planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/xachapuridze_shalva87_670369439-300x210.jpgმალხაზ გულაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს. ხაჭაპურიძის განცხადებით, სასამართლოს სასჯელის შეფარდებისთვის არავითარი არგუმენტი არ ჰქონდა და გადაწყვეტილება უკანონოა. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ადვოკატი საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ გულაშვილსა და მის ვაჟს დაუსწრებლად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერსა და მის შვილს ქართველმა სამართალდამცველებმა საოკუპაციო საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გულაშვილს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ამ დრომდე მოსკოვში იმყოფება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts