planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2281.gifvshttp://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/774.gif დღეს საღამოს გაიმართება შეხვედრა სადაც მონაწილეობას სავარაუდოდ სამი ლივერპულელი მიიღებს, სრულიადში შეხვედრის პრევიუ…დასაწყისი: 22:30 მსაჯი: ვ.სტარკი სტადიონი: კ.ე.სიმონი(ბრაზილია) სტადიონი: როიალ ბაფორკინგ სტადიონი(ფოკენგი)ტევადობა: 44,530 ამ საღამოს მუნდიალის ერთ–ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები დაიწყებს თამაშს, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სიმპათიურ აშშ–ს ნაკრებს დაუპირისპირდება. კაპელოს შეგირდები ბრწყინვალე ფორმაში არიან, მათ უპრობლემოდ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და აგრეთვე უნაკლოდ ჩაატარეს წინა სამუნდიალო ამხანაგური მატჩები. გუნდში იყო ბევრი ტრამვები და პრობლემები მაგალითად გუნდის კაპიტანი ორჯერ შეიცვალა, აგრეთვე ტრამვა მიიღო რიო ფერდინანდმა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გუნდის ერთიანობაში და სიძლიერეში. ბევრი იძახის რომ ინგლისის დრო მოვიდა, ეს კი პირველივე შეხვედრაში დამტკიცდება. აშშ–ს ნაკრები კი უკვე 5 წელია უპრობლემოდ ხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემპიონატს პატარა სენსაციებსაც უცხობს, 2002 წელს გუნდი 4/ფინალში გავიდა, გასულ ზაფხულს კი კონფედერაციათა თასის ფინალში დიდი ბრძოლის შემდეგ ბრაზილიასთან 3:2 წააგო. გუნდის ჩემპიონატი უფრო და უფრო ვითარდება რაც საფუძველს უყრის ყოველ ჩემპიონატში ახალი თაობის წარმოდგენას, თუ გუნდის ლიდერს ლენდონ დონოვანს არ ჩავთვლით, რომელმაც ნორმალური სეზონი ჩაატარა ინგლისის ევერტონში. ვფიქრობ შეხვედრა დიდ ტემპში ჩაივლის რადგან ორივე გუნდი სანახაობრივი ფეხბურთის მომხრეა. შეხვედრას პოლიტიკური ინტერესებიც ახლავს თან რადგან ერთმანეთს 2 ყველაზე ბუმბერაზი მაგრამ მეგობარი სახელმწიფო ეთამაშება. ამ დაპირისპირებაზე გეტყვით ერთ საინტერესო ისტორიას. ინგლისი პირველ სამ მუნდიალზე თამაშს არ კადრულობდა რადგან მუნდიალის გამარჯვებულ ნაკრებს დიდი ანგარიშით უგებდა. 1950 წელს კი ინგლისის ნაკრებმა როგორც იქნა იკადრა მუნდიალზე თამაში, სადებიუტო მატჩი კი აშშ–ს ნაკრებთან გამართა,სადაც ყველასდამოულოდნელად 1:0 დამარცხდა, იმ დროს არ იყო არც ტელე და არც რადიო ტრანსლაციები, სამშობლოში ანგარიშებს დეპეშით აგზავნიდნენ და როდესაც ინგლისის პრესამ დეპეშით ანგარიში 1:0 მიიღო შეცდომად ჩათვალეს და შედეგი ასე გამოაქვეყნეს ===ინგლისი–აშშ 10:0 <p style="text-align: center;"> View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts