planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 10 მაისს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები “იმედი” და “რუსთავი 2″ 1500-1500 ლარით დააჯარიმა, რითაც დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივარი ხსენებული ტელეკომპანიების მიმართ.ტელეკომპანიებს მოუწევთ გადაიხადონ “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 126-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან (ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული კანონის დარღვევა – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500, ხოლო ბეჭდური მედიის საშუალებისას 500 ლარის ოდენობით”. მომჩივანი ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების დღეს, 30 მაისს, ხსენებულმა ტელეკომპანიებმა ეგზით-პოლების გამოქვეყნების კანონმდებლობით დადგენილი წესები დაარღვიეს, კერძოდ, ,საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ არჩევნების დროს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, სავალდებულოა მიეთითოს: გამოკითხვის დამკვეთი; ფასიანია თუ არა გამოკითხვა; ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა; გამოკითხვის თარიღი; გამოკითხვის მეთოდი და ა.შ. ”ღამის სამ საათამდე მაყურებელს ამ შედეგს უჩვენებდნენ ისეთი ფორმით, რომ საერთოდ არ მიუთითეს აღნიშნული ნორმები”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივარში. ტელეკომპანიებს ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ ორ კალენდარულ დღეში. გიორგი ფუტკარაძე, Media.ge Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts