ციცო_დეიდა Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 გამარჯობათ! შემთხვევით მომასწავლეს ეს ფორუმი და ჩემი, როგორც პედაგოგის გულისტკივილი მინდა გაგიზიაროთ 55 წელს გადავცდი შვილებო , ქმარი პენსიას ამარაა, მე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობ უკვე 35 წელია და დღეს შემაშინეს სამსახურიდან გაგდებენო. მიშას ვენაცვალე მე , მაგას მივეცი ხმა და რაიონის მაჟორიტარს.სადარბაზოს კოორდინატორად ვმუშაობდი , რაღაც ფული მომცეს , აბა ქმარშვილს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი. იმდენი ვიშრომე , იმდენი ვიწვალე . ვამაყობ რომ საქართველოს გამოვადექი . კომისიაშიც ვიყავი თავმჯდომარე. ჩემთან არაფერი გაყალბებულა, ბავშვებს ვფიცავარ. ჩემ ნუნუს მოსკოვში მოუკვდეს ის შვილი, თუ გატყუებდეთ .გაყალბებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ასეულობით ამომრჩეველი სიებში ჩაიწერა. აბა როგორ ? განა თბილისის გარეთ მაცხოვრებლებს არ ქონდათ ამის უფლება? დედაქალაქის მერი ხომ საერთოა ჩემ ოჯახშიც 2 ადამიანი ეწერა. ეს რაა? ოპოზიციას მოეყვანა მეტი ამომრჩეველი და მოიგებდა .ან გაყალბებაა შვილო ,რომ დავიბარე მასწავლებლები და ავუხსენი რომ სამსახური მოითხოვდა ქვეყნის პარტიისათვის ხმის მიცემას. ხომ არ დამიძალებია? დედაშვილურად ვურჩიე ან გაყალბებაა რომ გამგეობას მივეცი გამოკითხვის შედეგები . ხომ უნდა ცოდნოპდათ ვინაა მათი ერთგული....ისეც ხალხს წაადგება დედა . მე თქვენთვის ვარ , თქვენზე ვზრუნავ. ყოველთვის ხალხის სამსახურში ვიყავი. კომუნისტების დროს მოვედი სკოლაში , მაშინ პიონერხელმძღვანელი გახლდით, შემდეგ ციცო შემოგევლოთ, ზვიადის და მერაბის კუთხე მოვაწყვე. აბა რა !!!მიტინგებზეც დავდიოდი , ოჰ ეს საზიზღარი პუტჩისტები, მაგათი სინსილა გაწყდეს ერთ დღეს , შევარდნაძე რომ მოვიდა ისეთი შეხვედრა მოვუწყვეთ, ისეთი ....ბავშვებს "შემოდგომის გაცილება" ვაზეიმეთ ......გაგვიღიმა ....მაშინაც საარჩევნო კომისიაში ვიყავი..... შვილებს ვფიცავარ მე არ ვაყალბებდი, მხოლოდ ბეჭედით სარგებლობდნენ. აბა რუსეთს და აბაშიძეს ხომ არ მივცემდი ხმას . სამაგიეროდ ვარდების რევოლუციის პირველი დღიდანვე მიშას მხარეზე ვარ. დავენაცვლე მას. რამდენიმე სოფელი დაკარგა ...მეტი ხომ არაფერი .... ოპოზიციის იმედიც მქონდა აქციებზე სულ იქ ვიყავი. აუ რამდენი ნაცნობი ვნახე , ხმა გრეჩიხას მივეცი იმ წელს .....მაგრამ არ ივარგა ოპოზიციამ, არცერთი პარტია არაა ხალხისათვის და სკოლის სიყვარულით ვხელმძღვანელობ დღემდე. ბატონო დიმიტრი !გთხოვთ მომისმინოთ და არ გამაგდოთ სკოლიდან . მე ბავშვები მიყვარს. კი იმათ ჩემი აღარ ესმით, მაგრამ სიყვარული ბოლომდეა . მათ თავს ვფიცავარ , ცხარე ცრემლებით ვიტირებ იცოდეთ . მე ხომ ქვეყანას თაობები გავუზარდე და სახელმწიფოს ვემსახურე. დამაფასეთ . მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. რეფორმა აუცილებელია, თქვენს გვერდით ვარ . გავყაროთ ვინც გასაყრელია, მაგრამ, მე არ შემეხოთ . ჩემს ნოდიკოს ვფიცავარ , თქვენს გვედრდით ვიქნები.ისე რას გწერთ? იცით უჩემოდ ვერ გაძლებთ. მაჟორიტარი კიდევ ასარჩევი გყავთ. ციცო შემოგევლოთ, ჩემზე უკეთესად ვინ იცის კორპუსი..... ისადა ზურა თუ მოვა ნოღაიდელი არც ეგაა პრობლემა, ნოდიკოს ნათლიის ბიძააა, მაშინაც განვაგრძობ ქვეყნის და ბავშვების სამსახურს. ჯერ ესენი არიან და ამათ უნდა ვემსახუროაბა სხვანაირად როგორ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ვაგროვებ ხელმოწერებს პროტესტის ნიშნად: შევინარჩუნოთ ციცო დეიდები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ციცო_დეიდა Posted June 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ვაგროვებ ხელმოწერებს პროტესტის ნიშნად: შევინარჩუნოთ ციცო დეიდები!მადლობა შვილო, მადლობა. გავედი შვილიშვილი მოვიდა სკოლიდან . სპონსორი მიდის ხვალ და კონცერტისათვის მოვამზადო. ბებო ენაცვალოს, სასწავლო ნაწილის შვილიშვილი რომაა ხომ უნდა იგრძნობოდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ვაგროვებ ხელმოწერებს პროტესტის ნიშნად: შევინარჩუნოთ ციცო დეიდები! ვუერთდები მოთხოვნას! ციცოებო თქვენ ხართ ვენახი! ისა და ორი ვაგონი ციცო რა ღირს ხომ არ იცით? 10 პე-ს ჩამოვდივარ ვაგონზე :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 აი რა ვიპოვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
countbasic Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 babuagiorgiხომ ხარ გერცალო?asesino_141 თემას რაც შეეხება და საერთოდ, ჩვენი საშველი არ არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 თემას რაც შეეხება და საერთოდ, ჩვენი საშველი არ არის რატო ეგრე პესიმისტური განწყობილება, აგერ ბარონ მიუნხაუზენს მივბაძოთ http://www.leifiphysik.de/web_ph11/musteraufgaben/02_newton/muenchhaus/muenchhausen.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 არა ასეთი მიდგომა სწორე რა, მასწავლებელიც ხომ ადამიანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 55 წელს გადავცდი შვილებო , ქმარი პენსიას ამარაა, მე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობ უკვე 35 წელია და დღეს შემაშინეს სამსახურიდან გაგდებენო. მიშას ვენაცვალე მე , მაგას მივეცი ხმა და რაიონის მაჟორიტარს.სადარბაზოს კოორდინატორად ვმუშაობდი , რაღაც ფული მომცეს , აბა ქმარშვილს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი. იმდენი ვიშრომე , იმდენი ვიწვალე . ვამაყობ რომ საქართველოს გამოვადექი .ხოდა გაგაგდონ პაპა გენაცვალოს..იქნებ ასე მაინც ისწავლოტ არქიფოს მრევლმა ვის მისცეთ ხმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 მეგობროებ, დარწმუნებული ვართ რომ ყველა პედაგოგი ვინც წმენდაში მოხვდება მიშას მრევლია? მე არა, კიბატონო, კოორდინატორების უმრავლესობა პედაგოგი იყო,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა ერთ ტაფაში შევწვათ,არაა გამორიცხული რომ უმუშევარი ნორმალური ადამიანებიც დარჩნენ,ხოლო ასეტი ცინიკური დამოკიდებულება მათ მიმართ უფრო ხელისუფლებას აძლევს,ვინ იცის, ხვალ ზეგ შეგვრცხვეს კიდევაც ჩვენივე სიტყვების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 ეს ციცო_დეიდა კარგი რამ გამოდგა. მართლა დაიჯერეთ ეხლა თქვენ ის რომ ეს 55 წლის მასწავლებლის ნაწერია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.