასეთი ვერტმფრენმზიდები? აქვს. საფრანგეთი ვინმეზე თავდასხმას აპირებს? არა. რატომ მიგაჩნიათ, რომ რუსეთი აუცილებლად თავს დაესხმება ვინმეს ამ გემების გამოყენებით?“ რუსეთი ევროს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის. რუსეთის პრემიერ–მინისტრმა „ნდობის“ დემონსტრირება მოახდინა და განაცხადა, რომ „ევროს, როგორც სარეზერვო ვალუტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს“, განაცხადა რა რომ „საერთო ჯამში ევროპული ეკონომიკის ფუნდამენტური საფუძვლები საკმაოდ მყარია“. 2012 წელს რომ მივუახლოვდებით, მერე ვნახოთ. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, მან განამარტა, რომ ის და დიმიტრი მედვედევი, რომლის მანდატიც 2012 წელს იწურება, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. „მე მომწონს ის რასაც დღეს ვაკეთებ, რითაც ვარ დაკავებული. 2012 წელს რომ მივუახლოვდებით, მერე ვნახოთ“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts